“მთის საჩუქარი ბარს” – მთამ კვლავ ჩამოგვაკითხა :)


paataერთი კარგი ამბავი მაქვს: “მზიური” ხევსურულ საღამო “მთის საჩუქარი ბარს” უმასპინძლებს.

უფრო დეტალურად: 26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო “მთის საჩუქარი ბარს” გაიმართება.

ცალკე, კაცმა რომ გვკითხოს, ვგიჟდებით, ისე გვიყვარს “ყველაფერი ქართული”, მაგრამ ქართული მთა იმდენ ხანს ვალოდინეთ, ადგა და თავად ჩამოგვაკითხა. 🙂

საღამოც სწორედ ასეთი დევიზით იმართება: “თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!” Continue reading ““მთის საჩუქარი ბარს” – მთამ კვლავ ჩამოგვაკითხა :)”

დღეს სულთმოფენობაა


1274554785_sultmofenobaმოკლედ შეგახსენებთ…

ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას ერთად ელოდებოდნენ.  ამაღლებიდან მეათე (აღდგომიდან ორმოცდამეათე) დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად უცნაური ქარი ამოვარდა, ციდან  ღმრთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით თავზე დაადგა.

მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, ქადაგება სხვადასხვა ენაზე საოცარი ძალით დაიწყეს. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, აღდგომიდან 50-ე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვის შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები იკითხება, რა დროსაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მუხლს პირველად იყრიან. ამ დღეს ქრისტიანები, ასევე, სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაოს“ პირველად ამბობენ. Continue reading “დღეს სულთმოფენობაა”

ეკა კვალიაშვილი დაბერდა…


აი, მტყუანს? 😉
1010603_463290673764356_760537719_n

მათთვის, ვინც მსგავსი კითხვა დამისვა… 😛

მოკლედ, როგორც ბოლო პოსტში გაუწყებდით, 20 ივნისს ეკა კვალიაშვილის საღამო სახელწოდებით „ეკა და მეგობრები“ უნდა გამართულიყო. ასეც მოხდა და ავღანეთში ქართველი ბიჭების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ერთხელ უკვე გადადებული საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა.

იმავე პოსტიდან ისიც უკვე იცით, ამ მომღერალთან როგორი დამოკიდებულება მაქვს და ადვილი წამოსადგენია, როცა ეკასგან პირადი მიწვევა მივიღე, როგორ გამიხარდა! მოკლედ, ყველაფერი გადავდე და გავიქეცი.

არაჩვეულებრივი საზოგადოება დამხვდა, ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე დიდი ხანია, ისეთი სიხშირით აღარ გვინახავს, როგორც მიჩვეულები ვიყავით და როგორც გვენატრებოდა. Continue reading “ეკა კვალიაშვილი დაბერდა…”

„ეკა და მეგობრები“ – თქვენ იცოდით?


18330067ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავი გავიგე და რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია.

20 ივნისს, 21 საათზე, კლუბ „ტრიუმფში“ ჩემთვის და ვფიქრობ, ყველასთვის მონატრებული სიმღერის კონცერტი გაიმართება.

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ამ საღამოზე ეკა კვალიაშვილის მოსმენის შესაძლებლობა მექნება. მთელი ბავშვობა ფოლკლორის, კლასიკისა და ბევრი სხვა ჟანრის პარალელურად ეკას წკრიალა ხმა მესმოდა და დღემდე ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ. პრინციპში, ასეთი თუნდაც ყოველ მეორე ამღერებულ ქართველში მეორე არ მოიძებნა. 🙂 კიდევ უფრო იმან გამახარა, რომ კონცერტზე ნუკა გვალიას ხმით დავტკბები. Continue reading “„ეკა და მეგობრები“ – თქვენ იცოდით?”

დიეტა შიმშილს არ ნიშნავს – გიმხელთ ჩემს საიდუმლოს ;)


980918ბოლო დღეებში ჩემს მეგობრებს სულ უფრო მეტად უწევთ იმაზე საუბარი, როგორ მოიმატეს, როგორ უნდათ წონაში დაკლება და ზაფხულის რელაქს სეზონისთვის სრულყოფილ ფორმაში ყოფნა.

მართალია, მე ეს თემა დიდად არ მაწუხებს, მაგრამ რეფლექსი, ვიყო ფორმაში, მგონია, დაბადებიდან დამყვა. 🙂

რამდენადაც ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი სურვილი მაქვს, ყველა ქალი (და არა მხოლოდ ქალი) კარგად გამოიყურებოდეს, თავად შინაგანად თავს კარგად გრძნობდეს და დიეტასმოყოლილი ყველანაირი პრობლემის გარეშე მშვიდად იცხოვროს, მე ჩემს „ოქროს წესს“ გაგანდობთ. Continue reading “დიეტა შიმშილს არ ნიშნავს – გიმხელთ ჩემს საიდუმლოს ;)”

რატომ გამათხოვეს…


გამარჯობა, ქერათმიანების სავანის მეგობრებო 🙂

თემაზე, რომელზეც მინდა, მოგიყვეთ, უკვე იმდენჯერ მიფიქრია, გამიანალიზებია და დასკვნებიც გამომიტანია, რომ ამაზე საფუძვლიანად დაფიქრება კიდევ ერთხელ თუ მომიწევდა, აღარ მეგონა.

shutterstock_35387104-crying-bride-200x300საქმე იმაშია, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ყურადღების ცენტრში ვარ და იმასაც მივეჩვიე, რომ მუდმივად განხილვის საგნად ვიქცევი ხოლმე, მაგრამ ერთ აზრთან შეგუება მაინც არ მინდა: რატომ აინტერესებს ადამიანთა ნაწილს ჩემი პირადი ცხოვრება…

არ მითხრათ, ჭეშმარიტება კამათში იბადება და ამიტომ საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოო, არ დაგიჯერებთ და ვერც დაგიჯერებთ. 🙂

ერთი მინუსი ყველას აქვს, მათ შორის, მეც – კასპიდან ვარ 🙂 ახლა შემეკამათებიან, რატომაა მინუსიო და აქვე გეტყვით: ყველა მინუსს აქვს საფუძველი.

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი თეონა დიდი გულდაწყვეტით მომიყვა, ერთმა საერთო ნაცნობმა „კეთილისმსურველმა“ პოტენციურ უფროსთან გასაუბრებამდე ტყუილის თქმით დასაქმებაში ხელი როგორ შეუშალა.

გამახსენდა და ისევ ხელახლა დავფიქრდი…                                  Continue reading “რატომ გამათხოვეს…”

ჩვენი 31/05/2013 – მიოს ერთი ტკბილი საღამო


ჩვენ კულტუროლოგები ვართ, თსუ-ს კურსდამთავრებული კულტუროლოგები, „კაკოს კულტუროლოგები”…

5 წელი გავიდა, ყველა მოუცლელი და დაკავებულია, მაგრამ ერთმანეთის სანახავად, ჩასახუტებლად და მოსაფერებლად ერთი ლამაზი საღამო ერთმანეთს მაინც მივუძღვენით.

დიდი გადადებების, ფიქრის, გრაფიკის შერჩევისა და ალიაქოთის შემდეგ შეხვედრა მაინც მოვახერხეთ და 31 მაისს ჯგუფელებმა ძველი თბილისის ერთ პატარა კუთხეში უნივერსიტეტის დამთავრების 5 წლისთავი მაინც აღვნიშნეთ.296489_191156267596622_3909205_n

თავიდან დავიწყებ…

2004 წელს ძველი წესით მისაღები გამოცდები ჩავაბარეთ და პირველივე დღეს პირადად თუ არა, ათასობით აბიტურიენტში ერთმანეთი შორიდან შევათვალიერეთ. პირველი, ვისაც დავუმეგობრდი, თეო შაყულაშვილი იყო.

მერე ნინო თავხელიძე და თათია ბროლაძე გავიცანი და სახლში დაბრუნებულმა ბედნიერმა მათი ტელეფონის ნომრები საგულდაგულოდ შევინახე. ეხუმრები? უკვე ნანატრი თსუ-ს სტუდენტი ვიყავი და ჯგუფელები მყავდა! 🙂 Continue reading “ჩვენი 31/05/2013 – მიოს ერთი ტკბილი საღამო”

დღეს ნინოობაა!


Imageყველა ნინოს და არა მხოლოდ ნინოს მოციქულთა სწორისა და ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაულს გილოცავთ!

უფალი გფარავდეთ წმინდა ნინოს ლოცვით! :*