ერთი საოცარი სახლის ამბები


1“ბლონდებს” მხედრული სალამი ჩემგან! ❤

გადმოცემით ნათქვამს რომ არ დასჯერდები, ისე დაადებ თავს ღლონტის ღორივით და გაქანდები, მეგობრის რჩევით “თმის სახლში” ისე წავედი. Continue reading “ერთი საოცარი სახლის ამბები”

ბედის ირონია, ანუ ვჭირდებით!


ninoნინო ტაბატაძე –სამი შვილის დედა, რომელსაც იაშვილის სახელობის კლინიკის “ბინადრებიც” და ვიზიტორებიც კარგად იცნობენ. ნინო ლეიკემიით დაავადებული პატარების დიდი მეგობარია და დიდი ხნის განმავლობაში მათზე ზრუნავს.

ახლა კი მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის ძვირადღირებული კურსი ესაჭიროება.
ერთი კურსის ღირებულება 4150 ლარს შეადგენს, გამოჯანმრთელებისთვის კი 8 კურსია საჭირო, სულ 33 000 ლარამდე ღირებულების…
უფრო დეტალურად კი, ნინო ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომელია და ყოველთვის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გვერდით იყო, ახლა დახმარება მას სჭირდება და აუცილებლად მის გვერდით უნდა დავდგეთ!
ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ვამბობთ ხოლმე, რომ არავინ იცის, წინ ვის რა ელის… ამიტომ მინდა, გთხოვოთ, ნინოსთვის, რომელსაც ასე ძალიან ვჭირდებით, ერთად ვიბრძოლოთ, რომ მერე ბედს არ დავაბრალოთ მისი ირონია!