ხელით ნაქსოვი ფაქტურა შემოდგომა-ზამთრისთვის და თქვენი ფანტაზია


112bc4e03011ხვალ უკვე 1 სექტემბერია და აქამდე აქტუალური აზრი, “საშემოდგომო სეზონზე რა ჩავიცვათ” კიდევ უფრო აქტიურად შემოგვიტევს (აპრობირებულია).

მოკლედ, საკუთარ გარდერობს მეც გადავხედე, ვიფიქრე, ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საყვარელ ფაქტურას ალტერნატივა არ აქვს. გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ.

ჩემი საყვარელი ფაქტურა: ნაქსოვი (აუცილებლად ხელით) 😉

ახლა რა ხდება: თუ თქვენც, ჩემგან განსხვავებით, ქსოვისა და, ზოგადად, სამოსის დიზაინის მიმართ მიდრეკილება არ გაწუხებთ, გული არ დაგწყდეთ, უბრალოდ მონახეთ ვინმე, ვინც თქვენს ფატაზიას სწორად გაიგებს და მოაქსოვინეთ.

მანამდე თავად დაფიქრდით, რა გინდათ, თქვენი სხეულის პლუს-მინუსები გაიაზრეთ (საერთოდ თუ გაქვთ მინუსი 😉 ) და მოდელი ზუსტად შეარჩიეთ.

მანამდე კი თქვენთვის ის ნიმუშები ამოვკრიფე, რომლებიც არცერთ დროსა და სივრცეში აქტუალობას არ კარგავს. მე განსაკუთრებით Victoria’s Secret-ის მოდელები მომწონს, თუმცა არც სხვაზე ვამბობ უარს 😉

აქვე, სამოსთან ერთად აქსესუარების დიზაინსაც შემოგავაზებთ და ჩემივე ნახელავით დავიწყებ: 😉 Continue reading

მიმართულება – ბეთანია


9f52eb3012f0შაბათი დღე გათენდა და, ლოდინის დონის შემცირების მიზნით, სასწრაფოდ დიდუბისკენ გავიქეცი – ჯგუფელებთან ერთად ბეთანიის მიმართულებით დიდი კულტუროლოგიზაცია იგეგმებოდა.

სანამ ყველა მოვიდოდა, უკვე დავიხუთეთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვგრილდებოდით.

ნელ-ნელა შევიკრიბეთ, „გუდვილსაც“ ვესტუმრეთ და წალმითა და ნახშირით დატვირთულები, როგორც იქნა, დავიძარით. Continue reading

მაიმუნები VS ქართველი ოფიციანტები


oficianti realერთი ძალიან სახალისო და, ამასთან, საგულისხმო ვიდეო რგოლი ვნახე. არ ვიცი, რამდენად დაგვიანებით, მაგრამ მაინც… 🙂

რა ხდება:

იაპონურ რესტორანში ოფიციანტი მაიმუნები გამოჩნდნენ. ტოკიოში ახლახან გახსნილი რესტორანი “კაიაბუკი”, უკვე მნახველების სიმრავლეს განიცდის. აქ კლიენტები არა მარტო გემრიელი საჭმლის გამო, არამედ უცნაური ოფიციანტების სანახავად მოდიან.

16 წლის იატ–ჩანი და ახალგაზრდა ფუკუ–ჩანი მაიმუნების წყვილია, რომლებიც  სხვა ოფიციანტებთან ერთად თანაბარ დონეზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც კლიენტებს ჭამის წინ ხელის დასაბანად პირსახოცს მიუცუნცულებენ, მათთვის სასმელი მიაქვთ.

სხვათა შორის, საკუთარი გარეგნობით კლიენტები რომ არ დააფრთხონ, პარიკებს, ნიღბებსა და უნიფორმას ისინიც ატარებენ. 🙂 Continue reading

რა კავშირშია მინისტრი ნარმანია აქილევსის ქუსლთან?


lamisyana27 წლის ისე გავხდი, ამ გზის გავლა წლის განმავლობაში მინიმუმ 10–ჯერ მაინც მიხდება… ჩემი დედულეთია…

მარშრუტი: თბილისი – იგოეთი – ლამისყანა…

საწყალი ბიძაჩემი – ლამისყანელების თბილისელი სიძე – ყოველ ჯერზე იგოეთი–ლამისყანის გზას იმ იმედით ადგებოდა, ახლა გაკეთებული თუ არა, შელამაზებული მაინც იქნებაო, მაგრამ თქვენ კარგად იყავით…

კომუნისტების მიერ დაგებულ ნაასფალტარზე სიარული ძალიან რომ გაუჭირდათ, ლამისყანელებმა “ხერხს” მიმართეს – გზის მომიჯნავე ყანაზე მანქანებით ხშირი სიარულისგან ბილიკი გაჭრეს და ხორბლის ნათესებზე დადიან (მთავარია, ნაწვიმი არ იყოს)…

მერე რუსული ტანკები შეხრიგინდნენ – ახალგორისკენ ლამისყანის გავლით იგოეთიდან პირდაპირი გზაა (იყო)… Continue reading