ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤


10325180_318648901624744_26455962758029840_nდიდი ხნის განმავლობაში რომ გესმის, მისვლა გინდა, აპირებ და დროის უქონლობის გამო მხოლოდ ავლა–ჩავლით შემოიფარგლები, მეც ისე მჭირდა. მაგრამ ნამდვილად გამიმართლა, როდესაც ჩემმა კარგმა მეგობარმა ჩვენს საქმეზე სასაუბროდ და “ჩასაჯდომად” სწორედ “ყველის სახლი” შემომთავაზა.

ეს, როგორც ვამბობთ ხოლმე, სწორედ “იმ” ანა ჩიკვაიძის მიერ შექმნილი კიდევ ერთ სამოთხეა, რომელიც გურმანებისა და ტრადიციის მოყვარულთათვის აწ უკვე არაერთხელ შეუქმნია.

რა ვიცით? ყველი ვიცით ჩვენ დიდუბის, ე.წ. “დეზერტირების”, საბურთალოს, ნავთლუღის და ა.შ. ბაზრებზე ნაყიდი “იმერული”, “გუდა”, “ჭყინტი”, ‘მარილიანი” და “უმარილო” – ეს სტანდარტულად…

წარმომავლობიდან გამომდინარე, ცოტა მეტი მეც ვიცი და ვფიქრობ, სტანდარტულის მიღმა თქვენც გეცოდინებათ, მაგრამ ყველის კულტი, როგორც ასეთი, მხოლოდ ანა ჩიკვაიძემ შეძლო, ფაქტად ექცია.

ქალბატონმა ანამ სრულიად უშუალოდ, შინაურულად, საყვარლად, დიასახლისურად პირადად გაგვასინჯა ყველის ასორტი, რომელიც დასაწყისში ასე გამოიყურებოდა:  Continue reading “ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤”

Advertisements

Steakhouse#1 – ჩვენც შეგვძლებია ხარისხიანის კეთება :)


20140405_212549[1]მოვედი და კარგი ამბები მაქვს ^_^

იცით, რომ მომსახურების სფეროში სამამულო ბაზარზე არსებულ უბედურ მდგომარეობაზე უკვე მეწერა, იმასაც დაგპირდით, კიდევ დავწერდი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ კარგი უნდა გითხრათ. 🙂

როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც არ გამიმეტეს. 🙂 “ვერა სტეიკ ჰაუსის” შემდეგ გემრიელ სტეიკს სადმე კიდევ თუ გავსინჯავდი, მართლა ვერ წარმომედგინა, ბოლოსდაბოლოს, აღნიშნული უკვე დიდი ხანია, არსებობს და ხარისხი კვლავ შენარჩუნებული აქვს…

მაგრამ Steakhouse#1 ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო. 🙂 Continue reading “Steakhouse#1 – ჩვენც შეგვძლებია ხარისხიანის კეთება :)”

ნამცხვარი “ბლონდებისთვის” გიორგი ბარნაძისგან ❤


3დავბრუნდი გემრიელობებით ^_^

ვისთვისაც დროის სიმცირის გამო სამზარეულოში შეხედვა ჩემსავით პრობლემას წარმოადგენს,  ნამცხვრის ერთი ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გიორგი ბარნაძემ ექსკლუზიურად ქერებს გვაჩუქა. 🙂

დავიწყოთ:

ვიმარაგებთ:

კვერცხი – 3 ცალი

შაქარი – 4 ჩაის ჭიქა

მაწონი – 500 გრამი

მარგარინი – 1 შეკვრა (150-200 გრამი)

სოდა და ვანილი უკვე თქვენს გემოვნებას მივანდოთ 😉 Continue reading “ნამცხვარი “ბლონდებისთვის” გიორგი ბარნაძისგან ❤”

FourSeasonerra ჩვენებურად :)


2waiter_668599n1მომსახურების სფეროს ქართულ თავისებურებებთან დაკავშირებით იაპონურის მაგალითზე მეწერა, მაგრამ კიდევ ერთი ახალი უნდა გითხრათ 🙂

ნუ, ზოგადად ხარისხში პრობლემა რომ გვაქვს, მიმტანები თავ-პირს იმტვრევენ, სანამ შეკვეთილ ბლუდას მოგიტანენ და კაფეში ყოფნის წუთებს მათზე ნერვიულობაში ატარებ, უცხო ენას მათი დიდი ნაწილი იმ დონეზეც კი რომ არ ფლობს, მენიუში რაც აქვთ, მათი მნიშვნელობა მაინც ესმოდეთ, ყალბი ღიმილის მეტს რომ ვერაფერს ხედავ, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ დღეს Four Season-ში ეგზოტიკური ხილის ნაყინი რომ შევუკვეთე და მხოლოდ ხილით “გამიმასპინძლდნენ”, ტირილი მომინდა…

ერთის მნიშვნელობაც მესმის და – მეორისაც, მაგრამ რას ვიზამ, თუ თვითონ არ ესმით?

არადა, ნახეთ, ასე თუ არაა 🙂 Continue reading “FourSeasonerra ჩვენებურად :)”

ნამდვილი „ბოჰემა“


1481130_563703473717713_484957434_nმოვედი ^_^

სუუულ ცოტა დაგვიანებით (სულ რაღაც ერთი დღის), მაგრამ მაინც ერთი სასიამოვნო შემთხვევის შესახებ უნდა გითხრათ: საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის „არქიტექტურული პრემია 2013-ს“ ნომინაცია „საზოგადოებრივ ინტერიერში“ რესტორანი „ბოჰემა“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა!  Continue reading “ნამდვილი „ბოჰემა“”

საახალწლო ტკბილეული თიკა ლუკასისგან ❤ (ექსკლუზივი)


1466136_10202511525171329_782665486_nნაძვის ხე ნაწილობრივ მოვრთეთ და ამავე თემაზე გავაგრძელოთ. 😉

ჩვენმა მეგობარმა, ბუნებრივად “ბლონდმა” თიკა ლუკასმა ბრიტანეთიდან მიოს ბლოგს ძალიან გემრიელი რეცეპტი გამოუგზავნა, რომელსაც ახალ წელს, ტრადიციის თანახმად, თვითონვე ამზადებს.

თანაც, გარდა იმისა, რომ ტკბილეულის მზადება მისი საყვარელი საქმიანობაა, თიკას განსაკუთრებული მიზეზი აქვს: ტყუპი გოგონების ძალიან, ძალიან საყვარელი დედიკოა. ❤

ისე რომ, თიკა თავის პატარა ბრილიანტებთან ერთად საახალწლოდ უკვე განსაკუთრებულად ემზადება, ტკბილეულსაც დიდი მონდომებით ამზადებს და თავისი ექსლუზიური რეცეპტით ჩვენც დაგვასაჩუქრა.

Continue reading “საახალწლო ტკბილეული თიკა ლუკასისგან ❤ (ექსკლუზივი)”

პელმენი – ძალიან მარტივი და გემრიელი


pelmeniმოვედი 😉

გადავწყვიტე, კულინარიული თემაც შემოვიტანო და ხაბიზგინას შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთ ძალიან გემრიელ ბლუდასაც შემოგთავაზებთ.

“პელმენი ციმბირულად” – თბილისში, ძირითადად, რამდენიმე ადგილზე გავსინჯე და მენიუში ასეთი ფორმულირებით შემხვდა.

არ ვიცი, რამდენად სამართლიანია, ასე თუ ვუწოდებ, რადგან არც ციმბირში ვყოფილვარ და არც იქაურის მომზადებული გამისინჯავს, თუმცა, კისლოვოდკსში ბავშვობაში გასინჯული პელმენის გემო არ მავიწყდება 😀 მოკლედ, მე ჩემსას შემოგთავაზებთ. 😉

ხორცის პელმენის სახლის პირობებში მომზადების პრობლემა თუ გაქვთ, საქმეს მარტივად გადაწყვეტთ და უკვე ნახევრად მზას შეიძენთ. ამასთან, დაგჭირდებათ დაფასოებული, დაჭრილი ქამა სოკო, არაჟანი და ყველი. Continue reading “პელმენი – ძალიან მარტივი და გემრიელი”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: