ქერათმიანები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ! ;)


არადაგიბრუნდით ❤

ბოლო დროს ჩემ გარშემო იმდენი რამ ხდება, ერთ-ერთსა და განსაკუთრებულზე რომ არ გითხრათ, თავს ვერ ვაპატიებ. ^_^

მოკლედ, სადაც მივდივარ, მათ შორის, ტაქსიში, უკვე ყველა კურსშია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სლოგანით “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება” კამპანია არა ბიონარკოტიკს დაიწყო.

გუშინ, 16 მაისს სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში რუსთავის ავტოდრომზე MIA Force-ს მრბოლელები დათა ქაჯაია, კონსტანტინე კოლიაშვილი და  ირაკლი ჩხეიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და რაღაც სასწაული მოვლენა გამოვიდა.

კამპანიას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძეც შეუერთდა და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ულამაზესი სანახაობა გვაჩვენეს.

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ! ❤ Continue reading “ქერათმიანები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ! ;)”

როცა წერილსა სწერ და გეწუნწკლება მელაააანიიიიი, ანუ, რატომ არ უნდა ჩაიცვათ შავი


womanკაი გამარჯობა თქვენი 😉

ეეეხა, რა მინდოდა, მეთქვა:

ისე ჩავიახალწლე, თბილისში რა ქენით, დრო როგორ გაატარეთ და ა.შ., არ ვიცოდი. ამიტომ, სრულიად ნეტარი სახით ახალი წლის ტელეპროგრამის გადახედვა გადავწყვიტე და, რა გასაკვირია, პირველ რიგში, საახალწლო კონცერტის სანახავად myvideo.ge-ზე გადახვევა ვცადე.

თქვენ არ მომიკვდეთ! 31 დეკემბერს ვერ გაჩვენებო, ამეთვისტომ, მხოლოდ 1 იანვრის 00:00-დან შემომანათა…

კარგად მახსოვს… ლელა იყო… წურწუმია… შავი ეცვა დედა დედოფალს… თვალი დამებინდა… Continue reading “როცა წერილსა სწერ და გეწუნწკლება მელაააანიიიიი, ანუ, რატომ არ უნდა ჩაიცვათ შავი”