ირა ჭელიძე – ცუკერბერგის საჩუქარი


irahkaრამდენჯერ და რა კუთხით არ მიფიქრია იმაზე, სოციალური ქსელები რომ არა, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, აღარც მახსოვს.

რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენჯერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ facebook.com არსებობას წყვეტდა, თუმცა, არ ვიცი, სხვაგან როგორ, მაგრამ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ჩემს „ნიუს ფიდში“ როგორც ჩანდა, ძირითადად, შიშნარევი მოლოდინი სუფევდა.

ვერ დავითვლი, რამდენი ადამიანი გავიცანი, რამდენი დავბლოკე, რამდენიც უბრალოდ მეგობრებიდან ამოვშალე, ან თვითონ მოიქცა ასე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამეგობრო წრე ერთი დარჩა. ძალიან რთულია, მონიტორს მიღმა ადამიანი ამოიცნო, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში თვითგამოხატვის, თუ თვითდამკვიდრების მიზნით, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად დასაყრდენად სწორედ „ფეისბუქი“ იქცა.

სოციალური ქსელების პლუს-მინუსებზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ მის ერთ-ერთ დიდ პლუსზე – კარგი მეგობრების შეძენის შესაძლებლობაზე – მინდა, გითხრათ.

ირა ჭელიძე დიდი ხანია, მეგობრებში მყავს და სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს, როდის დაედო ამ ყველაფერს საფუძველი. რაშიც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მისი ხისტი და სამართლიანი (შეიძლება, პირობითია, მაგრამ ჩემთვის ასე გამოიყურება) დამოკიდებულებები, ფლორისა და ფაუნის სიყვარული და იდეის მიმართ ერთგულება იყო.

შემდეგ კიდევ უფრო მივაქციე ყურადღება და დეტალებშიც შევედი. აღმოჩნდა, რომ სანამ შორიდან ვუყურებდი, მთავარს არ დავკვირვებივარ – აზრები, რაც ირას „ვოლზე“ მხვდებოდა, არა უბრალოდ იუმორის მაღალი შეგრძნების, არამედ დიდი ცოდნის, წიგნიერების და საკმაოდ ხშირად, საკუთარი ერთგვარი ფილოსოფიის შედეგი იყო.

უფრო მომეწონა.

და რა გამოვიდა:

1996 წელში იყო ქედი TV.

ვინც არ იცით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“  დაბადებას მცირედით წაეხმარა. საინფორმაციოს სახელის შერჩევაშიც მიიღო მონაწილეობა…

1998-1999 წლებში ჯერ კიდევ საგამოძიებო მიმართულების რეპორტიორი ირა ჭელიძე.

შემდეგ იყო ტელეკომპანია „იმედი“ და ირა – პრომო შეფუთვების ფრომოუშენის დედა.

maccanდა, ამავე დროს, სულ McCann Erickson, რომელიც მე, პირადად, ირას გარეშე  ქართულ სივრცეში სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა მგონია.

დღემდე McCann Erickson-ის კრეატიული დირექტორია და გადასარევად გრძნობს თავს ამ გამოვლინებაში.

იყო „მე-9 არხი“ და კვლავ ირას „ეცადე, დაინახო მეტი“.

ზემოთ თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ქართულ საშუალებებზე ვსაუბრობდი. ირას პოსტები ცოტა „სხვანაირია“.

რატომ: არა ცინიზმი, არა უბრალოდ სატირა, რაღაცნაირი, ნამდვილი და არა ისეთი, როგორიც – ყველა.

რომ ვკითხე, შენთვის ეს რას ნიშნავს მეთქი, ასეთი პასუხი მივიღე: სოციალური ქსელი არის საშუალება, სიტყვით გამოვიდე.

რომ დავფიქრდი, ასეთი ადეკვატური პასუხი მართლა არავისგან და არასოდეს მსმენია, თანაც, გულწრფელი.

ხელოვნებათმცოდნეა.

ძირითადად, გართობაზე, დროის გაყვანაზე საუბრობენ. არადა, სოციალური ქსელის კონცეფცია, ალბათ, უფრო ესაა – სცადო და დაინახო  მეტი, ვიდრე – დროის გაყვანის, ან ვერდამკვიდრებულთათვის თვითდამკვიდრების საშუალება.

ირა არაა ის ადამიანი, რომელიც რამის გამო საკუთარ პრინციპზე უარს იტყვის და სოციალურ ქსელს ვერ გასცდება. ამიტომაცაა ირასთვის (ჩემთვის ძალიან სასიხარულოდ) აღიშნული სფერო ასეთი უპრობლემო, ღია და თავისუფალი.

ცხოველები უყვარს.

14 წელი იაპონური პეკინესი – ჩაპა – ჰყავდა. შემდეგ, 19 წელი ფისო – კესო.

ყავისტია. ეს ძალიან მიხარია.

მითხრა, რომ 19 წლამდე განსხვავებული ირა იყო და უნივერსიტეტმა ძალიან შეცვალა, გაცილებით სოციალური გახდა. არ მიკვირს, რომ კოლექტივში ჯანსაღ ურთიერთობებს ირჩევს და ასეც იქცევა.

McCann Erickson შენთვის ვინაა მეთქი?

თანატოლი, რომელთანაც ურთიერთობა მსიამოვნებსო.

მეტს აღარაფერს ვიტყვი.

ირა ასეთია: საშუალებას გაძლევს, მოუსმინო და კიდევ უფრო მეტ საშუალებას გაძლევს, მედიასივრცეში არაერთგზის ნანახი სარეკლამო რგოლების იდეების ავტორისგან (რომლის შესახებაც, ალბათ, ბევრმა არ იცით) ის დანარჩენი „დაიჭირო“, რაც სიტყვით არ უთქვამს, მაგრამ მისახვედრად ტვინის განძრევა გჭირდება.

ერთგვარად სასარგებლოა და წარმოუდგენლად საამაყო.

ჩემი პოსტი ირა ჭელიძის შესახებ.

მადლობა ცუკერბერგს საშუალებისთვის.

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s