ეკა კვალიაშვილი დაბერდა…


აი, მტყუანს? 😉
1010603_463290673764356_760537719_n

მათთვის, ვინც მსგავსი კითხვა დამისვა… 😛

მოკლედ, როგორც ბოლო პოსტში გაუწყებდით, 20 ივნისს ეკა კვალიაშვილის საღამო სახელწოდებით „ეკა და მეგობრები“ უნდა გამართულიყო. ასეც მოხდა და ავღანეთში ქართველი ბიჭების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ერთხელ უკვე გადადებული საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა.

იმავე პოსტიდან ისიც უკვე იცით, ამ მომღერალთან როგორი დამოკიდებულება მაქვს და ადვილი წამოსადგენია, როცა ეკასგან პირადი მიწვევა მივიღე, როგორ გამიხარდა! მოკლედ, ყველაფერი გადავდე და გავიქეცი.

არაჩვეულებრივი საზოგადოება დამხვდა, ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე დიდი ხანია, ისეთი სიხშირით აღარ გვინახავს, როგორც მიჩვეულები ვიყავით და როგორც გვენატრებოდა. Continue reading “ეკა კვალიაშვილი დაბერდა…”

„ეკა და მეგობრები“ – თქვენ იცოდით?


18330067ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავი გავიგე და რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია.

20 ივნისს, 21 საათზე, კლუბ „ტრიუმფში“ ჩემთვის და ვფიქრობ, ყველასთვის მონატრებული სიმღერის კონცერტი გაიმართება.

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ამ საღამოზე ეკა კვალიაშვილის მოსმენის შესაძლებლობა მექნება. მთელი ბავშვობა ფოლკლორის, კლასიკისა და ბევრი სხვა ჟანრის პარალელურად ეკას წკრიალა ხმა მესმოდა და დღემდე ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ. პრინციპში, ასეთი თუნდაც ყოველ მეორე ამღერებულ ქართველში მეორე არ მოიძებნა. 🙂 კიდევ უფრო იმან გამახარა, რომ კონცერტზე ნუკა გვალიას ხმით დავტკბები. Continue reading “„ეკა და მეგობრები“ – თქვენ იცოდით?”