„ეკა და მეგობრები“ – თქვენ იცოდით?


18330067ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავი გავიგე და რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია.

20 ივნისს, 21 საათზე, კლუბ „ტრიუმფში“ ჩემთვის და ვფიქრობ, ყველასთვის მონატრებული სიმღერის კონცერტი გაიმართება.

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ამ საღამოზე ეკა კვალიაშვილის მოსმენის შესაძლებლობა მექნება. მთელი ბავშვობა ფოლკლორის, კლასიკისა და ბევრი სხვა ჟანრის პარალელურად ეკას წკრიალა ხმა მესმოდა და დღემდე ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ. პრინციპში, ასეთი თუნდაც ყოველ მეორე ამღერებულ ქართველში მეორე არ მოიძებნა. 🙂 კიდევ უფრო იმან გამახარა, რომ კონცერტზე ნუკა გვალიას ხმით დავტკბები.

გავიგე და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, ამიტომაც მეტი ინფორმაციისთვის სასწრაფოდ ეკასა და ნუკას პიარ მენეჯერ მაცაცო კევლიშვილს მივადექი. როგორც მაცაცომ მითხრა, კონცერტი მანამდე იგეგმებოდა, თუმცა ავღანეთში ქართველი ბიჭების ტრაგიკულად დაღუპვის გამო გადაიდო.

მოკლედ, რა ხდება:562656_141729432675968_75240781_n

ანრი ჯოხაძე, „ალილო“, „ფორტე“, ნუკრი კაპანაძე, კვარტეტი „თბილისი“, ჯემალ სეფიაშვილი – დიდი საღამო გველოდება!

„ეკა და მეგობრები“, ასე ერქმევა პროგრამას, რომელსაც თავად ეკა და მსახიობი კახაბერ შარტავა წაიყვანენ. როგორ მიხარია, რომ საქართველოში ეს, ასე თუ ისე, შესაძლებელია და ასეთ მომღერალს შემფასებელი და დამფასებელიც ჰყავს, რადგან ღონისძიების წარმომდგენი კომპანია “სარაჯიშვილის” ახალი არაყი „გრუმია“. ამასთან, საღამოს სპონსორები მაღაზიათა ქსელი „ქსინტი“ და სილამაზის სალონი „პოდიუმი“ არიან.

თავად კვალიაშვილის თქმით, პროგრამა მრავალფეროვანი იქნება, ძირითადად ქართული საესტრადო სიმღერები შესრულდება, რომელიც მსმენელს ასე მონატრებული აქვს.

რა ჯობს მერე ამას? კი მომენატრა მართლა… 🙂

ვისაც ჯერ კიდევ არ გიზრუნიათ, ან სულაც ახლა გაიგეთ, სასწრაფოდ “ტრიუმფში” და ბილეთისთვის 15 ლარი იქონიეთ თან, ბანკომატი ვერ ვიპოვეთო, არ იწუწუნოთ მერე. 😉

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: