დამოუკიდებლობის დღე – ტაბუახსნილი თარიღი ღიმილიანი სახეებით


10397827_824959470866150_3983786065514354525_nვინმეს 26 მაისი რომ მიულოცო, ალბათ, ამის მორალური უფლებაც უნდა გქონდეს. ჩემთვის ეს დღე მერაბ კოსტავაა, წამება, სიხარული, ტკივილი, მაგრამ მაინც სიყვარული, დიდი სიყვარული, სიჯიუტეც და ესეც სიყვარულით…

მაინც, ზედმეტი დრამატიზების გარეშე, მგონია, იმ დიდმა ადამიანებმა, ვინც 26 მაისი ცრემლით, სისხლით, თუ ოფლით შექმნეს, როგორც მოვლენა და ფაქტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობა და მომავალი კეთილდღეობა ერთად აირჩიეს.

ამის შედეგი და გაღიმებული სახეები დღეს მე რუსთაველის გამზირზე ვნახე. ზოგი – ჩემი და ზოგიც ჩემი მეგობრების გადაღებული ფოტოები უნდა გაჩვენოთ, ეს ყველაფერი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მათ შორის, კონცერტი, ასე რომ, აუცილებლად გაისეირნეთ ოჯახთან ერთად. 🙂

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!  Continue reading “დამოუკიდებლობის დღე – ტაბუახსნილი თარიღი ღიმილიანი სახეებით”

Advertisements

Happy Birthday of Mio’s Blonde Blog ❤


happy

ზუსტად ერთი წლის წინ WordPress–ზე პირველად დავრეგისტრირდი და ასე, ნათელი ფერის თმით შემოვაღეთ “ბლონდებმა” ამავე სტატუსით ამავე სივრცის კარი… 🙂

დღეს მიოს ქერათმიანების ბლოგის დაბადების დღე გვაქვს ^_^

ვისთვისაც მნიშვნელოვანი, უბრალოდ საინტერესო და მეტიც, – საყვარელია, ყველას გილოცავთ! 

უღრმესი მადლობა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე თქვენთან ურთიერთობისა და მეგობრობის საშუალებას მაძლევთ, თანამიგრძნობთ და ძალიან მახარებს, რომ ერთმანეთსაც ასე ემეგობრებით. 

ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, რომლებსაც დრო და სივრცე სჭირდებათ და ნელ–ნელა “გავხსნი კარტებსაც”. 🙂

გკოცნით, ჩემო ერთგულო მკითხველებო და მეგობრებო… 

ტრადიციულად სიყვარულით მიო ❤ Continue reading “Happy Birthday of Mio’s Blonde Blog ❤”

ქერათმიანები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ! ;)


არადაგიბრუნდით ❤

ბოლო დროს ჩემ გარშემო იმდენი რამ ხდება, ერთ-ერთსა და განსაკუთრებულზე რომ არ გითხრათ, თავს ვერ ვაპატიებ. ^_^

მოკლედ, სადაც მივდივარ, მათ შორის, ტაქსიში, უკვე ყველა კურსშია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სლოგანით “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება” კამპანია არა ბიონარკოტიკს დაიწყო.

გუშინ, 16 მაისს სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში რუსთავის ავტოდრომზე MIA Force-ს მრბოლელები დათა ქაჯაია, კონსტანტინე კოლიაშვილი და  ირაკლი ჩხეიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და რაღაც სასწაული მოვლენა გამოვიდა.

კამპანიას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძეც შეუერთდა და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ულამაზესი სანახაობა გვაჩვენეს.

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ! ❤ Continue reading “ქერათმიანები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ! ;)”

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: