ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤


10325180_318648901624744_26455962758029840_nდიდი ხნის განმავლობაში რომ გესმის, მისვლა გინდა, აპირებ და დროის უქონლობის გამო მხოლოდ ავლა–ჩავლით შემოიფარგლები, მეც ისე მჭირდა. მაგრამ ნამდვილად გამიმართლა, როდესაც ჩემმა კარგმა მეგობარმა ჩვენს საქმეზე სასაუბროდ და “ჩასაჯდომად” სწორედ “ყველის სახლი” შემომთავაზა.

ეს, როგორც ვამბობთ ხოლმე, სწორედ “იმ” ანა ჩიკვაიძის მიერ შექმნილი კიდევ ერთ სამოთხეა, რომელიც გურმანებისა და ტრადიციის მოყვარულთათვის აწ უკვე არაერთხელ შეუქმნია.

რა ვიცით? ყველი ვიცით ჩვენ დიდუბის, ე.წ. “დეზერტირების”, საბურთალოს, ნავთლუღის და ა.შ. ბაზრებზე ნაყიდი “იმერული”, “გუდა”, “ჭყინტი”, ‘მარილიანი” და “უმარილო” – ეს სტანდარტულად…

წარმომავლობიდან გამომდინარე, ცოტა მეტი მეც ვიცი და ვფიქრობ, სტანდარტულის მიღმა თქვენც გეცოდინებათ, მაგრამ ყველის კულტი, როგორც ასეთი, მხოლოდ ანა ჩიკვაიძემ შეძლო, ფაქტად ექცია.

ქალბატონმა ანამ სრულიად უშუალოდ, შინაურულად, საყვარლად, დიასახლისურად პირადად გაგვასინჯა ყველის ასორტი, რომელიც დასაწყისში ასე გამოიყურებოდა:  Continue reading “ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤”

ნამდვილი ოსური “ხაბიზგინა” – ჩემი საიდუმლო ;)


xebijentaeდავბრუნდი 😉

გემრიელობებზე უნდა გითხრათ. მოკლედ, ქალაქში არსებულ კაფეებსა თუ რესტორნებში თქვენც ჩემსავით თუ დაეძებთ „რამე ახალს“, დადიხართ, დადიხართ და მაინც ვერ აგნებთ, მოდი, მთა მივუშვათ მუჰამედთან და თავად შევიდეთ სამზარეულოში. 😉

Continue reading “ნამდვილი ოსური “ხაბიზგინა” – ჩემი საიდუმლო ;)”