“მინი კუპერების” ქართული ისტორია


get_imgდარწმუნებული ვარ, ახალი ამბავი ყველამ გაიგეთ… 😉

აი, რა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონში პატრულის ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკი განაახლა და „შკოდას“ მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანა დაამატა. ბათუმის ქუჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ბათუმის საპატრულო პოლიციას “მინი კუპერის” სახით 7 ერთეული ახალი საპატრულო ავტომანქანა გადაეცა.

ავტოპარკი ელექტროტრანსპორტითაც განახლდა და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი“დაემატა.

აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ, რიგით სიახლედ დარჩებოდა, რომ არა ჯერ BMW-ს მარკის ერთ ავტომობილზე, შემდეგ კი ზემოთ ნახსენებ „მინი კუპერებთან“ დაკავშირებით „ფეისბუქ“ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი. Continue reading ““მინი კუპერების” ქართული ისტორია”

დღეს ნოდარი კიდევ ერთხელ დაიბადა…


nodarbumbadze1928 წელის 14 ივლისს სამყაროს ნოდარ დუმბაძე მოევლინა…

მამა ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა კი ანა ივანეს ასული ბახტაძე  დიასახლისი გახლდათ. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, დედა კი  გადაასახლეს.

ნოდარი ჯერ  თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. მეტს აღარ გავაგრძელებ…

შეიძლება, ზუსტად ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ამ ერთ ადამიანში თბილისიც, ჩოხატაურიც, ღმერთის მისაღები აპარტამენტებიც და ქვესკნელის აღქმაც ერთნაირად ჩატეულიყო… Continue reading “დღეს ნოდარი კიდევ ერთხელ დაიბადა…”

კვლავ facebook პიარის შავ-ბნელი საქმეები :)


facebook_glasses_2-660x523ერთი ამბავი მაქვს თქვენთვის 🙂

ჩემს მკითხველს ახლო წარსულში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ლაიქების” თემასთან დაკავშირებულ აფიორაზე ვუყვებოდი, რა გზებით და რა მიზნებით ხდება ეს ყველაფერი. ჩემი მიზანი, როგორც იმავე პოსტში აღვნიშნავდი, PR-ისა და მარკეტინგის სფეროს მსგავსი სარეველასგან გაწმენდისა და ბაზრის გაჯანსაღების სურვილი იყო, თუმცა მასშტაბებზე პრეტენზია არ გამომითქვამს, უბრალოდ ჩემი გულისტკივილის შესახებ ვთქვი.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთმა კარგმა მეგობარმა, რომელიც, ასევე, პიარსა და მარკეტინგში წარმატებით მოღვაწეობს და თემასაც კარგად ფლობს და ბაზარსაც შესანიშნავად იცნობს, აღნიშნული პოსტი “ფეისბუქის” საკუთარ კედელზე გააზიარა და, როგორც აღმოჩნდა, რეაქციაც მოჰყვა. 🙂 Continue reading “კვლავ facebook პიარის შავ-ბნელი საქმეები :)”

და იყო იგი სავლე და იქცა პავლედ…


e8a585863c83648გილოცავთ უფლის მოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით, „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“. Continue reading “და იყო იგი სავლე და იქცა პავლედ…”

“ეტყობა, რომ ქართველია…”


nod„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს…“

ეს დიდი ნოდარ დუმბაძის სიტყვებია და რა გასაკვირია, თუ დღესაც არანაკლებ (თუ მეტად არა) აქტუალური და საგულისხმოა.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ერთ წრეზე ვბრუნავთ და ვტრიალებთ, ვბრუნავთ და ვტრიალებთ…

სამწუხაროა, მაგრამ ამ პრობლემის წინაშე გუშინ და გუშინწინ არ დავმდგარვართ.

არ ახალია, ძველია, რომ ქართველებს მართლა დაუდგრომელი ბუნება აქვთ და სიდინჯესთან ერთად, განურჩევლად იმისა, საქართველოს რომელი კუთხის შვილები არიან, სიფიცხეც ახასიათებთ. მაგრამ ეს სულ ასე იყო და ახლა რატომ იქნებოდა პრობლემა? Continue reading ““ეტყობა, რომ ქართველია…””