კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრისგან


1კარგი ამბავი უნდა გითხრათ 😉

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ეროვნული კინოცენტრი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად ერთობლივ კონკურსს აცხადებენ.

აღნიშნული ერთობლივი კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც 25 ნოემბერს მთელს მსოფლიოში დაიწყო. „შეღებე სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში“! – ასეთია წელს გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE) მთავარი გზავნილი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ამ კამპანიის ფარგლებში  სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, რომლებიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.   Continue reading “კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრისგან”

პელმენი – ძალიან მარტივი და გემრიელი


pelmeniმოვედი 😉

გადავწყვიტე, კულინარიული თემაც შემოვიტანო და ხაბიზგინას შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთ ძალიან გემრიელ ბლუდასაც შემოგთავაზებთ.

“პელმენი ციმბირულად” – თბილისში, ძირითადად, რამდენიმე ადგილზე გავსინჯე და მენიუში ასეთი ფორმულირებით შემხვდა.

არ ვიცი, რამდენად სამართლიანია, ასე თუ ვუწოდებ, რადგან არც ციმბირში ვყოფილვარ და არც იქაურის მომზადებული გამისინჯავს, თუმცა, კისლოვოდკსში ბავშვობაში გასინჯული პელმენის გემო არ მავიწყდება 😀 მოკლედ, მე ჩემსას შემოგთავაზებთ. 😉

ხორცის პელმენის სახლის პირობებში მომზადების პრობლემა თუ გაქვთ, საქმეს მარტივად გადაწყვეტთ და უკვე ნახევრად მზას შეიძენთ. ამასთან, დაგჭირდებათ დაფასოებული, დაჭრილი ქამა სოკო, არაჟანი და ყველი. Continue reading “პელმენი – ძალიან მარტივი და გემრიელი”

ნამდვილი ოსური “ხაბიზგინა” – ჩემი საიდუმლო ;)


xebijentaeდავბრუნდი 😉

გემრიელობებზე უნდა გითხრათ. მოკლედ, ქალაქში არსებულ კაფეებსა თუ რესტორნებში თქვენც ჩემსავით თუ დაეძებთ „რამე ახალს“, დადიხართ, დადიხართ და მაინც ვერ აგნებთ, მოდი, მთა მივუშვათ მუჰამედთან და თავად შევიდეთ სამზარეულოში. 😉

Continue reading “ნამდვილი ოსური “ხაბიზგინა” – ჩემი საიდუმლო ;)”

მოზრდილი მუცელი ხელს გიშლით? მაშინ, ეს უნდა ნახოთ ;)


9e6e50108cbe537545ee60344e68f8dcმოვედი 😉

კვლავ სილამაზეზე მინდა, გითხრათ.

რამდენჯერ შემიმჩნევია ქალი, რომელიც ოდნავ შემოზრდილ მუცელს ხელით წარუმატებლად იფარავს. არადა, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

ახლავე გეტყვით, რატომ:

არ აქვს მნიშვნელობა, მუცელი ორსულობის შემდეგ რჩება, თუ ის ზომაში ჯერ კიდევ მანამდე უბრალოდ გაუვარჯიშებლობისგან იმატებს, მთავარი აქ ერთი რამაა. კერძოდ, ის, რომ თავად უნდა გრძნობდეთ თავს კარგად, სასიამოვნოდ და, თუნდაც, სულ ცოტა წამოზრდილი მუცელი თავისუფლად მოძრაობაში პრობლემას არ უნდა ქმნიდეს.

და რამდენადაც, მთავარი თქვენი სურვილია, გამოიყურებოდეთ კარგად, თუნდაც, მანამდე, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, ან დაიწყებთ და სასურველ შედეგამდე მიხვალთ, გაჩვენებთ, როგორ მოიქცეთ, რომ მუცელი, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ თქვენთვის იყოს თვალშისაცემი, როგორ „შევფუთოთ“ ისე, რომ თავი შებოჭილად არ იგრძნოთ. 😉 Continue reading “მოზრდილი მუცელი ხელს გიშლით? მაშინ, ეს უნდა ნახოთ ;)”

მსხვერპლშეწირვა – ცოდვა გამხელილი ჯობს…


lomisoba

უკვე რა ხანია, თემა, რომელზეც დღეს მინდა, გითხრათ, ჩემ გარშემო განსახილველთა შორის „საპატიო“ ათეულშია.

რელიგიური რიტუალების დროს მსხვერპლშეწირვაზე ვსაუბრობ.

რა თემაზე არ მისაუბრია, მიკამათია, მაგრამ, ვერ დავმალავ, გულწრფელად მეწყინა, როდესაც ჩემი აზრის გამოთქმისას ქართული, კერძოდ, მთის ტრადიციების უპატივისმცემლობაში დამდეს ბრალი, თანაც ჩემთვის საკმაოდ პატივსაცემმა ადამიანმა. მაინც, როგორც ვიცი ხოლმე, მინდა, ჩემი აზრი გითხრათ.

Continue reading “მსხვერპლშეწირვა – ცოდვა გამხელილი ჯობს…”