“მის საქართველო 2013” და ისევ ვიღუპებით


croარის! აღსრულდა ოცნება! მაგრამ მიზანს რამდენად მიაღწევენ, ოოოო…

ყველაზე კონკურს “მის საქართველოს” კონკურსანტების ფოტოები დაიდო.

და, აი, აქ აღმომხდა “ვააააავა”…

ბევრი რომ არ ვიქაქანო, მადამ კინწურაშვილის მისამართით ერთ კითხვას დავსვამ:

შე ქალო, ამდენი წელი ტვინს რომ ბურღავ, ასეთი და ისეთი წარმომადგენელი ვარო, ჩინეთში ძლივს ყიდი შენს მოდელებს და თითქმის ყველა კონკურსში არც ცოცხლებშია ჩვენი მონაწილე, არც – მკვდრებში, რაღას მეპოზიორები?

კითხვა დასრულდა.

ახლა მონაწილეებს გაჩვენებთ (ნუ, ვისაც ჯერ არ გინახავთ) და, აქვე, ჩემს რეაქცია–ემოციასაც ლაკონურად გადმოვცემ: Continue reading ““მის საქართველო 2013” და ისევ ვიღუპებით”

Advertisements

წინასაახალწლო მზადება “ბლონდების” სავანეში


fp-treeდარწმუნებული ვარ, წლის ეს დრო თითოეული თქვენგანისთვის ძალიან სასიამოვნოა – ახალი წელს ველოდებით! 😉

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩემთვის წინასაახალწლოდ მზადების პროცესს აქვს, სულ სადღესასწაულო განწყობაზე ვარ და იშვიათად, რამემ ხასიათი გამიფუჭოს.

ახალი წლის მოლოდინთან ერთად, კიდევ ერთი მიზეზი მაქვს – 1 იანვარს დაბადების დღესაც აღვნიშნავ. თუმცა, ახალი წელი მაინც პირველ ადგილზე რჩება, რადგან, როგორც სულ ვხუმრობ, მოსული სტუმრები იღლიაში “ბამბანერკაამოჩრილები” მოდიან ტექსტით: “ახალ წელს გილოცაააავ! უი, მიო, შენ დღეს დაბადების დღეც გაქვს, ხოო?” Continue reading “წინასაახალწლო მზადება “ბლონდების” სავანეში”

“მინი კუპერების” ქართული ისტორია


get_imgდარწმუნებული ვარ, ახალი ამბავი ყველამ გაიგეთ… 😉

აი, რა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონში პატრულის ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკი განაახლა და „შკოდას“ მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანა დაამატა. ბათუმის ქუჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ბათუმის საპატრულო პოლიციას “მინი კუპერის” სახით 7 ერთეული ახალი საპატრულო ავტომანქანა გადაეცა.

ავტოპარკი ელექტროტრანსპორტითაც განახლდა და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი“დაემატა.

აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ, რიგით სიახლედ დარჩებოდა, რომ არა ჯერ BMW-ს მარკის ერთ ავტომობილზე, შემდეგ კი ზემოთ ნახსენებ „მინი კუპერებთან“ დაკავშირებით „ფეისბუქ“ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი. Continue reading ““მინი კუპერების” ქართული ისტორია”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: