ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი


60217_162163070467225_5783066_n“მე ქეთი ზაზანაშვილი ვარ, 26 წლის.

ბავშვობიდან საზღვარგარეთ ვიზრდებოდი და თბილისსში დავბრუნდი მხოლოდ 13 წლის ასაკში.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ახლა ძალიან მრავალფეროვანია. ისე, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში 2 პარალელური გზა მიდიოდა: აკადემიური და ხელოვნების.

რაც შეეხება ხელოვნებას… ცეკვა დავიწყე არც თუ ისე ადრინდელ ასაკში, უკვე 16 წლის ვიყავი, მაგრამ სწრაფად ავითვისე ხელოვნების ეს სახეობა. 18 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იქნებოდა. Continue reading “ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი”

ყველას თქვენს 8 მარტს გილოცავთ ❤⚛


ბებოგილოცავთ 8 მარტს, ქალბატონებო! ⚛

ქალური ბედნიერების არსი მაინც ვერ ამოხსნეს, რადგან თითოეულს ჩვენი გვაქვს, ამიტომ, ყველას ისეთ 8 მარტს გილოცავთ, როგორიც გაქვთ, როგორიც გახარებთ და ბედნიერებას განიჭებთ! ❤ Continue reading “ყველას თქვენს 8 მარტს გილოცავთ ❤⚛”

გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში


72798_363030227130925_1498795291_nდღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში“ გამართა. აღნიშნული გამოფენა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

გამოფენაზე ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო წარმოადგინეს. მასალა იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს ასახავს და ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტიურად იყვნენ  ჩართულები ქალები იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ასევე, გამოფენაზე ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება, შემდგომი დაპირისპირება და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები იყო ასახული. Continue reading “გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში”

ნამცხვარი “ბლონდებისთვის” გიორგი ბარნაძისგან ❤


3დავბრუნდი გემრიელობებით ^_^

ვისთვისაც დროის სიმცირის გამო სამზარეულოში შეხედვა ჩემსავით პრობლემას წარმოადგენს,  ნამცხვრის ერთი ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გიორგი ბარნაძემ ექსკლუზიურად ქერებს გვაჩუქა. 🙂

დავიწყოთ:

ვიმარაგებთ:

კვერცხი – 3 ცალი

შაქარი – 4 ჩაის ჭიქა

მაწონი – 500 გრამი

მარგარინი – 1 შეკვრა (150-200 გრამი)

სოდა და ვანილი უკვე თქვენს გემოვნებას მივანდოთ 😉 Continue reading “ნამცხვარი “ბლონდებისთვის” გიორგი ბარნაძისგან ❤”