გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში


72798_363030227130925_1498795291_nდღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში“ გამართა. აღნიშნული გამოფენა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

გამოფენაზე ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო წარმოადგინეს. მასალა იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს ასახავს და ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტიურად იყვნენ  ჩართულები ქალები იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ასევე, გამოფენაზე ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება, შემდგომი დაპირისპირება და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები იყო ასახული.

გამოფენის გახსნას ის ცნობილი სახეებიც დაესწრნენ, რომლებიც იმ პერიოდში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ნაზი გაბაიძის ფოტოებზეც არიან აღბეჭდილები.

დასრულების შემდეგ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

ფოტოგამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13 მარტამდე გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალია.

ხვალ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გელით: კვლავაც ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ინტერაქტიული გამოფენა „ძალადობის ინტერიერი“ გაიმართება, რომელსაც  მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი უმასპინძლებს და 24:00 სთ-ზე დაიწყება.

ჩემთვის კიდევ უფრო სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ გამოფენაზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე ქართველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ფოტოგრაფების მიერ შექმნილ სტატიებს, პოსტებსა და ფოტოებს  გააცოცხლებენ.

ნამუშევრების ავტორები ის ჟურნალისტები და ბლოგერები არიან, რომლებიც ქალთა უფლებების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. ეს მასალები კი მათ სპეციალურად 8 მარტის გამოფენისთვის მოამზადეს.

წარმოდგენაში მონაწილეობას მსახიობები – ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ქეთი კანტიძე, ვარლამ კორშია და სხვები მიიღებენ. ინტერაქტიული გამოფენის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, კომპოზიტორი – ეკა მაჭავარიანი, ინსტალაციის ავტორები კი – სოფო გასვიანი და დავით დოლიძე არიან.

ინტერაქტიული გამოფენა „ძალადობის ინტერიერი“ გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ტარდება. გენდერული თანასწორობის კვირეული 2014, რომელიც  ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ეძღვნება, 4 მარტს დაიწყო და 14 მარტის ჩათვლის გაგრძელდება.

ცნობისთვის, ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში იმართება, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით ხორციელდება.

ჩემი მხრიდან კი, ვისთვისაც 8 მარტი მნიშვნელოვანია, გილოცავთ! ⚛

კვლავ სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: