ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერზე ჯერ არ მითქვამს…


speak-without-words1 წელი გავიდა, რაც სიახლის გემო გავიგეთ…

1 წელი გავიდა, რაც იმავე გემოსთან შეგუება სხვებსაც მოუხდათ…

აი, იმ „სხვებს“, ვისი მიზეზითაც საკუთარ თავებში ჩახედვა თვითონაც მოგვიხდა…

მოკლედ, 1 წელი ვიყავი ჩემთვის, ხმა არ ამომიღია და ახლა გადავწყვიტე, ის ერთი დღე „გაჩუქოთ“, რომელიც, როგორც ვამბობთ ხოლმე, განგებამ „ჩემს პირველ ოქტომბრად“ აქცია. 🙂

უმრავლესობამ იცით, რომ ჩემმა წინაპარმა ბინა კასპში დაიდო, მეც ოფიციალურად რეგისტრირებული დღემდე იქ ვარ და საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაც იქვე მიხდება. 2012 წლის 1 ოქტომბერს ამავე მიზეზით ქ.კასპის N2 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანს ჯერ კიდევ მის გახსნამდე, 07:30 სთ-ზე მივადექი.

იქვე ახლობლები შემხვდნენ, რაც გასაკვირი სულ არაა, კასპში თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. დაველოდე და 8 საათი არ იყო, უბანზე უპრობლემოდ რომ შემიშვეს. არ ვიცი, რატომ. თვალი გადავავლე და სიტუაცია ასეთი იყო: აღნიშნული სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კომისიას უძღვებოდა, მოადგილე კი კასპის კულტურის სახლის ყოფილი დირექტორი და ქალაქის კოლორიტი ბელა კობიაშვილი გახლდათ. კომისიის წევრთა უმრავლესობას პედაგოგები, ასევე, თბილისიდან ჩასული „კომისიანტები“ და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები წარმოადგენდნენ.

08:00-ზე ვერ, მაგრამ 08:40-ზე პირველი ამომრჩეველი მას შემდეგ მოიკითხეს, რაც დაკარგული ლუქები ვერ იპოვეს და, შესაბამისი ოქმის სასფუძველზე, საარჩევნო ყუთი დემონსტრაციულად სამარილესავით სკოლის დერეფნის შუაგულში ჩადგეს. ყუთს ძალიან სანდომიანი ქალბატონი მაკა მეთვალყურეობდა, რომლის მოთმინებამ უზომოდ გამაკვირვა, ყურადღება არ მოუდუნებია…

მოკლედ, როგორც იქნა, საარჩევნო ყუთში საკონტროლო კონვერტი ჩააგდეს, ყურადღება მომაქციეს, ისიც მას შემდეგ, რაც ოლია მახარაძემ ამომრჩეველთა შემოშვების „ბრძანება“ გასცა. მე ვარ მეთქი, მოვახსენე. იქვე, მიცნეს, იჭვნეულად ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, ყალბადაც გამიღიმეს და პროცედურა დავიწყეთ. კაბინიდან გამოსულს ისეთი სახეებით მიყურებდნენ, თითქოს, “განძის კუნძული” სტივენსონმა კი არა, მე დავწერე და ნამდვილი ამბავი იყო. Continue reading “ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერზე ჯერ არ მითქვამს…”

Advertisements

SOS!


childrenპირველ რიგში, იმით უნდა დავიწყო, რაც გუშინ დამემართა…

“ფეისბუქზე” ერთი ახალშობილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მამაც იუწყებოდა, რომ მის შვილს დახმარება სჭირდება და ამავეს ითხოვდა. ინფორმაცია ბლოგზე განვათავსე და გაზიარების თხოვნით მეგობრებსაც გადავუგზავნე.

ინტერნეტ ბანკინგი თანხის გადასარიცხად ჯერ გამოყენებული არ მქონდა, რომ გამოსვლა მომიხდა. ჯერ ერთმა მეგობარმა, აი, ეს ტექსტი მომწერა:  Continue reading “SOS!”

Zumba Open Air-ის “ნათლობა” თბილისში ;)


IMG_9337 (533x800)Zumba forever!

And ever!

And ever!

აი, ასე! 🙂

მოკლედ, Zumba Open Air-დან მოვედი და ემოციისგან ისეთი დატვირთული ვარ, სად წავიღო, არ ვიცი.

ჰოდა, თქვენ გეტყვით. 😉

ე.ი. როგორც ბოლო პოსტში უკვე გითხარით, დღეს რიყის პარკში La Belle Zumba Open Air-ს გეგმავდა და წავედი.

საზოგადოება იკრიბებოდა, მეც კადრების ასახვით ვიყავი დაკავებული და ანაზდად ჯერ ერთი მაყრიონი ჩამოგვადგა სცენაზე, ნეფე-პატარძალი კარგადაც გაერთო და ამასობაში ამფითეატრიც გაივსო. ახალდაქორწინებულ წყვილს კი La Belle-სგან საკმაოდ სოლიდური საჩუქარიც ერგო. 😉

Continue reading “Zumba Open Air-ის “ნათლობა” თბილისში ;)”

ქერები Zumba Open Airs-ს ესწრებიან! ;)


DSC_0204 - Copyალიონა სინიოვა – მიოს ბლოგის კიდევ ერთი რჩეული წარმატებული ქერათმიანი, ამჟამად კი სილამაზის ცენტრ La Belle-ს PR მენეჯერი.

მოკლედ, მიოს ბლოგის ამჟამინდელი რჩეული როცა გავიცანი, ჯერ კიდევ ბუნებრივი, მუქი ქერა თმა ჰქონდა, თუმცა, როგორც თვითონ მითხრა, დაუდგა ეტაპი, როცა რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდა და კიდევ უფრო გაქერავდა. ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა, მე ძალიან მომწონს. ^_^

ალიონამ სდასუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სულ ახლახან, 2013 წელში დაამთავრა, თუმცა მისი პიარით დაინტერესება არც ისე ახლო წარსულში მოხდა.

გასაკვირი არაა, ხდება ხოლმე, როცა საკუთარ თავს საყვარელ საქმეში იმაზე გვიან იპოვი, ვიდრე ჯერ კიდევ აბიტურიენტი უნივერსიტეტში ფაკულტეტსა და სპეციალობას ირჩევ.

ალიონა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში ბათუმის, თბილისის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიის არაერთგზის ჩემპიონია და სულ არ გამკვირვებია, რომ სწორედ იმ ცენტრის PR მენეჯერია, რომელზეც ზემოთ გითხარით.

იცით რატომ? 😉

La Belle ერთადერთი ცენტრია, რომელმაც საქართველოში “ზუმბას” ასეთი ფორმით შემოტანა გადაწყვიტა და დამიჯერეთ, დიდი წარმატებითაც გამოსდის! Continue reading “ქერები Zumba Open Airs-ს ესწრებიან! ;)”

ნინიკემოს ორიგამი – ეს უნდა ნახოთ!


907330_687685417909298_129373413_nერთ ძალიან საინტერესო და ნიჭიერ ადამიანზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც თავისი შესაძლებლობებით ძალიან მომხიბლა.;)

ნინიკემო, იგივე ნინი ჯოხაძე საქართველოში ერთადერთია, ვინც ორიგამის ხელოვნებას მიჰყვება და საკუთარ დროს ოჯახთან ერთად მთლიანად ამ საქმიანობას ახმარს.

ცნობისთვის:

ორიგამი ქაღალდისგან ფიგურების ან სხვა საგნების შექმნის ტრადიციული იაპონური ხელოვნებაა.

მისი მიზანია, შეიქმნას წარმოდგენა საგნის გეომეტრიული ნაკეცების, წებოსა და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით. ორიგამიში ცოტა ნაკეცი გამოიყენება, მაგრამ მათი გაერთიანება ბევრი გზით შეიძლება, რათა მიიღო ქაღალდის ისეთი არაჩვეულებრივი დიზაინი, რომელსაც ნინიკემო ქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ფორმა იაპონური “რუხი წეროს” ფორმაა.

Continue reading “ნინიკემოს ორიგამი – ეს უნდა ნახოთ!”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: