ირა ჭელიძე – ცუკერბერგის საჩუქარი


irahkaრამდენჯერ და რა კუთხით არ მიფიქრია იმაზე, სოციალური ქსელები რომ არა, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, აღარც მახსოვს.

რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენჯერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ facebook.com არსებობას წყვეტდა, თუმცა, არ ვიცი, სხვაგან როგორ, მაგრამ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ჩემს „ნიუს ფიდში“ როგორც ჩანდა, ძირითადად, შიშნარევი მოლოდინი სუფევდა.

ვერ დავითვლი, რამდენი ადამიანი გავიცანი, რამდენი დავბლოკე, რამდენიც უბრალოდ მეგობრებიდან ამოვშალე, ან თვითონ მოიქცა ასე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამეგობრო წრე ერთი დარჩა. ძალიან რთულია, მონიტორს მიღმა ადამიანი ამოიცნო, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში თვითგამოხატვის, თუ თვითდამკვიდრების მიზნით, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად დასაყრდენად სწორედ „ფეისბუქი“ იქცა.

სოციალური ქსელების პლუს-მინუსებზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ მის ერთ-ერთ დიდ პლუსზე – კარგი მეგობრების შეძენის შესაძლებლობაზე – მინდა, გითხრათ. Continue reading

ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤


10325180_318648901624744_26455962758029840_nდიდი ხნის განმავლობაში რომ გესმის, მისვლა გინდა, აპირებ და დროის უქონლობის გამო მხოლოდ ავლა–ჩავლით შემოიფარგლები, მეც ისე მჭირდა. მაგრამ ნამდვილად გამიმართლა, როდესაც ჩემმა კარგმა მეგობარმა ჩვენს საქმეზე სასაუბროდ და “ჩასაჯდომად” სწორედ “ყველის სახლი” შემომთავაზა.

ეს, როგორც ვამბობთ ხოლმე, სწორედ “იმ” ანა ჩიკვაიძის მიერ შექმნილი კიდევ ერთ სამოთხეა, რომელიც გურმანებისა და ტრადიციის მოყვარულთათვის აწ უკვე არაერთხელ შეუქმნია.

რა ვიცით? ყველი ვიცით ჩვენ დიდუბის, ე.წ. “დეზერტირების”, საბურთალოს, ნავთლუღის და ა.შ. ბაზრებზე ნაყიდი “იმერული”, “გუდა”, “ჭყინტი”, ‘მარილიანი” და “უმარილო” – ეს სტანდარტულად…

წარმომავლობიდან გამომდინარე, ცოტა მეტი მეც ვიცი და ვფიქრობ, სტანდარტულის მიღმა თქვენც გეცოდინებათ, მაგრამ ყველის კულტი, როგორც ასეთი, მხოლოდ ანა ჩიკვაიძემ შეძლო, ფაქტად ექცია.

ქალბატონმა ანამ სრულიად უშუალოდ, შინაურულად, საყვარლად, დიასახლისურად პირადად გაგვასინჯა ყველის ასორტი, რომელიც დასაწყისში ასე გამოიყურებოდა:  Continue reading

ერთი საოცარი სახლის ამბები


1“ბლონდებს” მხედრული სალამი ჩემგან! ❤

გადმოცემით ნათქვამს რომ არ დასჯერდები, ისე დაადებ თავს ღლონტის ღორივით და გაქანდები, მეგობრის რჩევით “თმის სახლში” ისე წავედი. Continue reading

ქერათმიანები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ! ;)


არადაგიბრუნდით ❤

ბოლო დროს ჩემ გარშემო იმდენი რამ ხდება, ერთ-ერთსა და განსაკუთრებულზე რომ არ გითხრათ, თავს ვერ ვაპატიებ. ^_^

მოკლედ, სადაც მივდივარ, მათ შორის, ტაქსიში, უკვე ყველა კურსშია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სლოგანით “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება” კამპანია არა ბიონარკოტიკს დაიწყო.

გუშინ, 16 მაისს სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში რუსთავის ავტოდრომზე MIA Force-ს მრბოლელები დათა ქაჯაია, კონსტანტინე კოლიაშვილი და  ირაკლი ჩხეიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და რაღაც სასწაული მოვლენა გამოვიდა.

კამპანიას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძეც შეუერთდა და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ულამაზესი სანახაობა გვაჩვენეს.

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ! ❤ Continue reading

ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი


60217_162163070467225_5783066_n“მე ქეთი ზაზანაშვილი ვარ, 26 წლის.

ბავშვობიდან საზღვარგარეთ ვიზრდებოდი და თბილისსში დავბრუნდი მხოლოდ 13 წლის ასაკში.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ახლა ძალიან მრავალფეროვანია. ისე, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში 2 პარალელური გზა მიდიოდა: აკადემიური და ხელოვნების.

რაც შეეხება ხელოვნებას… ცეკვა დავიწყე არც თუ ისე ადრინდელ ასაკში, უკვე 16 წლის ვიყავი, მაგრამ სწრაფად ავითვისე ხელოვნების ეს სახეობა. 18 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იქნებოდა. Continue reading

საახალწლო ტკბილეული თიკა ლუკასისგან ❤ (ექსკლუზივი)


1466136_10202511525171329_782665486_nნაძვის ხე ნაწილობრივ მოვრთეთ და ამავე თემაზე გავაგრძელოთ. 😉

ჩვენმა მეგობარმა, ბუნებრივად “ბლონდმა” თიკა ლუკასმა ბრიტანეთიდან მიოს ბლოგს ძალიან გემრიელი რეცეპტი გამოუგზავნა, რომელსაც ახალ წელს, ტრადიციის თანახმად, თვითონვე ამზადებს.

თანაც, გარდა იმისა, რომ ტკბილეულის მზადება მისი საყვარელი საქმიანობაა, თიკას განსაკუთრებული მიზეზი აქვს: ტყუპი გოგონების ძალიან, ძალიან საყვარელი დედიკოა. ❤

ისე რომ, თიკა თავის პატარა ბრილიანტებთან ერთად საახალწლოდ უკვე განსაკუთრებულად ემზადება, ტკბილეულსაც დიდი მონდომებით ამზადებს და თავისი ექსლუზიური რეცეპტით ჩვენც დაგვასაჩუქრა.

Continue reading

ქერები Zumba Open Airs-ს ესწრებიან! ;)


DSC_0204 - Copyალიონა სინიოვა – მიოს ბლოგის კიდევ ერთი რჩეული წარმატებული ქერათმიანი, ამჟამად კი სილამაზის ცენტრ La Belle-ს PR მენეჯერი.

მოკლედ, მიოს ბლოგის ამჟამინდელი რჩეული როცა გავიცანი, ჯერ კიდევ ბუნებრივი, მუქი ქერა თმა ჰქონდა, თუმცა, როგორც თვითონ მითხრა, დაუდგა ეტაპი, როცა რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდა და კიდევ უფრო გაქერავდა. ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა, მე ძალიან მომწონს. ^_^

ალიონამ სდასუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სულ ახლახან, 2013 წელში დაამთავრა, თუმცა მისი პიარით დაინტერესება არც ისე ახლო წარსულში მოხდა.

გასაკვირი არაა, ხდება ხოლმე, როცა საკუთარ თავს საყვარელ საქმეში იმაზე გვიან იპოვი, ვიდრე ჯერ კიდევ აბიტურიენტი უნივერსიტეტში ფაკულტეტსა და სპეციალობას ირჩევ.

ალიონა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში ბათუმის, თბილისის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიის არაერთგზის ჩემპიონია და სულ არ გამკვირვებია, რომ სწორედ იმ ცენტრის PR მენეჯერია, რომელზეც ზემოთ გითხარით.

იცით რატომ? 😉

La Belle ერთადერთი ცენტრია, რომელმაც საქართველოში “ზუმბას” ასეთი ფორმით შემოტანა გადაწყვიტა და დამიჯერეთ, დიდი წარმატებითაც გამოსდის! Continue reading