სიყვარულით მიოსგან ❤


Knitted-Bow-Headband-knitted-headband-Oversized-Bow-Headband-Cute-and-Cosy-Ear-Warmer-in-purple-granny-grey-lilac-lavender-mixარ დამარტყათ, ისე გეტყვით, რატომ დავიკარგე 😀

ახლა გამარჯობა ^_^

დიდი ხნის განმავლობაში დროის უქონლობის გამო საშველი ვერ დავაყენე და ახლა გადავწყვიტე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობით აქტიურად დავკავებულიყავი.

მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ, ხელნაკეთი ნივთების გვერდი უნდა გაჩვენოთ და დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, მოგწონთ თუ – არა. 😉

აუცილებლად შემომიარეთ.  Continue reading

ნამდვილი „ბოჰემა“


1481130_563703473717713_484957434_nმოვედი ^_^

სუუულ ცოტა დაგვიანებით (სულ რაღაც ერთი დღის), მაგრამ მაინც ერთი სასიამოვნო შემთხვევის შესახებ უნდა გითხრათ: საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის „არქიტექტურული პრემია 2013-ს“ ნომინაცია „საზოგადოებრივ ინტერიერში“ რესტორანი „ბოჰემა“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა!  Continue reading

საახალწლო ტკბილეული თიკა ლუკასისგან ❤ (ექსკლუზივი)


1466136_10202511525171329_782665486_nნაძვის ხე ნაწილობრივ მოვრთეთ და ამავე თემაზე გავაგრძელოთ. 😉

ჩვენმა მეგობარმა, ბუნებრივად “ბლონდმა” თიკა ლუკასმა ბრიტანეთიდან მიოს ბლოგს ძალიან გემრიელი რეცეპტი გამოუგზავნა, რომელსაც ახალ წელს, ტრადიციის თანახმად, თვითონვე ამზადებს.

თანაც, გარდა იმისა, რომ ტკბილეულის მზადება მისი საყვარელი საქმიანობაა, თიკას განსაკუთრებული მიზეზი აქვს: ტყუპი გოგონების ძალიან, ძალიან საყვარელი დედიკოა. ❤

ისე რომ, თიკა თავის პატარა ბრილიანტებთან ერთად საახალწლოდ უკვე განსაკუთრებულად ემზადება, ტკბილეულსაც დიდი მონდომებით ამზადებს და თავისი ექსლუზიური რეცეპტით ჩვენც დაგვასაჩუქრა.

Continue reading

წინასაახალწლო მზადება “ბლონდების” სავანეში


fp-treeდარწმუნებული ვარ, წლის ეს დრო თითოეული თქვენგანისთვის ძალიან სასიამოვნოა – ახალი წელს ველოდებით! 😉

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩემთვის წინასაახალწლოდ მზადების პროცესს აქვს, სულ სადღესასწაულო განწყობაზე ვარ და იშვიათად, რამემ ხასიათი გამიფუჭოს.

ახალი წლის მოლოდინთან ერთად, კიდევ ერთი მიზეზი მაქვს – 1 იანვარს დაბადების დღესაც აღვნიშნავ. თუმცა, ახალი წელი მაინც პირველ ადგილზე რჩება, რადგან, როგორც სულ ვხუმრობ, მოსული სტუმრები იღლიაში “ბამბანერკაამოჩრილები” მოდიან ტექსტით: “ახალ წელს გილოცაააავ! უი, მიო, შენ დღეს დაბადების დღეც გაქვს, ხოო?” Continue reading