“მინი კუპერების” ქართული ისტორია


get_imgდარწმუნებული ვარ, ახალი ამბავი ყველამ გაიგეთ… 😉

აი, რა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონში პატრულის ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკი განაახლა და „შკოდას“ მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანა დაამატა. ბათუმის ქუჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ბათუმის საპატრულო პოლიციას “მინი კუპერის” სახით 7 ერთეული ახალი საპატრულო ავტომანქანა გადაეცა.

ავტოპარკი ელექტროტრანსპორტითაც განახლდა და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი“დაემატა.

აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ, რიგით სიახლედ დარჩებოდა, რომ არა ჯერ BMW-ს მარკის ერთ ავტომობილზე, შემდეგ კი ზემოთ ნახსენებ „მინი კუპერებთან“ დაკავშირებით „ფეისბუქ“ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი. Continue reading ““მინი კუპერების” ქართული ისტორია”