ადამევიანნი ქართულად, ანუ გიმხელთ პირად გამოცდილებას ;)


Imageძალიან ვეცადე, ეჭვიანობის შესახებ თემის წერისას ოტელოსა და დეზდემონას თემისთვის გვერდი ამევლო, თუმცა აბრეშუმის ცხვირსახოცის კონცეფცია 21-ე საუკუნეშიც კი ისეთი აქტუალურია, არაფერი გამოვიდა.

პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა, თუკი თანამედროვე რეალობასა და შექსპირის ეპოქას შევადარებთ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მთავარი – მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის საწყისები და დაბოლოებები – კვლავ თავის ადგილას დარჩა.

რომ არა ჩემი მწარე გამოცდილება, ალბათ, სხვის მაგალითზე არ მოგიყვებოდით, მაგრამ ახლა, როცა ჩემს თავს წარსულის ყველა ქარიშხალი ჩავლილია, მოგახსენებთ… Continue reading “ადამევიანნი ქართულად, ანუ გიმხელთ პირად გამოცდილებას ;)”

Advertisements

ევროპა, ჩეი@ვი ისთევლე? :/


Imageკიდევ უფრო დამძიმდა ემოციურად დღევანდელი დღე…

რას და, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ან ევროპამ შეიცვალა გემოვნება, ან რამე სხვაშია საქმე.
ძალიან ვწუხვარ, რომ სოფოს და ნოდიკოს არ გაუმართლათ, რადგან რაც 2013 წლის ევროვიზიის რეპერტუარს გავეცანი, იმდენად კარგები იყვნენ, მათი ალტერნატივა გულწრფელად ვერ დავინახე.
სამწუხარო აღმოჩნდა ჩვენთვის ის, რომ ამ კონკურსზე სიმღერა ფასდება და არა – ხმა, თორემ ბოლო დროს რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ სოფოსა და ნოდიკოს ცალ-ცალკე არაჩეულებრივი ვოკალი აქვთ, თუმცა ეს ორი ინდივიდუალური ხმა ერთად ასე ჰარმონიულად თუ იჟღერებდა, ვერ წარმოვიდგენდი… Continue reading “ევროპა, ჩეი@ვი ისთევლე? :/”

გამხელთ!


Imageარა და არა ძალადობას!

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით იმდენი ითქვა და დაიწერა, სანამ ერთანეთს დავჭამდეთ, ჩემი აზრი მინდა, გითხრათ.
იქიდან დავიწყოთ, რა და რატომ მოხდა:
ლგბტ-მ და მათმა მხარდამჭერებმა აქცია დააანონსეს, თავის დაზღვევისა და დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც წინასწარ ოფიციალურად მიმართეს და სისრულეში მოყვანაც სცადეს.ამავე დროს, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მიერ აღნიშნული ფაქტის მიმართ საპროტესტო აქციაც დაანონსდა.
 რადგან ყველამ ყველაფერი უკვე ისედაც კარგად ვიცით, პირდაპირ საქმეზე გადავალ…

აიღეთ და ბარემ “კინტოურიც” ჩაურთეთ, ლგბტ ხალხია ბოლოსდაბოლოს!


Imageგამარჯობა, ქერათმიანების ბლოგის მეგობრებო 🙂

არ იფიქროთ, დამავიწყდით, უბრალოდ გადატვირთული გრაფიკი არ მაძლევს თქვენთან ხშირად შეხვედრის საშუალებას.
 
სრულიად სოციალური ქსელებისა და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდება ხვალინდელ დღეს – 17 მაისს  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ (აიდაჰო), რომელიც  ევროპის პარლამენტის, აგრეთვე ბელგიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და სხვა ქვეყნების მიერაა ოფიციალურადა  აღიარებული. Continue reading “აიღეთ და ბარემ “კინტოურიც” ჩაურთეთ, ლგბტ ხალხია ბოლოსდაბოლოს!”

როგორ დაინგრა „ახალი ქართველი მორწმუნის“ მითი


Imageკიდევ ერთხელ გილოცავთ უფლის აღდგომას და აქვე გიორგობას :)))

არაჩვეულებრივი განწყობით დაგიბრუნდით და ვერ მოვითმინე, ეს ყველაფერი თქვენთვისაც არ გამეზიარებინა.

მოკლედ, ამბავი რაშია: აღდგომას ბოლნისის ეპარქიის ქეთევან დედოფლის სახელობის ცურტავის დედათა მონასტერში დავესწარი. არ დავმალავ და ბოლო დროს „ახალი ქართული მორწმუნის“ ტიპაჟის ჩამოყალიბებამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა. მოდის გამო ტაძრების გავსებამ, დიეტის მიზნით მარხვის, ტაძარში ადგილების დაკავების და ბევრმა სხვა თემამ ისე შეცვალა ჩემი დამოკიდებულება, რომ წირვებზე სიარულს თავი დავანებე…  Continue reading “როგორ დაინგრა „ახალი ქართველი მორწმუნის“ მითი”

რატომ არ უნდა იაროთ ტაძარში “ტაბურეტით”


Imageქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა!
უფლის აღდგომას გილოცავთ!
აქვე ერთ საჭირბოროტო ამბავს მინდა, შევეხო (ჩემთან ხომ სხვანაირად არ გამოვა :)), რასაც ტაძარში ყოველი შესვლისას ვაწყდები.
 
დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში შესულებს თქვენც შეგხვედრიან ადამიანები,  რომლებიც ღვთის სახლში ქცევის ელემენტარულ ნორმას ვერ იცავენ, იქნებ გაუღიზიანებიხართ კიდეც მათ ქცევას. პირადად ჩემზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ის ფაქტი, როდესაც ლოცვის დროს ადამიანები ტაძარში აქეთ-იქით დადიან, სანთელი უკაცრავად და ქოლგასავით უჭირავთ და, ყველა სიკეთესთან ერთად, იმდენს და ისეთ ტონალობაში საუბრობენ, ლოცვის მოსმენა უბრალოდ შეუძლებელი ხდება. თუ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, 
ასეთი ადამიანები სხვა რომ არაფერი, მლოცველებს აბრკოლებენ. Continue reading “რატომ არ უნდა იაროთ ტაძარში “ტაბურეტით””

მხოლოდ საქართველოში: PR = პატრიარქს


Image„ხალხო, ნუ გამაგიჟეთ მართლა!

 
“ფეისბუქზე” “ღმერთო დაიფარე”, “გადაარჩინე” და პირდაპირი მიმართვა რა უბედურებაა, ლოცვა თუ გინდათ, თქვენთვის ემუსაიფეთ ღმერთს, მე რას მერჩით?
მერამდენედ უკვე, ხომ ხედავთ, არ ვაზიარებ?
 
ნახევარი საქართველოს დასანახად რომ არ დავვარდე ქადაგად, ისე ვერ ვილოცებ? კააარგი, რაააა!..
 
“ლაიქ” და “შეარ” გიშველით თქვენ? მეტი არაა ჩემი მტერი! ან მკითხეთ მაინც, თუ თხოვნის ფორმას არ აძლევთ ტექსტს, მითითება და კატეგორიული ტონი სახარების ნაწილია, უკაცრავად?
 
ისე, სახარება, ხომ იცით, რაცაა?.. 🙂
 
რწმენა ის არაა, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შინაარსის წერილი გზავნო და ფოტოები აზიარო, რწმენა ისაა, ამ მატრაბაზობის გარეშე  საკუთარ თავთან და სწორედ იმ ღმერთთან, დღეში 2000000000-ჯერ რომ ატრიალებთ საქვეყნოდ, მართალი რომ ხარ… რასაც ამ სისულელეებში დროს ხარჯავთ, ერთი დაუჯდომელი წაიკითხეთ გულით და თქვენც დაისვენებთ, მეც დამასვენებთ და ღმერთსაც!..” Continue reading “მხოლოდ საქართველოში: PR = პატრიარქს”

პირადი რჩევა მადამ კიწმარიშვილს


მიმდინარე წლის 15 მარტს საინფორმაციო პორტალმა Ambebi.ge-მ სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შპს “იმიჯ ცენტრის” ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა 2012 წელს კონკურს “მის საქართველოს” ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სახელმწიფოსგან 200 000 ლარი მიიღო.

რამდენადაც აღნიშნული თემა მნიშვნელობას არ კარგავს და უპასუხო კითხვებიც კვლავ დარჩენილია, გადავწყვიტე, მადამ ია კიწმარიშვილს საკითხის გადაჭრაში დავეხმარო, თორემ პიარის და სარეკლამო მიმართულებაში აშკარად ისევე მოიკოჭლებენ, როგორც მათ მიერ საკონკურსოდ შერჩეული გოგონების უმრავლესობა…
 
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კონკურსზე გამგზავრების წინ “ყველა სიახლესთან” ინტერვიუში 2012 წლის ქართველმა “მისმა” თამთა შედანიამ განაცხადა, რომ “მის მსოფლიოს” კონკურსისთვის საკუთარ ჩაცმულობაზეც კი თვითონ იზრუნა… Continue reading “პირადი რჩევა მადამ კიწმარიშვილს”

რატომ შეიძლება, ცნობილმა სახემ მეგობრებიდან ამოგშალოს, ანუ “კარუზოს” საიდუმლოებანი :)


კაი გამარჯობა თქვენი! 🙂

ა, ბატონო, დაგპირდით და გისრულებთ თხოვნას – მამაკაცების ერთ-ერთ სისუსტეზე ვილაპარაკოთ.

მეტად თუ ნაკლებად ამ თემასთან შეხება ყველას და ყოველდღიურად გვაქვს, არც მე გამოვამზეურებდი ამ ყველაფერს ასეთი ფორმით, მაგრამ ერთმა შემთხვევამ და თქვენმა თხოვნამ მიბიძგა…

გასულ ზაფხულს, კერძოდ, 14 ივნისს, ერთ-ერთ ზომიერად ცნობილ მომღერალთან, რომლის ვოკალურ მონაცემებზეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ინტერვიუ ჩავწერე.

აღნიშნული სააგენტოს გვერდზე, სადაც მაშინ ვმუშაობდი, მეორე დღის ბოლოსთვის უნდა დადებულიყო.

მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია…

ინტერვიუს მსვლელობისას კითხვა ასეთი ფორმით დავსვი: “შენ, კლასიკასა და მოდერნს აერთიანებ, ხომ არ ფიქრობ, ბერასთან დუეტის ჩაწერაზე?”

საკმაოდ მოზომილი, თუმცა გასაგები შინაარსის პასუხი მივიღე, არ მიფიქრია, მაგრამ უარს არ ვიტყვიო.

ეეჰ, აფსუს ბერა!

მეორე დღეს ვებ-გვერდზე დადებამდე ინტერვიუ გადავუგზავნე, ნახე, რამის დამატება ხომ არ გინდა მეთქი… პატივი ვეცი, რა! 

რეკავს! Continue reading “რატომ შეიძლება, ცნობილმა სახემ მეგობრებიდან ამოგშალოს, ანუ “კარუზოს” საიდუმლოებანი :)”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: