რატომ გამათხოვეს…


გამარჯობა, ქერათმიანების სავანის მეგობრებო 🙂

თემაზე, რომელზეც მინდა, მოგიყვეთ, უკვე იმდენჯერ მიფიქრია, გამიანალიზებია და დასკვნებიც გამომიტანია, რომ ამაზე საფუძვლიანად დაფიქრება კიდევ ერთხელ თუ მომიწევდა, აღარ მეგონა.

shutterstock_35387104-crying-bride-200x300საქმე იმაშია, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ყურადღების ცენტრში ვარ და იმასაც მივეჩვიე, რომ მუდმივად განხილვის საგნად ვიქცევი ხოლმე, მაგრამ ერთ აზრთან შეგუება მაინც არ მინდა: რატომ აინტერესებს ადამიანთა ნაწილს ჩემი პირადი ცხოვრება…

არ მითხრათ, ჭეშმარიტება კამათში იბადება და ამიტომ საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოო, არ დაგიჯერებთ და ვერც დაგიჯერებთ. 🙂

ერთი მინუსი ყველას აქვს, მათ შორის, მეც – კასპიდან ვარ 🙂 ახლა შემეკამათებიან, რატომაა მინუსიო და აქვე გეტყვით: ყველა მინუსს აქვს საფუძველი.

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი თეონა დიდი გულდაწყვეტით მომიყვა, ერთმა საერთო ნაცნობმა „კეთილისმსურველმა“ პოტენციურ უფროსთან გასაუბრებამდე ტყუილის თქმით დასაქმებაში ხელი როგორ შეუშალა.

გამახსენდა და ისევ ხელახლა დავფიქრდი…                                 

18 წლის ასაკში შეყვარებული ვიყავი, დაოჯახებასაც ვაპირებდით და უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტიც იყო. ასევე, ლოგიკური იყო, მშობლებს ერთმანეთი გაეცნოთ. ერთ მშვენიერ დღესაც მის ოჯახს ჩემი მშობლების სურვილით რატომღაც კასპში ვუმასპინძლეთ.

კარგად მახსოვს, 27 ნოემბერი იყო, კვირა, მეორე დღეს ლექციაზე ადრე უნდა წავსულიყავი და ე.წ. არაფორმალურ ვითარებაში გაცნობითი საღამოს დასრულების შემდეგ თბილისში მისი ოჯახის წევრებთან ერთად დავბრუნდი.

როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი კასპური სამეზობლოსთვის მათ მანქანაში ჩემი ჩაჯდომა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ დასკვნა გამოეტანათ: მიო გათხოვდა. 🙂

და ეს იმ კასპში, სადაც არასდროს არავის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, კითხვის დასმა, მათ შორის უტაქტოდ, არ ერიდებათ.4b49de99ee50dbad0736e3f821caead3

გავიდა რამდენიმე თვე და ისე მოხდა, რომ მე იმ ადამიანს საკმარისი საფუძვლის არსებობის ნიადაგზე დავშორდი.

კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და დედაჩემს, როგორც იციან ხოლმე, ძალად კეთილისმსურველის სახით კითხვა დაუსვეს: შენი გოგო მეორეს არ აჩენს?

ერთი უკვე მყოლია, თურმე… 🙂

დედაჩემის რეაქციაზე არაფერს გეტყვით, ადვილი მისახვედრია. 😉

კიდევ მეტი დრო გავიდა და ერთ სრულიად უწყინარ დღეს, მაშინ, როდესაც სულ არ ველოდი, ჩემი თანამშრომლის თხოვნით, მისი ელექტრონული ფოსტიდან რაღაცას ვგზავნიდი, როცა კონტაქტების ჩამონათვალიდან ერთმა კასპელმა ნაცნობმა გოგონამ მომჭრა თვალი. ვკითხე, იცნობ მეთქი? გაიცინა… მე შენ არ გითხარი, რომ არ გენერვიულა, თორემ მაგან თვითონ მომძებნა და შენზე საკუთარი ინიციატივით მომიყვაო.

საიდან მეთქი? მოკლედ, საბოლოოდ ასე გამოვიდა: ჩემს კასპელ საერთო ნაცნობს ჩემი და ჩემი თანამშრომლის ერთობლივი ფოტოები „ფეისბუქის“ ჩემივე გვერდზე უნახავს, აუღია და პირდაპირ მის ელ.ფოსტაზე მიუწერია (როგორც ჩანს, „ფეისბუქს“ გვერდი ნაკლები პრივატულობის გამო აუარა :)).

და რა გამოვიდა: თურმე, მე გავთხოვილვარ, შვილი დედასთან დამიტოვებია და თვითონ თბილისში ვცხოვრობ…

pissedარადა, ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, რომ მე რომ მართლა გავთხოვილიყავი, კასპი იმაზე კი არ ილაპარაკებდა, გათხოვდაო, უპირველესად იმას განიხილავდა, რომ გავთხოვდი, რა მეცვა, რა მეკეთა, ქორწილში რომელი „წარჩინებული“ ოჯახი მყავდა დაპატიჟებული, ვის ცოლს რამდენი კგ ოქრო ეკიდა ზედ, სუფრაზე სათალი სჭარბობდა თუ “ასატრინა”, ქმრის ნათესავებიდან ვინ იყო წარმოდგენილი, რომელმა მათგანმა რა მისაჩუქრა და რომ მისაჩუქრა, რა ვითარებაში გადმომცა, რომ გადმომცა, სახეზე როგორი გამომეტყველება მქონდა და საერთოდ, რა ფერის თეთრეულში მეძინა…

არ გიცნობდეთ მაინც… 🙂

ეს ჩემს მეგობარ თეონას მოვუყევი და აღარ მინდა მუშაობა, ისედაც კარგად ვარ უკვეო, მითხრა. 🙂

რა მინდა, გითხრათ: დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ანალოგიურ მდგომარეობაში ბევრჯერ აღმოჩენილა, გაბრაზებულა, სწყენია, გული სტკენია და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაც უცდია.

მე არაფერი ვცადე. იცით, რატომ? არ მანაღვლებს და იმიტომ.take-a-smile

თქვენც ამავეს გირჩევთ: ნაკლები ნერვების შლის გარეშე გადაჭერით მსგავსი საკითხები, ასეთ ადამიანებს მაინც არაფერი გამოასწორებთ, ამაში დავრწმუნდი. აჰყვებით? თქვენ რა შეგრჩებათ?  ორგანიზმში ნაკლები ჯანმრთელი ნერვული უჯრედი, რომელიც ერთადერთია, რაც აღდგენას არ ექვემდებარება.

იყვნენ, ისუსუნონ თავისი ბოღმით, ასეთი უსუსური მეთოდებით სცადონ თავის დამკვიდრება, მე ვერაფერი დამაკლეს და ვერც თქვენ დაგაკლებენ რამეს.

თორემ არც მე ვიყავი შვილის მიმტოვებელი, როგორმე…

და თუ ვინმე დაიჯერებს, რომ იმის გაკეთება შეგიძლიათ, რაც ასეთი პატარა ადამიანების მიერ თქვენ შესახებ გაჟღერდება, დარწმუნებული იყავით, ის ადამიანიც დასაკარგავი ყოფილა! 😉

წარმატებებს გისურვებთ… 🙂

სიყვარულით მიო ❤

 

Advertisements

5 thoughts on “რატომ გამათხოვეს…

Add yours

  1. მეტიჩრები ტოოო, თავისი არ გააჩნიათ და იმიტომ

  2. გააუმარჯოს ქერებოო:))) ისეთი ნაცნობი სიტუაცია დაწერე რო გვერდის ავლა არ შემეძლო მიო… ე.ი დავიწყოთ იქედან რომ ავარიაში მოვხვდი ალბათ ორი კვირის უკან,ფეხი თაბაშირში მაქვს და გირებით ჩამოკიდული ვწევარ…… გუშინ ერთი ნათესავი მწერს ‘მარიამ როგორახარ? გუშინ დაგინახე რომელიღაცა კაფედან გამოდიოდი შენი ყოფილი შეყვარებულის ერთად ხოდა შერიგდით თუ ახალი იყო? ‘ (სადაც ჩემ ყოფილს უკვე ცოლი და შვილები ყავს,და ერთმანეთს აღარც კი ვიცნობთ) წარმოიდგინეთ ჯერ რა ინტრიგნული საუბარი იყო და რამოდენა ტყუილი… გამეცინა…ოგონდ ნერვიული გაცინება იყო ეს..:) აი არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა,უბრალოდ დღეს დავიბარე დედაჩემი გეპატიჯება და იქ გაგაგებინებთქო ჩემს ამბებს… აქ ამბები დარტრიალდეეეს,მტრისაას:))))

    1. წარმომიდგენია, მარი 🙂 შენ კარგად იყავი და არ აჰყვე 😉

      გმადლობ, რომ შემომიერთდი ❤

  3. ოიი რა ნაცნობი სიტუაციაა 🙂 მთავარია არ აყვე და დაწყნარდებიან ალბათ ოდესმე :დდ მასე მე 2ჯერ გამათხოვეს და როდესაც მართლა გავთხოვდი ჩემი ქმარი ჩემს საყვარლად გამოაცხადეს 😀 😀 😀 მერე უშვილო და ბერწ დედაკაცსაც მიწოდებდნენ რადგან 2წელი არ გავაჩინე ბავშვი აი მასეთ ხალხს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი https://www.youtube.com/watch?v=egmO6y9nXXs 😀 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: