ირა ჭელიძე – ცუკერბერგის საჩუქარი


irahkaრამდენჯერ და რა კუთხით არ მიფიქრია იმაზე, სოციალური ქსელები რომ არა, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, აღარც მახსოვს.

რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენჯერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ facebook.com არსებობას წყვეტდა, თუმცა, არ ვიცი, სხვაგან როგორ, მაგრამ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ჩემს „ნიუს ფიდში“ როგორც ჩანდა, ძირითადად, შიშნარევი მოლოდინი სუფევდა.

ვერ დავითვლი, რამდენი ადამიანი გავიცანი, რამდენი დავბლოკე, რამდენიც უბრალოდ მეგობრებიდან ამოვშალე, ან თვითონ მოიქცა ასე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამეგობრო წრე ერთი დარჩა. ძალიან რთულია, მონიტორს მიღმა ადამიანი ამოიცნო, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში თვითგამოხატვის, თუ თვითდამკვიდრების მიზნით, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად დასაყრდენად სწორედ „ფეისბუქი“ იქცა.

სოციალური ქსელების პლუს-მინუსებზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ მის ერთ-ერთ დიდ პლუსზე – კარგი მეგობრების შეძენის შესაძლებლობაზე – მინდა, გითხრათ. Continue reading “ირა ჭელიძე – ცუკერბერგის საჩუქარი”