“მთის საჩუქარი ბარს” – მთამ კვლავ ჩამოგვაკითხა :)


paataერთი კარგი ამბავი მაქვს: “მზიური” ხევსურულ საღამო “მთის საჩუქარი ბარს” უმასპინძლებს.

უფრო დეტალურად: 26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო “მთის საჩუქარი ბარს” გაიმართება.

ცალკე, კაცმა რომ გვკითხოს, ვგიჟდებით, ისე გვიყვარს “ყველაფერი ქართული”, მაგრამ ქართული მთა იმდენ ხანს ვალოდინეთ, ადგა და თავად ჩამოგვაკითხა. 🙂

საღამოც სწორედ ასეთი დევიზით იმართება: “თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!” Continue reading ““მთის საჩუქარი ბარს” – მთამ კვლავ ჩამოგვაკითხა :)”

Advertisements

ეკა კვალიაშვილი დაბერდა…


აი, მტყუანს? 😉
1010603_463290673764356_760537719_n

მათთვის, ვინც მსგავსი კითხვა დამისვა… 😛

მოკლედ, როგორც ბოლო პოსტში გაუწყებდით, 20 ივნისს ეკა კვალიაშვილის საღამო სახელწოდებით „ეკა და მეგობრები“ უნდა გამართულიყო. ასეც მოხდა და ავღანეთში ქართველი ბიჭების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ერთხელ უკვე გადადებული საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა.

იმავე პოსტიდან ისიც უკვე იცით, ამ მომღერალთან როგორი დამოკიდებულება მაქვს და ადვილი წამოსადგენია, როცა ეკასგან პირადი მიწვევა მივიღე, როგორ გამიხარდა! მოკლედ, ყველაფერი გადავდე და გავიქეცი.

არაჩვეულებრივი საზოგადოება დამხვდა, ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე დიდი ხანია, ისეთი სიხშირით აღარ გვინახავს, როგორც მიჩვეულები ვიყავით და როგორც გვენატრებოდა. Continue reading “ეკა კვალიაშვილი დაბერდა…”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: