ნამდვილი ოსური “ხაბიზგინა” – ჩემი საიდუმლო ;)


xebijentaeდავბრუნდი 😉

გემრიელობებზე უნდა გითხრათ. მოკლედ, ქალაქში არსებულ კაფეებსა თუ რესტორნებში თქვენც ჩემსავით თუ დაეძებთ „რამე ახალს“, დადიხართ, დადიხართ და მაინც ვერ აგნებთ, მოდი, მთა მივუშვათ მუჰამედთან და თავად შევიდეთ სამზარეულოში. 😉

Continue reading “ნამდვილი ოსური “ხაბიზგინა” – ჩემი საიდუმლო ;)”

Advertisements

ამბობენ, წერისას პირველი ფრაზის დაწერა ყველაზე რთულიაო. მეც გამიჭირდა, განსაკუთრებით ახლა, როცა წლების შემდეგ ისევ გადავწყვიტე წერა და თანაც საჯაროდ. 🙂
Image
იმდენი თემა მიტრიალებს თავში, საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. ბოლოს გადავწყვიტე, უბრალოდ ჩემზე გიამბოთ.
მოკლედ, გახლავართ მიო გაზაშვილი, ოსური წარმოშობის „ბლონდინკა“, ჰიპერენერგიული, უფრო მხიარული, ვიდრე „არავის ვუყვარვარ ბლ…დ“ (100%), ხშირ შემთხვევაში ზედმეტად კომუნიკაბელური, კულტუროლოგია/საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების, პოლიტიკური ფილოსოფიის, PR და მარკეტინგის, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის, დიპლომირებული „მოღვაწე“, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხატვა და ყველაფერი ლამაზი, ჯანმრთელი და ნამდვილი და გადასარევად ვაცხობ ოსურ ხაბიზგინას… 🙂
მესმის, ერთი ადამიანისთვის შეიძლება, ბევრია, მაგრამ მგონია, ღმერთი რაღაცის ნიჭს რომ გაძლევს, მისი არგანვითარება, სულ მცირე, უსამართლობაა. მყავს დედა, მამა და თუთიყუში, რომელსაც აგერ უკვე წელზე მეტია, რაც ფრინველად აღარავინ აღიქვამს და ოჯახში დიდად პატივცემული ბატონი ვიკის სტატუსით ყველაფერი ეპატიება. 🙂 Continue reading “მე რაც შემეხება… :)”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: