FourSeasonerra ჩვენებურად :)


2waiter_668599n1მომსახურების სფეროს ქართულ თავისებურებებთან დაკავშირებით იაპონურის მაგალითზე მეწერა, მაგრამ კიდევ ერთი ახალი უნდა გითხრათ 🙂

ნუ, ზოგადად ხარისხში პრობლემა რომ გვაქვს, მიმტანები თავ-პირს იმტვრევენ, სანამ შეკვეთილ ბლუდას მოგიტანენ და კაფეში ყოფნის წუთებს მათზე ნერვიულობაში ატარებ, უცხო ენას მათი დიდი ნაწილი იმ დონეზეც კი რომ არ ფლობს, მენიუში რაც აქვთ, მათი მნიშვნელობა მაინც ესმოდეთ, ყალბი ღიმილის მეტს რომ ვერაფერს ხედავ, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ დღეს Four Season-ში ეგზოტიკური ხილის ნაყინი რომ შევუკვეთე და მხოლოდ ხილით “გამიმასპინძლდნენ”, ტირილი მომინდა…

ერთის მნიშვნელობაც მესმის და – მეორისაც, მაგრამ რას ვიზამ, თუ თვითონ არ ესმით?

არადა, ნახეთ, ასე თუ არაა 🙂 Continue reading

მაიმუნები VS ქართველი ოფიციანტები


oficianti realერთი ძალიან სახალისო და, ამასთან, საგულისხმო ვიდეო რგოლი ვნახე. არ ვიცი, რამდენად დაგვიანებით, მაგრამ მაინც… 🙂

რა ხდება:

იაპონურ რესტორანში ოფიციანტი მაიმუნები გამოჩნდნენ. ტოკიოში ახლახან გახსნილი რესტორანი “კაიაბუკი”, უკვე მნახველების სიმრავლეს განიცდის. აქ კლიენტები არა მარტო გემრიელი საჭმლის გამო, არამედ უცნაური ოფიციანტების სანახავად მოდიან.

16 წლის იატ–ჩანი და ახალგაზრდა ფუკუ–ჩანი მაიმუნების წყვილია, რომლებიც  სხვა ოფიციანტებთან ერთად თანაბარ დონეზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც კლიენტებს ჭამის წინ ხელის დასაბანად პირსახოცს მიუცუნცულებენ, მათთვის სასმელი მიაქვთ.

სხვათა შორის, საკუთარი გარეგნობით კლიენტები რომ არ დააფრთხონ, პარიკებს, ნიღბებსა და უნიფორმას ისინიც ატარებენ. 🙂 Continue reading