დღეს ნოდარი კიდევ ერთხელ დაიბადა…


nodarbumbadze1928 წელის 14 ივლისს სამყაროს ნოდარ დუმბაძე მოევლინა…

მამა ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა კი ანა ივანეს ასული ბახტაძე  დიასახლისი გახლდათ. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, დედა კი  გადაასახლეს.

ნოდარი ჯერ  თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. მეტს აღარ გავაგრძელებ…

შეიძლება, ზუსტად ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ამ ერთ ადამიანში თბილისიც, ჩოხატაურიც, ღმერთის მისაღები აპარტამენტებიც და ქვესკნელის აღქმაც ერთნაირად ჩატეულიყო… Continue reading “დღეს ნოდარი კიდევ ერთხელ დაიბადა…”

Advertisements

“ეტყობა, რომ ქართველია…”


nod„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს…“

ეს დიდი ნოდარ დუმბაძის სიტყვებია და რა გასაკვირია, თუ დღესაც არანაკლებ (თუ მეტად არა) აქტუალური და საგულისხმოა.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ერთ წრეზე ვბრუნავთ და ვტრიალებთ, ვბრუნავთ და ვტრიალებთ…

სამწუხაროა, მაგრამ ამ პრობლემის წინაშე გუშინ და გუშინწინ არ დავმდგარვართ.

არ ახალია, ძველია, რომ ქართველებს მართლა დაუდგრომელი ბუნება აქვთ და სიდინჯესთან ერთად, განურჩევლად იმისა, საქართველოს რომელი კუთხის შვილები არიან, სიფიცხეც ახასიათებთ. მაგრამ ეს სულ ასე იყო და ახლა რატომ იქნებოდა პრობლემა? Continue reading ““ეტყობა, რომ ქართველია…””

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: