ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი


60217_162163070467225_5783066_n“მე ქეთი ზაზანაშვილი ვარ, 26 წლის.

ბავშვობიდან საზღვარგარეთ ვიზრდებოდი და თბილისსში დავბრუნდი მხოლოდ 13 წლის ასაკში.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ახლა ძალიან მრავალფეროვანია. ისე, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში 2 პარალელური გზა მიდიოდა: აკადემიური და ხელოვნების.

რაც შეეხება ხელოვნებას… ცეკვა დავიწყე არც თუ ისე ადრინდელ ასაკში, უკვე 16 წლის ვიყავი, მაგრამ სწრაფად ავითვისე ხელოვნების ეს სახეობა. 18 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იქნებოდა. Continue reading “ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი”

Advertisements

ამბობენ, წერისას პირველი ფრაზის დაწერა ყველაზე რთულიაო. მეც გამიჭირდა, განსაკუთრებით ახლა, როცა წლების შემდეგ ისევ გადავწყვიტე წერა და თანაც საჯაროდ. 🙂
Image
იმდენი თემა მიტრიალებს თავში, საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. ბოლოს გადავწყვიტე, უბრალოდ ჩემზე გიამბოთ.
მოკლედ, გახლავართ მიო გაზაშვილი, ოსური წარმოშობის „ბლონდინკა“, ჰიპერენერგიული, უფრო მხიარული, ვიდრე „არავის ვუყვარვარ ბლ…დ“ (100%), ხშირ შემთხვევაში ზედმეტად კომუნიკაბელური, კულტუროლოგია/საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების, პოლიტიკური ფილოსოფიის, PR და მარკეტინგის, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის, დიპლომირებული „მოღვაწე“, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხატვა და ყველაფერი ლამაზი, ჯანმრთელი და ნამდვილი და გადასარევად ვაცხობ ოსურ ხაბიზგინას… 🙂
მესმის, ერთი ადამიანისთვის შეიძლება, ბევრია, მაგრამ მგონია, ღმერთი რაღაცის ნიჭს რომ გაძლევს, მისი არგანვითარება, სულ მცირე, უსამართლობაა. მყავს დედა, მამა და თუთიყუში, რომელსაც აგერ უკვე წელზე მეტია, რაც ფრინველად აღარავინ აღიქვამს და ოჯახში დიდად პატივცემული ბატონი ვიკის სტატუსით ყველაფერი ეპატიება. 🙂 Continue reading “მე რაც შემეხება… :)”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: