მოზრდილი მუცელი ხელს გიშლით? მაშინ, ეს უნდა ნახოთ ;)


9e6e50108cbe537545ee60344e68f8dcმოვედი 😉

კვლავ სილამაზეზე მინდა, გითხრათ.

რამდენჯერ შემიმჩნევია ქალი, რომელიც ოდნავ შემოზრდილ მუცელს ხელით წარუმატებლად იფარავს. არადა, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

ახლავე გეტყვით, რატომ:

არ აქვს მნიშვნელობა, მუცელი ორსულობის შემდეგ რჩება, თუ ის ზომაში ჯერ კიდევ მანამდე უბრალოდ გაუვარჯიშებლობისგან იმატებს, მთავარი აქ ერთი რამაა. კერძოდ, ის, რომ თავად უნდა გრძნობდეთ თავს კარგად, სასიამოვნოდ და, თუნდაც, სულ ცოტა წამოზრდილი მუცელი თავისუფლად მოძრაობაში პრობლემას არ უნდა ქმნიდეს.

და რამდენადაც, მთავარი თქვენი სურვილია, გამოიყურებოდეთ კარგად, თუნდაც, მანამდე, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, ან დაიწყებთ და სასურველ შედეგამდე მიხვალთ, გაჩვენებთ, როგორ მოიქცეთ, რომ მუცელი, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ თქვენთვის იყოს თვალშისაცემი, როგორ „შევფუთოთ“ ისე, რომ თავი შებოჭილად არ იგრძნოთ. 😉 Continue reading

ხელით ნაქსოვი ფაქტურა შემოდგომა-ზამთრისთვის და თქვენი ფანტაზია


112bc4e03011ხვალ უკვე 1 სექტემბერია და აქამდე აქტუალური აზრი, “საშემოდგომო სეზონზე რა ჩავიცვათ” კიდევ უფრო აქტიურად შემოგვიტევს (აპრობირებულია).

მოკლედ, საკუთარ გარდერობს მეც გადავხედე, ვიფიქრე, ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საყვარელ ფაქტურას ალტერნატივა არ აქვს. გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ.

ჩემი საყვარელი ფაქტურა: ნაქსოვი (აუცილებლად ხელით) 😉

ახლა რა ხდება: თუ თქვენც, ჩემგან განსხვავებით, ქსოვისა და, ზოგადად, სამოსის დიზაინის მიმართ მიდრეკილება არ გაწუხებთ, გული არ დაგწყდეთ, უბრალოდ მონახეთ ვინმე, ვინც თქვენს ფატაზიას სწორად გაიგებს და მოაქსოვინეთ.

მანამდე თავად დაფიქრდით, რა გინდათ, თქვენი სხეულის პლუს-მინუსები გაიაზრეთ (საერთოდ თუ გაქვთ მინუსი 😉 ) და მოდელი ზუსტად შეარჩიეთ.

მანამდე კი თქვენთვის ის ნიმუშები ამოვკრიფე, რომლებიც არცერთ დროსა და სივრცეში აქტუალობას არ კარგავს. მე განსაკუთრებით Victoria’s Secret-ის მოდელები მომწონს, თუმცა არც სხვაზე ვამბობ უარს 😉

აქვე, სამოსთან ერთად აქსესუარების დიზაინსაც შემოგავაზებთ და ჩემივე ნახელავით დავიწყებ: 😉 Continue reading