გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში


72798_363030227130925_1498795291_nდღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში“ გამართა. აღნიშნული გამოფენა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

გამოფენაზე ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო წარმოადგინეს. მასალა იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს ასახავს და ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტიურად იყვნენ  ჩართულები ქალები იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ასევე, გამოფენაზე ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება, შემდგომი დაპირისპირება და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები იყო ასახული. Continue reading “გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში”

Advertisements

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: