დღეს სულთმოფენობაა


1274554785_sultmofenobaმოკლედ შეგახსენებთ…

ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას ერთად ელოდებოდნენ.  ამაღლებიდან მეათე (აღდგომიდან ორმოცდამეათე) დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად უცნაური ქარი ამოვარდა, ციდან  ღმრთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით თავზე დაადგა.

მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, ქადაგება სხვადასხვა ენაზე საოცარი ძალით დაიწყეს. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, აღდგომიდან 50-ე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვის შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები იკითხება, რა დროსაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მუხლს პირველად იყრიან. ამ დღეს ქრისტიანები, ასევე, სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაოს“ პირველად ამბობენ. Continue reading “დღეს სულთმოფენობაა”

Advertisements

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: