Happy Birthday of Mio’s Blonde Blog ❤


happy

ზუსტად ერთი წლის წინ WordPress–ზე პირველად დავრეგისტრირდი და ასე, ნათელი ფერის თმით შემოვაღეთ “ბლონდებმა” ამავე სტატუსით ამავე სივრცის კარი… 🙂

დღეს მიოს ქერათმიანების ბლოგის დაბადების დღე გვაქვს ^_^

ვისთვისაც მნიშვნელოვანი, უბრალოდ საინტერესო და მეტიც, – საყვარელია, ყველას გილოცავთ! 

უღრმესი მადლობა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე თქვენთან ურთიერთობისა და მეგობრობის საშუალებას მაძლევთ, თანამიგრძნობთ და ძალიან მახარებს, რომ ერთმანეთსაც ასე ემეგობრებით. 

ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, რომლებსაც დრო და სივრცე სჭირდებათ და ნელ–ნელა “გავხსნი კარტებსაც”. 🙂

გკოცნით, ჩემო ერთგულო მკითხველებო და მეგობრებო… 

ტრადიციულად სიყვარულით მიო ❤ Continue reading “Happy Birthday of Mio’s Blonde Blog ❤”

Advertisements

როცა წერილსა სწერ და გეწუნწკლება მელაააანიიიიი, ანუ, რატომ არ უნდა ჩაიცვათ შავი


womanკაი გამარჯობა თქვენი 😉

ეეეხა, რა მინდოდა, მეთქვა:

ისე ჩავიახალწლე, თბილისში რა ქენით, დრო როგორ გაატარეთ და ა.შ., არ ვიცოდი. ამიტომ, სრულიად ნეტარი სახით ახალი წლის ტელეპროგრამის გადახედვა გადავწყვიტე და, რა გასაკვირია, პირველ რიგში, საახალწლო კონცერტის სანახავად myvideo.ge-ზე გადახვევა ვცადე.

თქვენ არ მომიკვდეთ! 31 დეკემბერს ვერ გაჩვენებო, ამეთვისტომ, მხოლოდ 1 იანვრის 00:00-დან შემომანათა…

კარგად მახსოვს… ლელა იყო… წურწუმია… შავი ეცვა დედა დედოფალს… თვალი დამებინდა… Continue reading “როცა წერილსა სწერ და გეწუნწკლება მელაააანიიიიი, ანუ, რატომ არ უნდა ჩაიცვათ შავი”

წინასაახალწლო მზადება “ბლონდების” სავანეში


fp-treeდარწმუნებული ვარ, წლის ეს დრო თითოეული თქვენგანისთვის ძალიან სასიამოვნოა – ახალი წელს ველოდებით! 😉

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩემთვის წინასაახალწლოდ მზადების პროცესს აქვს, სულ სადღესასწაულო განწყობაზე ვარ და იშვიათად, რამემ ხასიათი გამიფუჭოს.

ახალი წლის მოლოდინთან ერთად, კიდევ ერთი მიზეზი მაქვს – 1 იანვარს დაბადების დღესაც აღვნიშნავ. თუმცა, ახალი წელი მაინც პირველ ადგილზე რჩება, რადგან, როგორც სულ ვხუმრობ, მოსული სტუმრები იღლიაში “ბამბანერკაამოჩრილები” მოდიან ტექსტით: “ახალ წელს გილოცაააავ! უი, მიო, შენ დღეს დაბადების დღეც გაქვს, ხოო?” Continue reading “წინასაახალწლო მზადება “ბლონდების” სავანეში”

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: