ყველას თქვენს 8 მარტს გილოცავთ ❤⚛


ბებოგილოცავთ 8 მარტს, ქალბატონებო! ⚛

ქალური ბედნიერების არსი მაინც ვერ ამოხსნეს, რადგან თითოეულს ჩვენი გვაქვს, ამიტომ, ყველას ისეთ 8 მარტს გილოცავთ, როგორიც გაქვთ, როგორიც გახარებთ და ბედნიერებას განიჭებთ! ❤ Continue reading

დღეს ნოდარი კიდევ ერთხელ დაიბადა…


nodarbumbadze1928 წელის 14 ივლისს სამყაროს ნოდარ დუმბაძე მოევლინა…

მამა ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა კი ანა ივანეს ასული ბახტაძე  დიასახლისი გახლდათ. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, დედა კი  გადაასახლეს.

ნოდარი ჯერ  თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. მეტს აღარ გავაგრძელებ…

შეიძლება, ზუსტად ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ამ ერთ ადამიანში თბილისიც, ჩოხატაურიც, ღმერთის მისაღები აპარტამენტებიც და ქვესკნელის აღქმაც ერთნაირად ჩატეულიყო… Continue reading

და იყო იგი სავლე და იქცა პავლედ…


e8a585863c83648გილოცავთ უფლის მოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით, „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“. Continue reading