გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში


72798_363030227130925_1498795291_nდღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში“ გამართა. აღნიშნული გამოფენა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

გამოფენაზე ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო წარმოადგინეს. მასალა იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს ასახავს და ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტიურად იყვნენ  ჩართულები ქალები იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ასევე, გამოფენაზე ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება, შემდგომი დაპირისპირება და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები იყო ასახული. Continue reading “გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში”

Advertisements

კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრისგან


1კარგი ამბავი უნდა გითხრათ 😉

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ეროვნული კინოცენტრი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად ერთობლივ კონკურსს აცხადებენ.

აღნიშნული ერთობლივი კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც 25 ნოემბერს მთელს მსოფლიოში დაიწყო. „შეღებე სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში“! – ასეთია წელს გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE) მთავარი გზავნილი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ამ კამპანიის ფარგლებში  სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, რომლებიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.   Continue reading “კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრისგან”

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: