Steakhouse#1 – ჩვენც შეგვძლებია ხარისხიანის კეთება :)


20140405_212549[1]მოვედი და კარგი ამბები მაქვს ^_^

იცით, რომ მომსახურების სფეროში სამამულო ბაზარზე არსებულ უბედურ მდგომარეობაზე უკვე მეწერა, იმასაც დაგპირდით, კიდევ დავწერდი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ კარგი უნდა გითხრათ. 🙂

როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც არ გამიმეტეს. 🙂 “ვერა სტეიკ ჰაუსის” შემდეგ გემრიელ სტეიკს სადმე კიდევ თუ გავსინჯავდი, მართლა ვერ წარმომედგინა, ბოლოსდაბოლოს, აღნიშნული უკვე დიდი ხანია, არსებობს და ხარისხი კვლავ შენარჩუნებული აქვს…

მაგრამ Steakhouse#1 ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო. 🙂 Continue reading

ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი


60217_162163070467225_5783066_n“მე ქეთი ზაზანაშვილი ვარ, 26 წლის.

ბავშვობიდან საზღვარგარეთ ვიზრდებოდი და თბილისსში დავბრუნდი მხოლოდ 13 წლის ასაკში.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ახლა ძალიან მრავალფეროვანია. ისე, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში 2 პარალელური გზა მიდიოდა: აკადემიური და ხელოვნების.

რაც შეეხება ხელოვნებას… ცეკვა დავიწყე არც თუ ისე ადრინდელ ასაკში, უკვე 16 წლის ვიყავი, მაგრამ სწრაფად ავითვისე ხელოვნების ეს სახეობა. 18 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იქნებოდა. Continue reading

ყველას თქვენს 8 მარტს გილოცავთ ❤⚛


ბებოგილოცავთ 8 მარტს, ქალბატონებო! ⚛

ქალური ბედნიერების არსი მაინც ვერ ამოხსნეს, რადგან თითოეულს ჩვენი გვაქვს, ამიტომ, ყველას ისეთ 8 მარტს გილოცავთ, როგორიც გაქვთ, როგორიც გახარებთ და ბედნიერებას განიჭებთ! ❤ Continue reading

გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 თბილისში


72798_363030227130925_1498795291_nდღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში“ გამართა. აღნიშნული გამოფენა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

გამოფენაზე ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო წარმოადგინეს. მასალა იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს ასახავს და ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტიურად იყვნენ  ჩართულები ქალები იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ასევე, გამოფენაზე ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება, შემდგომი დაპირისპირება და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები იყო ასახული. Continue reading

ნამცხვარი “ბლონდებისთვის” გიორგი ბარნაძისგან ❤


3დავბრუნდი გემრიელობებით ^_^

ვისთვისაც დროის სიმცირის გამო სამზარეულოში შეხედვა ჩემსავით პრობლემას წარმოადგენს,  ნამცხვრის ერთი ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გიორგი ბარნაძემ ექსკლუზიურად ქერებს გვაჩუქა. 🙂

დავიწყოთ:

ვიმარაგებთ:

კვერცხი – 3 ცალი

შაქარი – 4 ჩაის ჭიქა

მაწონი – 500 გრამი

მარგარინი – 1 შეკვრა (150-200 გრამი)

სოდა და ვანილი უკვე თქვენს გემოვნებას მივანდოთ 😉 Continue reading

FourSeasonerra ჩვენებურად :)


2waiter_668599n1მომსახურების სფეროს ქართულ თავისებურებებთან დაკავშირებით იაპონურის მაგალითზე მეწერა, მაგრამ კიდევ ერთი ახალი უნდა გითხრათ 🙂

ნუ, ზოგადად ხარისხში პრობლემა რომ გვაქვს, მიმტანები თავ-პირს იმტვრევენ, სანამ შეკვეთილ ბლუდას მოგიტანენ და კაფეში ყოფნის წუთებს მათზე ნერვიულობაში ატარებ, უცხო ენას მათი დიდი ნაწილი იმ დონეზეც კი რომ არ ფლობს, მენიუში რაც აქვთ, მათი მნიშვნელობა მაინც ესმოდეთ, ყალბი ღიმილის მეტს რომ ვერაფერს ხედავ, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ დღეს Four Season-ში ეგზოტიკური ხილის ნაყინი რომ შევუკვეთე და მხოლოდ ხილით “გამიმასპინძლდნენ”, ტირილი მომინდა…

ერთის მნიშვნელობაც მესმის და – მეორისაც, მაგრამ რას ვიზამ, თუ თვითონ არ ესმით?

არადა, ნახეთ, ასე თუ არაა 🙂 Continue reading

ბედის ირონია, ანუ ვჭირდებით!


ninoნინო ტაბატაძე –სამი შვილის დედა, რომელსაც იაშვილის სახელობის კლინიკის “ბინადრებიც” და ვიზიტორებიც კარგად იცნობენ. ნინო ლეიკემიით დაავადებული პატარების დიდი მეგობარია და დიდი ხნის განმავლობაში მათზე ზრუნავს.

ახლა კი მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის ძვირადღირებული კურსი ესაჭიროება.
ერთი კურსის ღირებულება 4150 ლარს შეადგენს, გამოჯანმრთელებისთვის კი 8 კურსია საჭირო, სულ 33 000 ლარამდე ღირებულების…
უფრო დეტალურად კი, ნინო ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომელია და ყოველთვის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გვერდით იყო, ახლა დახმარება მას სჭირდება და აუცილებლად მის გვერდით უნდა დავდგეთ!
ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ვამბობთ ხოლმე, რომ არავინ იცის, წინ ვის რა ელის… ამიტომ მინდა, გთხოვოთ, ნინოსთვის, რომელსაც ასე ძალიან ვჭირდებით, ერთად ვიბრძოლოთ, რომ მერე ბედს არ დავაბრალოთ მისი ირონია!