ის, რაც აქამდე ვერ ვთქვი


დიდი დრო გავიდა და არაფერი გამიკეთებია ბლოგზე, ფონიც კი არ გამომიცვლია, არადა, მინდოდა, მაგრამ ვერგაკეთების მიზეზი საპატიოა. 🙂

თურმე, რამდენი “კეთილისმსურველი” მყოლია და არ ვიცოდი. რაც გაიგეს, რომ შვილის მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, მგონია, ყველა კონტინენტიდან “მომიკითხეს” რჩევა-დარიგებებით. თუმცა, ყველაზე სწორი და სამართილანი, ბანალურ რამეს ვიტყვი და, სპეციალისტის რჩევაა, მაგრამ ყველა მაშინ ხდება “პრაფესორი”, როცა საქმე სხვას ეხება. და რადგან ეს გავაცნობიერე და გავაცნობიერე საკუთარ მაგალითზე, პროფესიით ექიმების კლასიფიცირების აუცილებლობის ფაქტის წინაშეც დავდექი.

სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკიდან მას შემდეგ წამოვედი, რაც ექიმისგან მოვისმინე, ის, რაც არ უნდა მესმინა. მის მაგივრად შემრცხვა და წამოვედი.

საბედნიეროდ, როგორც ამბობენ, все к лучшему.

ძალიან გამიმართლა, რადგან აღრიცხვაზე ასვლა რომ დამჭირდა, აღმოვჩნდი კლინიკაში, სადაც ყველაფერი იმდენად კომფორტულია, წამოსვლა აღარ მინდოდა. კლინიკა “მედისონი”.

რაც მთავარია ამ შემთხვევაში, შევხვდი შემდგომში ჩემს ექიმს – ცქრიალა, ყოჩაღ, თბილ, უზომოდ საყვარელ ირინა სალუქვაძეს, რომელიც ერთი, სახლში არ მომყვებოდა, თორემ დედასავით მივლიდა იქ, თუ – სახლში წამოსულს ზეპირსიტყვიერად 🙂 შედეგიც სახეზეა: ჩემი გაბერილი შვილი 🙂

რომ არ ვთქვა: ქეთინო დეიდა, ირინა ექიმის ექთანი, უსაყვარლესი, ტკბილი, თბილი ქალბატონი. წარმოუდგენელია, ასეთ გარემოცვაში რამე არასწორად გამოვიდეს.

კიდევ: ნათია ნაკაიძე, რომელიც დაააავტანჯე და მაინც მორჩილად მედგა მხარში 😀 ეხოსკოპისტი მერაბ (თუ არ მეშლება, ნონიკაშვილი), ჩემი მეუღლის ნერვების მტერი (მთელი ორსულობა აწვალა სქესზე და ამ ხუმრობა-ხუმრობაში ბავშვი მოანათვლინა, ლამის) 😀

ისე გამოვიდა, რომ საკეისროს ვერ ავცდი და აქაც ძალიან გამიმართლა: კლინიკა “უნივერსი” (ყოფილი “ემბრიოტოქსი”) და არსენ ონიკაშვილი. კონსულტაციაზე ერთხელ მისვლა და გადაწყვეტილებაც მაშინვე მივიღე.

შემდეგ: ჩემი უსაყვარლესი ეკა ექიმი (სულაძე), პედიატრი სოფო (გვარი არ მახსოვს), ლია დეიდები, მზია დეიდა, თამარა დეიდა, ვერიკო, რეზი, ასევე, პედიატრი შორენა, რომელმაც ისეთი დატრენინგებული გამომიშვა სამშობიაროდან, სრულწლოვანი რომ გახდება ჩემი შვილი, იქამდე მეყოფა ცოდნა, ეჭვი მაქვს 😀 არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ვინც მიცნობთ, კარგად იცით, რომ 19-უცნობიან განტოლებას ამოვხსნი, მაგრამ სახელებსა და სათაურებს ვერ “ვწყალობ” 😀

რატომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს… 30 დეკემბერს ჩემი შვილი 3 თვის გახდება და რამდენჯერაც ამ ადამიანების შესახებ მახსენდება, იმდენჯერ მინდა მათთან ურთიერთობის განმეორება. იმიტომ, რომ: ძალიან თბილი, გულისხმიერი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ადამიანები და, რაც მთავარია, პროფესიონალები არიან. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემმა შვილმა სამყაროსთან ურთიერთობა თქვენთან ნაცნობობით დაიწყო.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას. 💝 🎄  🌟

 

Advertisements
Posted in: Mio

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s