ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤


10325180_318648901624744_26455962758029840_nდიდი ხნის განმავლობაში რომ გესმის, მისვლა გინდა, აპირებ და დროის უქონლობის გამო მხოლოდ ავლა–ჩავლით შემოიფარგლები, მეც ისე მჭირდა. მაგრამ ნამდვილად გამიმართლა, როდესაც ჩემმა კარგმა მეგობარმა ჩვენს საქმეზე სასაუბროდ და “ჩასაჯდომად” სწორედ “ყველის სახლი” შემომთავაზა.

ეს, როგორც ვამბობთ ხოლმე, სწორედ “იმ” ანა ჩიკვაიძის მიერ შექმნილი კიდევ ერთ სამოთხეა, რომელიც გურმანებისა და ტრადიციის მოყვარულთათვის აწ უკვე არაერთხელ შეუქმნია.

რა ვიცით? ყველი ვიცით ჩვენ დიდუბის, ე.წ. “დეზერტირების”, საბურთალოს, ნავთლუღის და ა.შ. ბაზრებზე ნაყიდი “იმერული”, “გუდა”, “ჭყინტი”, ‘მარილიანი” და “უმარილო” – ეს სტანდარტულად…

წარმომავლობიდან გამომდინარე, ცოტა მეტი მეც ვიცი და ვფიქრობ, სტანდარტულის მიღმა თქვენც გეცოდინებათ, მაგრამ ყველის კულტი, როგორც ასეთი, მხოლოდ ანა ჩიკვაიძემ შეძლო, ფაქტად ექცია.

ქალბატონმა ანამ სრულიად უშუალოდ, შინაურულად, საყვარლად, დიასახლისურად პირადად გაგვასინჯა ყველის ასორტი, რომელიც დასაწყისში ასე გამოიყურებოდა: 10329027_890627737630613_4402268127250627627_n

ჯერ ე.წ. მწარე ყველი: ჩოგი, სველი კალტი.

შემდეგ ე.წ. ტკბილი: წალკის ქერქიანი ყველი, მესხური პიავე პარმაჯანი…

მერე კიდევ ძალიან ბევრი იყო, მაგრამ უგემრიელესმა ღვინომ, უფრო გემრიელი ყველის თვალისამაჭრელებელმა სიმრავლემ და გემომ თავისი გაიტანა და არცერთის სახელი აღარ მახსოვს. 😀

ნუ, რომ არ დამავიწყდება, ისაა, რომ ნამდვილი, უსუნო და უგემრიელესი გუდის ყველი დავაგემოვნე!

კიდევ ერთი, რამაც ძალიან მომხიბლა, ინტერიერია:collage.jpg

ორი სართულია, მოპუსკული, საყვარელი მაგიდებითა და პუფებით “ჩასაჯდომი” მეორე და ყველის “საგამოფენო”, პრინციპში, შურის გამომწვევი პირველი სართული. 😀

ძალიან, ძააალიან მომეწონა ეს ნაქსოვი სანათები. ❤10430382_890627700963950_9223180815458456800_n

თავად პერსონალი ძალიან მეგობრული და კვალიფიციურია. თანაც, ამ ადგილას ისეთ ადმიანებს გაიცნობ, რომლებთანაც ერთ დიიიიდი საერთო გაქვს – როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, პირში გემო. 😀

მოკლედ, შეეგუეთ, ამიერიდან სამსახურის შემდეგ და დასვენების დღეებში თუ ვერ მომაგენით, ყაზბეგის N20ა–ში მეძებეთ და ღიმილიან, ძალიან საყვარელ ქალბატონ ანას პოტენციური შვილი თუ მოვანათვლინე, არ გაგიკვირდეთ 😀

აი, ასე, გემრიელობებით და ტრადიციულად, სიყვარულით მიო ❤

Advertisements

One thought on “ყველის სახლი – ნამდვილი სამოთხე შუა ქალაქში ❤

  1. lika says:

    მადლობა ჩემი ჭაღების შეფასებისთვის 🙂 ახლა ყველის ჭაღსაც რომ დავკიდებ გვეწვიეთ სანახავად 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s