Steakhouse#1 – ჩვენც შეგვძლებია ხარისხიანის კეთება :)


20140405_212549[1]მოვედი და კარგი ამბები მაქვს ^_^

იცით, რომ მომსახურების სფეროში სამამულო ბაზარზე არსებულ უბედურ მდგომარეობაზე უკვე მეწერა, იმასაც დაგპირდით, კიდევ დავწერდი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ კარგი უნდა გითხრათ. 🙂

როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც არ გამიმეტეს. 🙂 “ვერა სტეიკ ჰაუსის” შემდეგ გემრიელ სტეიკს სადმე კიდევ თუ გავსინჯავდი, მართლა ვერ წარმომედგინა, ბოლოსდაბოლოს, აღნიშნული უკვე დიდი ხანია, არსებობს და ხარისხი კვლავ შენარჩუნებული აქვს…

მაგრამ Steakhouse#1 ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო. 🙂

ნუ, მის შესახებ “ფეისბუქის” საშუალებით გავიგე და თავიდანვე მომეწონა, რომ ეს საქმეც საკმად კარგად სცოდნიათ – მოწესრიგებული გვერდი აქვთ. მისულს წარმოდგენა პირველივე წამიდან შემექმნა, როდესაც თანამშრომელმა (ამ შემთხვევაში, მიმტანმა) კარი ძალიან გალანტურად და სრულიად  გულწრფელი ღიმილით გაგვიღო. 🙂 ამდენი სიყალბის შემდეგ ვაღიარებ, მართლა გამიკვირდა. 🙂

ინტერიერმა ძაააალიან მომხიბლა, იმდენად, რომ ხმამაღლა თქმის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ მაინც დაველოდე…

რაც შეეხება, მთავარს! 

მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და არჩევა მართლა გამიჭირდა, თუმცა, ბოლოს მაინც მექსიკურად მომზადებულ სტეიკზე შევჩერდი…

უგემრიელესი იყო!20140405_205517[1]

არ მინდა, ისე გამომივიდეს, ჭამა-ყლაპვის საკითხები სოციალურ ქსელზე პირდაპირპროპორციულად რომ აისახება და პირში ლუკმა ისე არ გადასდით, ნახევარ მსოფლიოს რომ არ აცნობონ, მაგრამ ამ ადგილმა იმდენად მომხიბლა, რომ დაქცეულ მდგომარეობაში ასეთი ოაზისის შესახებ აუცილებლად უნდა მეთქვა. 😀

თანაც, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვისაც დიეტის სახალხოდ დაცვა და ღამე მაცივრის დაცარიელება ყველაზე უკეთ გამოსდის და არაქართული რესტორანი რომ იხსნება, ქუჩის ბანერზე მწვადი, ქაბაბი და ხინკალი თუ არ აწერია, ბიზნესი ვარდება…

ჰოდა, აუცილებლად შეიარეთ! 😉 მაგრამ სჯობს, მაგიდა წინასწარვე დაჯავშნოთ, რომ მენეჯერის სანდომიანი დამოკიდებულება თავიდანვე გასაგები იყოს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, დედაჩემს ვურეკავდი და რამე გემრიელობას მახვედრებდა. 🙂

ასე რომ, შემიძლია, თამამად ვთქვა: მითი “აფიციანტების” შესახებ დაინგრა! 🙂 ტრადიციული ქართული გაგებით “ოფიციანტს” ან “მიმტანს” ვერ ვუწოდებ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა, ისე დასციმციმებდა ყველა დეტალს. 🙂 თურმე, ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში გახსნილ დაწესებულებას შეუძლია, ჩემსავით კრიტიკული მომხმარებელი ისეთი აღფრთოვანებული დატოვოს, მეორედ, ოცდამეათედ და კიდევ ბევრჯერ დაბრუნების სურვილი გაუჩინოს…

ჰო, მართლა, სავალდებულო არაა, შეკვეთილი ბლოგები დაიწეროს, ხარისხიანს ყოველთვის შეამჩნევ. 😉

ეს კი ინტერიერი, რომელმაც ძალიან მომხიბლა… ^_^

interieri

როგორც ხდება ხოლმე, ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

 

 

 

Advertisements

One thought on “Steakhouse#1 – ჩვენც შეგვძლებია ხარისხიანის კეთება :)

Add yours

  1. ვერა სტეიკ ჰაუსის სტეიკი გემრიელია, მაგრამ ღვთაებრივი სტეიკი არის ოვალში. მაგრამ ფასიათაც შესაბამისია 🙂
    მაგ აბაშიძის სტეიკჰაუსში არ ვარ ნამყოფი და კი უნდა მივიდე ერთი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: