ქეთი ზაზანაშვილი – პირადი ჯადოქარი


60217_162163070467225_5783066_n“მე ქეთი ზაზანაშვილი ვარ, 26 წლის.

ბავშვობიდან საზღვარგარეთ ვიზრდებოდი და თბილისსში დავბრუნდი მხოლოდ 13 წლის ასაკში.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ახლა ძალიან მრავალფეროვანია. ისე, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში 2 პარალელური გზა მიდიოდა: აკადემიური და ხელოვნების.

რაც შეეხება ხელოვნებას… ცეკვა დავიწყე არც თუ ისე ადრინდელ ასაკში, უკვე 16 წლის ვიყავი, მაგრამ სწრაფად ავითვისე ხელოვნების ეს სახეობა. 18 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იქნებოდა.

ამასობაში დავამთავრე რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად კი ვცეკვავდი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებს და გამოვდიოდი საქართველოში შიდა კონკურსებზე.

მე, ზოგადად, პერფექციონისტი ვარ, ამიტომ ის ცოდნა, რასაც ცეკვაში მაძლევდნენ არ აღმოჩნდა საკმარისი და ყოველთვის მქონდა ოცნება, რომ საზღვარგარეთ გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა.

და ეს დღეც დადგა, როცა გავემგზავრე პოლონეთში სასწავლებლად, ამჯერად – პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე პირდაპირ ვარშავის უნივერსიტეტში, სადაც გავატარე 2 წელიწადი.13559_103810009635865_931668_n

იქ მივიღე უდიდესი გამოცდილება როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე – ხელოვნებაში, კერძოდ, ცეკვაში. ვცეკვავდი ვარშავის ერთ-ერთ საუკეთესო სტუდია „ცეკვის აკადემიაში“ ჩემს პოლონელ მეწყვილე კამილ შლივოვსკისთან ერთად. მაქვს გავლილი ლექციები და მასტერკალსები მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეებთან და მწრთვნელებთან, როგორებიც არიან, მაგალითად, სამგზის მსოფლიო ჩემპიონები სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში: რიკარდო კოკკი და იულია ზაგორუიჩენკო, პოლონეთის 2 გზის ჩემპიონები და მსოფლიოს ნახევარფინალისტები: ანდრეი მოსეიჩუკი და კამილა კაიაკი, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები: ჰანს გალკე, ვიქტორ ნიკოვსკი, კოლინ ჯეიმსი და სხვა. ვინც ნამდვილი მოცეკვავეა, მათთვის ეს სახელები ბევრს ნიშნავს… თითქმის ოქროს ფასი აქვს.

ასევე, პოლონეთში დავინტერესდი მედიტაციის პრაქტიკითა და არტ თერაპიით და ბევრჯერ მაქვს გამოცდილი ცეკვის თერაპიის კურსები, რაც ძალიან ეხმარება ყველას, ვისაც უნდა ყოველდღიური სტრესის მოხსნა, ან რამე სხვა დისკომფორტისგან გათავისუფლება.

რაც შეეხება აკადემიურ გზას…

პოლონეთში ძალიან დავინტერესდი გენდერით და გენდერული კვლევით. დავიცავი დიპლომი ქალების დისკრიმინაციის შესახებ საქართველოში და გავაგრძელე ამ მიმართულებით მუშაობა არასამთავრობო სექტორში. 2013 წლის მარტში კი აშშ–ში დავესწარი გაერო–ს კონგრესს ქალებისა და გოგონების მიმართ ყველა სახის ძალადობის აღმოფხვრის შესახებ. შემდგომში კი მინდა, ეს თემა დავაკავშირო, რა თქმა უნდა, ცეკვასთან. მსურს, გავხსნა ცეკვის თერაპიის სპეციალური  უფასო კურსები ქალბატონებისთვის, ვინც იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.

62293_162162103800655_3957829_nსაერთოდ, მე ვთვლი, რომ მთავარია, იპოვო შენი თავი, ოღონდ არა იმ ბანალური სახით, რომელიც გვესმის ყოველდღე. მე ვგულისხმობ იმას, რომ გული უნდა გავხსნათ და ვაკეთოთ ის, რაც გვსიამოვნებს და რასაც სიხარული მოაქვს ჩვენთვის, თუნდაც, ჰობის სახით, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჰობი ყოველთვის შეიძლება, პროფესიად იქცეს. და როცა ჩვენ ვიპოვით იმას, რაც გვინდა და ვაქცევთ მისაღწევ მიზნად, მაშინ ჩვენი ცხოვრების გზა თვითონ გვაჩვენებს ბილიკებს სანუკვარი ოცნებისკენ. ზოგჯერ ბილიკები ძალიან ხვეულია, მაგრამ მთავარია საბოლოო დანიშნულება. და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ოცნება ყოველთვის რეალობად იქცევა, ისე, როგორც – ჩემს შემთხვევაში.

ჩემი ოცნება იყო განსაკუთრებული, განსხვავებული სტუდიის გახსნა, თავისი ბარით, რომ ცეკვის თემატური საღამოების მოწყობა შემძლებოდა. და ახლა ეს ოცნება რეალობად იქცა. ჩემი სტუდიის კარები ყველასთვის ღიაა ასაკის მიუხედავად. არ მინდოდა, რომ ერთი მიმართულების კლუბი ყოფილიყო. ამიტომ ცეკვის „მენიუ“ მრავალფეროვანია იოგითა და ზუმბა ფიტნესით დაწყებული, დამთავრებული – არგენტინული ტანგოთი.

კიდევ ერთი დიდი ნიშა ჩემს ცხოვრებაში დაიკავა ეტლით მოსარგებლეთა სამეჯლისო სპორტულმა ცეკვებმა. ანუ, ეს არის, ასევე, სპორტული ცეკვების სახეობა, მარგამ აქ უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან მთავარ როლში. აქაც რამდენიმე სახეობაა, შეიძლება, ორივე მოცეკვავე ეტლით მოსარგებლე იყოს, ან ერთი ეტლზე, მეორე – ფეხით მოსიარულე. 2013 წლის მაისში, მე და ჩემი მეწყვილე გავხდით პირველი წყვილი ცეკვის ამ სახეობაში.

ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო ცეკვის პროექტში ვარ ჩართული შშმ პირების და შშ არ მქონე პირების მონაწილეობით, რომელზეც გაიგებთ ივლისისკენ. ახლა ჩემი პრიორიტეტი ეტლით მოსარგებლეთა სამეჯლისო სპორტული ცეკვების საქართველოს ფედერაციის ჩამოყალიბებაა. ამ ეტაპზე უკვე 3 მსურველი წყვილი გვყავს და ვასწავლი სამეჯლისო ცეკვების საბაზისო პროგრამას”.

არაფერი გეშლებათ, ეს ამჯერად ქეთია, ზუსტად ის ქეთი ზაზანაშვილი, რომელსაც ჩემი ბლოგის მკითხველი შემოსვლისას თეგებში აუცილებლად შენიშნავდა – ისეც ეფექტური გოგოა. 😉1982345_839794389370753_2062808203_n

მე მიო ვარ, რომელიც აღიარებს, რომ ძალიან მოენატრეთ და ამ ყველაფერს ახლავე, სასწრაფო წესით დატვირთულ რეჟიმს დააბრალებს! 😀

ასეა, სულ საქმე, საქმე, მაგრამ თქვენ მე მომაბეზრებელ ერთფეროვნებაში წარმოგიდგენივართ? ამიტომაც, როცა ჩემს ყოველდღიურ და ჩაწყობილ-ჩაწიკწიკებულ რეჟიმში სიახლის შეტანა გადავწყვიტე, დედას გეფიცებით, მამას გეფიცებით, ვიკისაც კი გეფიცებით, პირველი, ვინც გამახსენდა, ქეთი და მისი ჯადოსნური ზუმბა იყო! 😀

ახლა აღსაქმელად უფრო მარტივი რომ იყოს, ზუსტ სურათს დაგიხატავთ: დილიდან სამსახური, დილის ჭიქა ყავა, საქმე, არც ისე ჯანსაღი საკვები (იყოს, მეტ-ნაკლებად), ისევ საქმე, ისევ ყავა, ისევ სკამი, მაგიდა და მონიტორი, საიდანაც საქმე (როგორი საყვარელიც უნდა იყოს) კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რომ სამუშაო საათების დასრულებამდე სწორედ ის რამდენიმე საათი დარჩა, რაც ყველაზე მეტად გღლის და სახლში ისეთი დაღლილი მიდიხარ, საკუთარი სახლის გასაღები ვიოლინოს გასაღებში გერევა…

და წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის შემდეგ როგორი შეგრძნება იქნება, სამუშაო დღე ასე კი არა, სულ სხვანაირად რომ დამთავრდეს, სასიამოვნოდ, ენერგიულად და მხოლოდ სახლში მისვლის გარდა კიდევ იმდენი რამ მოასწროთ, თეორიულადაც კი რომ გიჭირთ წარმოდგენა? 🙂

ზუმბას გაკვეთილი კვირაში ორჯერ მაქვს. იცით, ეს რა არის? ვარჯიშის დაწყების წამიდან იწყებ მოძრაობას, სრულიად ბუნებრივად, გაუთვითცნობიერებლად იღიმი და საოცრად ენერგიულ და ღიმილიან ქეთის ჰყვები: ზუუუუუმბააააააა!

ხომ გეუბნებოდით, ეს გოგო სიცილზე ადრეა დაბადებული მეთქი? 🙂

მეც მომენტალურად გადმომედება ხოლმე და მერე გასაღებსაც ვარჩევ და მეორე დღე სასაწული ენერგიით იწყება. 🙂

მოკლედ, იკლებ, ნერვებს არ იზიანებ, მეტიც – გსიამოვნებს, ერთობი და, ამასობაში, ფორმაში ხარ!

Bambata Club ვაჟა-ფშაველას I შესახვევში, N3-ში გელოდებათ 😉

ეს კი ჩვენი ჯგუფი და მისი ყველაზე უმცროსი წევრები არიან, რომლებიც სულ რაღაცნაირად, საყვარლად იღიმიან, სმაილებს ვეძახი 🙂 აი, ისეთი გოგოები არიან, დანახვა რომ გიხარია 🙂collage

 მოკლედ, ჯანმრთელობას, ენერგიას, სიხარულს და ზუმბას გისურვებთ, ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: