ნამცხვარი “ბლონდებისთვის” გიორგი ბარნაძისგან ❤


3დავბრუნდი გემრიელობებით ^_^

ვისთვისაც დროის სიმცირის გამო სამზარეულოში შეხედვა ჩემსავით პრობლემას წარმოადგენს,  ნამცხვრის ერთი ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გიორგი ბარნაძემ ექსკლუზიურად ქერებს გვაჩუქა. 🙂

დავიწყოთ:

ვიმარაგებთ:

კვერცხი – 3 ცალი

შაქარი – 4 ჩაის ჭიქა

მაწონი – 500 გრამი

მარგარინი – 1 შეკვრა (150-200 გრამი)

სოდა და ვანილი უკვე თქვენს გემოვნებას მივანდოთ 😉

მომზადების წესი:

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ მაწონი, რომელიც უკვე სოდასთან ერთადაა გახსნილი, და ეს მასა ერთად კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავადნოთ მარგარინის შეკვრის ნახევარი და მიქსერით ნელ-ნელა შევურიოთ მასას. თქვეფის დროს დავამატოთ ვანილი და ბოლოს ფქვილი, სანამ კარგ, სქელ მასას არ მივიღებთ. შემდეგ მასა ცხელ, მარგარინწასმულ ჟარონაზე მოვათავსოთ და ღუმელში 200 გრადუსზე შევდგათ.

ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, შეგიძლიათ, ფანტაზია თავისუფლად “გამოიძახოთ” ^_^ გიორგიმ მარმელადით გააფორმა და იმის მიუხედავად, რომ მსგავსი ტიპის ბისკვიტი, ალბათ, ბევრ ჩვენგანს არაერთხელ გაუკეთებია, დამეთანხმეთ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტკბილეულს მამაკაცი ამზადებს, თან 16 წლისაა და პლუს ძალიან ნიჭიერი და წარმატებული თავის საქმეში. 🙂 თქვენ მას უკვე იცნობთ. 😉

მოკლედ, მოიმარჯვეთ ჩაი, ყავა, რომელსაც ინებებთ და გემრიელობას გისურვებთ. 😉

მზადაა! ^_^

BeFunky_3.jpg

ტრადიციულად სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: