FourSeasonerra ჩვენებურად :)


2waiter_668599n1მომსახურების სფეროს ქართულ თავისებურებებთან დაკავშირებით იაპონურის მაგალითზე მეწერა, მაგრამ კიდევ ერთი ახალი უნდა გითხრათ 🙂

ნუ, ზოგადად ხარისხში პრობლემა რომ გვაქვს, მიმტანები თავ-პირს იმტვრევენ, სანამ შეკვეთილ ბლუდას მოგიტანენ და კაფეში ყოფნის წუთებს მათზე ნერვიულობაში ატარებ, უცხო ენას მათი დიდი ნაწილი იმ დონეზეც კი რომ არ ფლობს, მენიუში რაც აქვთ, მათი მნიშვნელობა მაინც ესმოდეთ, ყალბი ღიმილის მეტს რომ ვერაფერს ხედავ, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ დღეს Four Season-ში ეგზოტიკური ხილის ნაყინი რომ შევუკვეთე და მხოლოდ ხილით “გამიმასპინძლდნენ”, ტირილი მომინდა…

ერთის მნიშვნელობაც მესმის და – მეორისაც, მაგრამ რას ვიზამ, თუ თვითონ არ ესმით?

არადა, ნახეთ, ასე თუ არაა 🙂

ეს შევუკვეთე

485661_316737145068926_944856560_n

სამაგიეროდ, ეს მომიტანეს და აქ თუ ნაყინი იპოვეთ, ჩემზე კაი ტიპები იქნებით 😀1891146_814211201938934_1760442115_n

ბოლოს მაინც იქამდე მივდივართ, რასაც ამ თემასთან დაკავშირებულ ბოლო პოსტში ვამბობდი:

ერთს შეუკვეთავ – მეორეს ინიშნავს – მესამე მოაქვს…

წყნარად ეტყვი – “ახლავე”,– გეტყვის – მიდის და იკარგება…

მეორედ ეტყვი – იკოპება – მიდის – მოგიტანს და ისეთს დაგიხეთქებს, გეგონება, რამე გმართებს…

მესამედ დაუძახებ – ისეთი სახით და ჟესტიკულაციით მოდის, უკვე თვითონ გიჩნდება შეგრძნება, რომ დააშავე და ეჭვი შეგაქვს, მართლა ხომ არ გაქვს მისი ვალი…

გაუძელით, ხალხო, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული! გაზაფხული თუ არა, რამე, მაპზე უკეთესი მაინც. 😉

გაოგნებული, მაგრამ მაინც სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: