ჩემი ხუთეული ♛


coronaმოოოვედი 😉

მოკლედ, ჩემს ბოლო პოსტზე ისეთი ამბავი ატყდა, თვითონ რომ არ მიფიქრია და მივარაუდია 🙂

ბევრიც მაკრიტიკეს, მაგრამ სულ არაა პრობლემა – ამის უფლება აქვთ, თუმცა, სანამ ადამიანები პერსონალურ ბლოგსა და ფორუმზე გავრცელებულ ინფორმაციას შორის განსხვავებას დაინახავენ, “მის საქართველოს” მიმდინარე სეზონზე ჩემი ხუთეული უნდა წარმოგიდგინოთ, ახლა ვნახოთ, სად დაემთხვევა აზრები:

მოდი, იმით დავიწყოთ, რაც ისედაც ნათელია: ჩემთვის ამ სეზონზე პირველადგილოსანს, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია!

1.

ანი ლეთოდიანი

2.

თამთა რუხაძე

3.

ნიკი აბაიშვილი

4.

ელენა წიკლაური

5.

ana zubashvili

მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ “მის საქართველო” საბოლოოდ მაინც საერთაშორისო კონკურსებზე წარდგენის მექნიზმია, ჩემი არჩევანი მხოლოდ კარგი გარეგნობის გამო არ გამიკეთებია, მათი კრიტერიუმებიც გავითვალისწინე.

თუმცა, რომ არა მაღალი კონკურენცია, მე ამ ჩამონათვალში დარო მურუსიძეს, ნატა დემეტრაშვილსა და ელენე გამყრელიძესაც მოვიაზრებდი… მაგრამ გავითვალისწინოთ, საერთაშორისო კონკურსებზე რა მოთხოვნებია, მერე გული რომ არ დაგვწყდეს, რატომ დარჩა ჩვენი კონკურსანტი (კიდევ ერთხელ) კიბეზე. თუმცა, ეს ყოველთვის კონკურსანტზე არ იყო დამოკიდებული, მაგალითისთვის, ჯანეტ ქერდიყოშვილს აბსოლუტურად ყველა მონაცემი ჰქონდა, მაღალ ეშელონებში მომხვდარიყო, თუმცა, მადამ კიწმარიშვილს “ლაკოსტას” ნიღაბზე თანხა აკლდებოდა, როგორც ჩანს და ჯანეტი ამიტომ მოყვა “პრიკუპში”. არადა, ჩემი აზრით, საქართველოს ასეთი “მისი” ამ კონკურსის არსებობის ისტორიაში ჯერ არ ჰყოლია. არა, კი მეუბნებიან, ოსი რომ ხარ, ამიტომ ხარ სუბიექტურიო, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება? ამ დრომდე ჯანეტი საუკეთესოა! 🙂

არადა, თავად ნახეთ, ჩვენს “მისებს” ვისთან უწევთ “შერკინება” და რა კრიტერიუმებით აურჩევია აქამდე ჟიურის…

იხ. ლინკი

მოკლედ, ასე, “ფეიქ” პროფილებით ჩემი ლანძღვისა და ბლოგის რეიტინგისთვის რეკორდულად გაზრდისთვის მადლობა მადამ კიწმარიშვილს, იქნებ, ამის შემდეგ მაინც ეყოს ტვინი 😀 არადა, მართლა არ ველოდი, ჩემი ლოკალური მნიშვნელობის ბლოგის რეიტინგი ასე თუ გაიზრდებოდა. ნუ, კარგი “პიარშიკი” ვარ და, ია, ასე ნუ გააგრძლებ, თავში არ ამივარდეს, ვშიშობ 😀 პოსტი რომ დავდე, ბლოგს 11000 ნახვა ჰქონდა, დღევანდელი მონაცემებით კი, თავად ნახეთ 😀

record

ისე, მაგ დედაკაცს ვინმემ აუხსენით, რომ ყოველ სეზონზე, მის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე რაღაც “ჩეპე” აუცილებლად რომ ხდება, კარგი პიარისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა საჭირო არაა, მაქინაციების, ბავშვებისთვის გულის დაწყვეტისა და უგემოვნობის გარეშე გაცილებით უკეთესი პიარი კეთდება. 😉

კომენტარებში, იმის მიუხედავად, რომ ბლოგის “ჰედზე” ჩემი ფოტოა, რატომღაც, ჩემი ფიზიკური მონაცემების შესაფასებლად მაინც ითხოვდნენ. ისე, გამარიაჟების გარეშე, გამარჯობა, დაგენახვებით, მაინც პარადოქსია, სად “მის საქართველო” და სად “ჯასთ” მიო გაზაშვილი 😀

მეც გავაუპატიურე ვეფხვი, რა პრობლემაა? 😀

ისე, ახალი თაობის საყურადღებოდ, ეგ დიდი ხნის ხუმრობაა და ერთი ასეთი “საშიში” ფოტო, მგონია, ყველას მოეძებნება 😉

avatar

1234

602958_578753682151355_1446951132_n - Copy

opa

ნუ, აქ უკვე კაააააი ნასვამი ვარ 😀

mi 1

miiiiiiiiiii

ჩემი თმის ფერის ორიგინალობის თემაზე კი, ინებეთ, ბატონო 🙂

იხ. ლინკი

ჰოდა, ახლა მე თავი დამანებეთ და ჩემს ხუთეულზე თქვენი აზრი გამიზიარეთ, თუნდაც, ხუმრობით, არ მოგერიდოთ 😉

კვლავაც ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

Advertisements

9 thoughts on “ჩემი ხუთეული ♛

Add yours

  1. არ შემიძლია არ დავეთანხმო შენს პოსტში მოყვანილ შენიშვნებს… პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ხუთეულისთვისს.. შესანიშნავი არჩევანია… წარმატებები….

    1. გმადლობთ, გური 🙂
      მიხარია, რომ ასე ფიქრობთ და, ასევე, წარმატებებს გისურვებთ 🙂

  2. getanxmebi da chemi azrit scori archevania, is letodiani vigacas magonebs, romeligac celebrits magram ver vixseneb 😀 dzaan magari gogoa da niki abaishvili momecona kide, me meore adgilsac mivcemdi 😉

  3. კი, ნიკი ძალიან ეფექტური გოგოა, მაგრამ მეორე ადგილის ამბავში, ამ შემთხვევაში, უფრო ტიპაჟიდან გამომდინარე, თამთა რუხაძემ გადამძალა 🙂

    თუუუმცა, ნიკის დიიიდი სიამოვნებით ვიხილავდი “ვიცე-მისის” ამპლუაში ნებისმიერ საერთაშორისო კონკურსზე 😉

    თანაც, რამდენიმე ვიდეო რგოლი და ჩანაწერი რომ ვნახე, მართლა კარგი გოგოა ნიკი ✌

    1. კეთილი სურვილისთვის დიდი მადლობა, მაგრამ დამავალებთ, გინებისგან თავს თუ შეიკავებთ, მე მათ იმავეს არ ვუსურვებ, მითუმეტეს, რომ ვიცი, ეს გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა გააკეთა, ვიდრე – ჩანდა 🙂 უბრალოდ, კიწმარიშვილმა ბევრი რამ არ იცის, როგორ აკეთოს 🙂
      თქვენც წარმატებებს გისურვებთ 🙂

    1. აჰააამ 😀 კრიტიკოსებს რა მოუტანა, ის ვთქვათ, თორემ ყირაზე რომ გადავიდნენ, მაინც ვერაფერს დამაკლებენ 😉 😀

      გმადლობ, თათა, რომ შემომიერთდი ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: