“მის საქართველო 2013” და ისევ ვიღუპებით


croარის! აღსრულდა ოცნება! მაგრამ მიზანს რამდენად მიაღწევენ, ოოოო…

ყველაზე კონკურს “მის საქართველოს” კონკურსანტების ფოტოები დაიდო.

და, აი, აქ აღმომხდა “ვააააავა”…

ბევრი რომ არ ვიქაქანო, მადამ კინწურაშვილის მისამართით ერთ კითხვას დავსვამ:

შე ქალო, ამდენი წელი ტვინს რომ ბურღავ, ასეთი და ისეთი წარმომადგენელი ვარო, ჩინეთში ძლივს ყიდი შენს მოდელებს და თითქმის ყველა კონკურსში არც ცოცხლებშია ჩვენი მონაწილე, არც – მკვდრებში, რაღას მეპოზიორები?

კითხვა დასრულდა.

ახლა მონაწილეებს გაჩვენებთ (ნუ, ვისაც ჯერ არ გინახავთ) და, აქვე, ჩემს რეაქცია–ემოციასაც ლაკონურად გადმოვცემ:

გამარჯობა, ანა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით…

ana garozashvili

დედამ უთხრა, ჩემი მზე ხარო და, აი, ანათებს!

ana zubashvili

როგორი შემცბარია… :/

ანი ზარიძე

ჩემი იმედი ამ სეზონზე…

მართლა…

ანი ლეთოდიანი

ამას BMW–მ ძალიან ახლოს ჩაუქროლა…

დარო მურუსიძე

“ელე”… ოჰ! ჩვენ ბოდიში!

ელე გაგნიძე

რაღაც ვაწყენინეთ…

ელენა მარიამიძე

აკორდეონი მთაში დარჩა

ელენა წიკლაური

“ეს კორსეტი ჯობდა, ჩემს ქორწილში მცმოდა და არა აქ… აი, დამთავრდეს კონკურსი” 😉

ელენე გამყრელიძე

ვეფხვი (ან “მა”) გააუპატიურა? 😦

ის კი არა და, მკერდი რატომ აქვს გვერდზე მოქცეული? O.o აა, იმიტომ? ოკ.

თაკო ნასყიდაშვილი

ვაიმე

თამარ უგრეხელიძე

არაა ეს ცუდი ბოვშვი, მაგრამ ულვაშები ამოეიმასქნებინა, არ იქნებოდა ურიგო…

არადა, მართლა კარგია…

თამთა რუხაძე

შვლის ნუკრის თვალებით რომ არ მიყურებდეს, ვიფიქრებდი, შვლის ნუკრი ხომ არაა მეთქი…

თეო ქარცივაძე

ეს ის? იმ ჯაბანას?..

თიკა ჯაბანაშვილი

ვინ ატირა ბავშვიიიი?

ლიკა როგვავა

მონიკა ბელუჩი! ვიღუპებით, მგონია…

მაკა გიგაური

თუ გადავწყვიტეთ, დაგიკავშირდებით (უნაირო ღიმილი)

მარიამ არზამაზოვა

აი, სად ისა, რა ჰქვია

მარიამ ბოჭორიშვილი

დედასი უბრალოდ, სხვაგან მოხვდა და რა ქნას? :/

მარიამ ილურიძე

რა უნდა?..

მარიამ მათიაშვილი

ააა, უნდა…  ♛

მარიამ შერმაზანაშვილი

ამან შეიცნო შეუცნობელი და დაინახა!

მარიამ ცაგარეიშვილი

ჩემი ბლოგის შემარცხვენელი…

ნათია როზომაშვილი

ნუ, facebook–ზე დაქალმა დაუკომენტარა, ნააატ, ჩემი ❤ ხარო და…

ნატა დემეტრაშვილი

დაკეტეთ “ვარატა“! 🙂

ნიკი აბაიშვილი

წადი შენ, დედიკო, სახლში, გეძინება :*

ნინო ბიბილაშვილი

აქ მართლა ისა, რა ჰქვია… ნუ, ზემოთ რაც ერქვა…

ქეთი ნოზაძე

არადა, არ ჰგავს სვანს..

ქეთი სვანიშვილი

პ.ს. დიზაინერისა და ფოტოგრაფის ვინაობა მაინტერესებს, უხარისხო და გაუყიდავი რა დარჩათ კიდევ, მინდა, ვიცოდე…

სულიერად მოვწყდი…

დაინდეთ ეს ბავშვები…

პ.პ.ს. ამ პოსტს Beauty&Health კატეგორიაში ვერ ჩავსვამ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ მერე, ვიცი…

სულ სიმშვიდესა და კარგ ამბებს გისურვებთ.

მადამ კიწმარიშვილმა ჩემი პოსტის გამო ვენები თუ გადაიხია, ეს პოსტი აჩვენეთ და დამიწყნარდეს 😉

სიყვარულით და, ამჯერად, ტანჯვა–წამებით მიო ❤

Advertisements

49 thoughts on ““მის საქართველო 2013” და ისევ ვიღუპებით

Add yours

  1. სხვებს რომ აკრიტიკებ შენი ფოტო დადე ახლა ჩვენ დაგცინოთ!

    1. ცუდი და საკონკურსო ერთი არაა, ჩემო კარგო 🙂 თუ პროდუქტს მაწვდი, ე.ი. უნდა მოვიხმარო და როცა უხარისხო ან უხარისხოდ შეფუთულ პროდუქტს მაწვდი, მაინც შენი პრობლემაა 🙂

      პ.ს. გოგოებს პირადად არაფერს ვერჩი, აბა წარმოიდგინეთ, ამაზე რომ სერიოზულად დამეწერა 🙂 დამიჭერდნენ 😀

      1. საქმეც ამაშია, “კვალი” და დანაშაული კიწმარიშვილამდე მიდის.

        გოგონებს რაც შეეხებათ, მხოლოდ იუმორია, კარგად გადაიკითხეთ, გოგონების კრიტიკას ხედავთ? 🙂

        მე სხვა რამე მიწერია აშკარად 🙂

  2. mis ბოღმა 2014 xar
    რას ერჩი ამ გოგოებს, წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი ლამაზი გოგო გყვავს წელს :)….

    ამ გოგოებზე ცუდი რომ თქვა ოდნავ მაინც უნდა ჯობდე რომელიმეს მიო 😛

    1. ამ გოგონებიდან რამდენიმემ ქვეყნის სახელით მსოფლიოს ხელი უნდა გაუქნიოს, მე ბლოგერი ვარ და არაფერი მიჭირს 🙂

      განსხვავებას ხედავთ? 🙂

  3. martali xar bloger konkursi qveynis saxelit tardeba da ashkarad uketesi gogoebi gvyavs imattan shedarebit visac amarjvebineben.es pirveli postia shens blogze romelsac vkitxulob exla yvelas gadavikitxav 🙂

  4. დაკეტე ვარატა კარგი იყო :დ:დ:დ

    ორპირი ქარი მართლა არ მიყვარს ))) მაგრამ შენი ფოტოს შეფასების საშუალებაც რომ მოგვცე, არ იქნებოდა ურიგო )

    1. ნიკი, ჩემო კარგო, “ჰედზე” ჩემი ფოტოა 🙂

      იას მოერიდეთ უბრალოდ, გაცილებით დიდი მიღწევები გექნებათ, ცოდოები ხართ მის ხელში 🙂

      პ.ს. ეგ ფრაზა სიმღერიდანაა 😉

      წარმატებები 🙂

  5. ასიანი ეგაა ^^ მარა ლეთოდიანიც არ ვარგა :/ ახლა ვნახე მაგის სხვა ფოტოები :/ კაშმააარ

    1. რა გითხრათ? მე ეს ფოტოები ვნახე და ეს კონკრეტული შემოთავაზება შევაფასე 🙂

      მეც ჩემი რჩეულები მყავს, მაგრამ ჩემზე ვერაა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის აზრი დამოკიდებული (მაინცდამაინც) 😀

      უბედურებაც მაგაშია, კიწმარიშვილს, როგორც წესი, ან არ უნდა, ან ვერ ფუთავს ჩვენს გოგოებს ისე, როგორც ეკადრებათ…

      ჯანეტის ცოდვა არ მოასვენებს მარტო მაგას 😀

  6. niangis foto amoige da zemot sheni blogis amrjvena kutxeshi chasvi. chipamde rom ver miwvdebi am gogonebs simaglit (ho,gadavqeqe sheni blogi da gipovne) aman gagamwara,ubralod kritikashi gichirs tu orive ertad? p.s. ver vitan naturalurad ara “blondebi” naturalur “blonde” gogoobas rom ibraleben..mokled,shemovedi,dagcine,gavedi.

    1. კითხვა თუ არ გამოგდის, რატომ ცდილობ? 🙂

      დაგხვდი, შემეცოდე, შენი კომენტარი გამოვაჩინე და გიშვებ, რა გავაკეთო მეტი?

  7. თუ ყველაფერი ჩაწყობილია, ამ გოგოებს ჭკუა რატო არ აქვთ იმდენი რო მონაწილეობაზე უარი თქვან? ყოველ დღე მხვდება ქუჩაში ამათზე ლამაზი გოგო მაგრამ ეგ ჩემი გემოვნებაა.. ვისი გემოვნებით არჩევენ ამათ?

    1. საქმეც იმაშია, რომ ეს გოგონები (არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისზე ლამაზია) მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოთაღნიშნული მადამი უკვე რამდენი წელია, ბაზარს აფუჭებს, ცნობიერებას იმახინჯებენ. სრული მონოპოლიაა ამ სფეროში და ესაა მთელი ამბავი. ნუ, პოსტის აზრი ვერ გაიგეს, ოკ, მაგრამ ნიანგს სახეზე დააკვირდნენ, იქნებ, იცნონ ვინმე 😀 სადაც ეს პოსტი დაიდო, ყველგან თავისი სოცმედია შემოყარა, ისეა აჟიტირებული, მაგრამ რეალობას ვერ შეცვლის, რამდენიც უნდა იხტუნაოს 🙂

      ასეა, თუ – ისე, ბევრი რამაა შესაცვლელი, აი, ასეთი მოცუცქნული ბავშვები (ნუ, დიდი ნაწილი) კიწმარიშვილის უგემოვნობის გამო მომავალს არ უნდა იფუჭებდნენ… მე მლანძღონ “ფეიქებით”, IP-ს რას უზამენ? 😀

  8. dzalian sawyali da sheuracxmyofeli blogia, avtori albat arc dafiqrebula vin misca am gogonebis individualurad sheuracyofis miyenebis ufleba? da saertod ra sachiroa amdeni cinizmi? tu ar mogwons zogadad tqvi rom ragac an vigac ar mogwons magram vefxvi(ma) gaaupatiura da egetebi sakutari tavis mimart didi upativcemulobaa.

    1. 1. “საწყალი” – ეს თქვენი შეფასებაა და სრული უფლება გაქვთ 🙂
      2. უფლება მაქვს იმდენად, რამდენადაც – თქვენ. ბოლოსდაბოლოს, კარგად დაკვირვებოდით ტექსტს, რომ რაც ეწერა, სწორად გაგეგოთ 🙂 “მის საქართველო” ქვეყნის სახელით ტარდება და ორგანიზატორს ამავე ქვეყნის მოქალაქის აზრის მოსმენა უნდა შეეძლოს 🙂 თუ არ შეუძლია, უნდა დაყენდეს 😉
      3. ვიღაც ან რაღაც რომ არ მომწონს, ამას ჩემს პირად ბლოგზე ვწერ და აქამდე თუ (და ფაქტია) არ გიცდიათ, პერსონალური ბლოგის ფუნქცია–დანიშნულებაზე ინფორმაციის მოძიება, ახლა გააკეთეთ ეს 🙂

      პერმალინკი მაინც გაგეხსნათ, თქვენც იხალისებდით კიდევ ერთხელ იმ თემაზე, რაზეც აქამდეც ბევრჯერ გიხალისიათ 🙂

      წარმატებას გისურვებთ 🙂

  9. ahahaaa.vin xar asetiii am gogonebs rom akritiikeb ? ramdenimes vicnob da ulamazesebi ariann, suratebshi kidev ar chans mati silamazee. rodis miivallt kartvelebii im donemmdee ertmanetis landzgvass da ertmanetshi nakleebis dzebnas tavs rom davanebebbt da sakutar taveebze vipikrebbt ? :\

    1. გილოცავთ, თქვენც გცოდნიათ კითხვა 🙂 თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ მექანიკურად…

      კომენტარებს მაინც დახედეთ, პოსტის ტექსტს თუ ვერ იგებთ 🙂

  10. me-12 gogos tu ar vcdebi tamta rukhadzes davakvirdi da ulvashebi ar aq ashkarad. da ravici… yovelshemtxvevashi me ver davinaxe. chemi azrit cudataa damushavebuli da mag adgilas chrdilia. ubralod mesmis es saqme da imitom gadavwyvite komentaris dawera.

    1. მეც მესმის თქვენი 🙂
      თამთა მომეწონა და აღვნიშნე კიდეც. შესაძლოა, თქვენ მიერ ნახსენები მიზეზის ბრალია, მაგრამ, ფაქტია, საკმაოდ ცუდად ხვდება თვალს…
      გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით 🙂

  11. მე ყველაზე ძალიან ის გამიკვირდა, რომ მიოს დაწერილ პოსტზე ასეთი საცოდავი და უსუსური კომენტარები დამხვდა. იცით რა არის? ბევრ თქვენგანს თავადაც უხუმრია, უფრო მწარედაც ამ თემაზე და მარტო იმიტომ, რომ თქვენს აზრს ვერ გამოხატავთ საჯაროდ მიოს ერჩით. მე თქვენს ადგილას შემრცხვებოდა ძალიან, რადგან თქვენი საქციელი თქვენს უსუსურობაზე მეტყველებს მხოლოდდამხოლოდ!
    მიო, ლეთოდიანი მართლა რა კარგია! მეც გეთანხმები არჩევანში, არაჩვეულებრივი გოგოა და წარმატებას ვუსურვებ!

    შენ კიდევ სიმართლის ეტალონი და ჩემი სიამაყე ხარ, ჟურნალისტიკაში შენნაირები რომ იყვნენ ასეთ დღეში არ იქნებოდა არც თვითონ ჟურნალისტიკა და არც ეს ხალხი, რომელსაც შენი თქმის არ იყოს, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაც კი არ შეუძლიათ! შორიდან გადევებ თვალს და ძალიან კარგი გოგო ხარ, ვხედავ, რომ რადგან ამ ხალხში ამის ხმამაღლა თქმა შეგიძლია, ძალიან ძიერი ხარ, ასე გააგრძელე, შენი უფროსი კოლეგის თხოვნა იქნება და ასეთივე ძლიერი, ლამაზი, ნიჭერი და მაგარი დარჩი! ყველაზე მეტს შენნაირ სუფთა ადამიანებს ესვრიან ტალახს, შენ ეს სიტყვებში გეტყობა!

    გმადლობ სიმართლისთვის, რომელიც უსუსური, შეუმდგარი და რეალურად ბოღმა ადამიანებისგან განსხვავებით შენ არ დაფარე!

    1. ნუ, რას ვიზამ? ყველა ერთნაირი წარმატებით ვერ იგებს 🙂
      ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის 🙂
      წარმატებას გისურვებთ 🙂

  12. თქვენ რა მაგარი ბოღმა ხალხი ხართ 😀 კაროჩე გოგომ თვისი აზრი დაწერა, რომელსაც თქვენც ეთანხმებით, პროსტა მაგის აღიარების ტრაკი არ გაქვთ და ლაქუცობთ რა. და თუ მაგ გოგოების ახლობლები ხართ, პირში სიმართლეს ვინც გეუბნებათ იმათ კი არ იმენა მაგათ მიხედეთ, რომ გათხოვების გულისთვის ტრაკები არ გამოაჩინონ რა. მე უფრო მეტსაც ვიტყოდი ლიჩნად, ბლონდმა მიომ დამასწრო პროსტა 😀 სექსი თუ უნდათ აუცილებელი კი არ არის გათხოვდნენ და რო გათხოვდნენ აუცილებელი არ არის, რო მის საქართველოში მიიღონ მონაწილეობა რა. რამდენიმე მეც მომეწონა, მარა უმეტესობა იმენა ჩამოუყალიბებელი ღლაპია და ან ისწავლონ, ან მართლა გათხოვდნენ და თავებს მიხედონ, რა პონტია? ამ ნიანგმა კიდევ ხო ტვინი გაგვიხვრიტა თავისი გემოვნებით არჩეული გოგოებით რა! ვინ ჩემი ფეხებია პროსტა? საღოლ მიო, მიაწექი ბოლომდე, ესენი აქ ვინც წერენ ყველანი ტრაკგარეშე ფიგურები არიან და ხნას ვერ იღებენ, მაგარი ხარ! 😀

    1. რაა აქ გაუგებარი? “ობრაზი” არაა, თქვენ რა გაწუხებთ?

      ისე, “ადმინ” არა, ავტორი 🙂

    2. saertod arafrismtkmeli saxe akvs mag gogos da shengan gansxvavebit me dzalian kargad gavige avtori rasac ambobs. gasagebia, rom axlobelila, magram sakonkursoa eg gogo? bevrad lamazi gogoebi dadian kalakis kucheshi, regionebshic, ra unda magas mand? sul egaa kartuli silamaze? ki, bazari araa, kargi bavshvia, mara magis weras da idioturad gaketebul konkursze gashvebas, is utxarit iscavlos da karieras an ojaxs mixedos, rato aubedurebt bavshvs? eg mand mainc ver gaimarjvebs, tu samartalil arsebobs da tyuil imeds ratom adzevt? ar gecodebat tkveni axlobeli?

  13. lasha rac arici imaze nu laparakob egre mitumetes pirad ar icnob da ar ici rogoria da erti fototi nu afaseb adamians bazari araa mec magrad ar momwons es surati da realobashi absuluturd gansxvavebulia sheidzleba ver gaimarjvos mgram mand vincarian 95%s jobiaa imito ar vidzaxi ro chemi daaa.

  14. რა ნათლად წარმოაჩენა ეს პოსტი, ფოტოები და კომენტარები დღევანდელი ქართული საზოგადოების სახეს!

    1. ნუ, სადამდეც შეგვიძლია, იქამდე “ვქაჩავთ” 🙂

      მთქმელს კი გამგონი უნდა, ეს ფაქტია 🙂

  15. ჰეი, ბლოგერების დედოფალო, ოდესმე ბლოგერების კონკურსში მიგიღია მონაწილეობა? ან თუ აპირებ? შენი ბლოგი რომ ასე აბუჩად აიგდოს ვინმემ, რას იგრძნობ? თუ ეს აქამდე არავის გაუეკთებია, იმას არ ნიშნავს, რომ დაცინვას არ იმსახურებს. საჯარო დაცინვა მდაბიო საქციელია და ცოტა თუ კადრულობს ამას.

    1. არსად არაფერში მიმიღია ბლოგერის სტატუსით მონაწილეობა და არც ვაპირებ. ბლოგის გარდა 1500 საქმით ვარ დაკავებული. მეორეც: აწ უკვე გაოცებული ვკითხულობ ასეთი შინაარსის კომენტარებს… ყველას სათითაოდ რომ სჭირდება განმარტება, ძალიან ცუდი მგონია, ერთმანეთის კომენტარები მაინც წაიკითხეთ, ხომ შეიძლება? :/

      კიდევ უფრო მოკლედ: ჩემი ბლოგი მხოლოდ თავის მცირერიცხოვან, მაგრამ აზრიან მკითხველს ემსახურება, საკუთარი აზრის გამოთქმა კი კონკურსზე, რომლის გამარჯვებული ქვეყნის სახელით მის ფარგლებს უნდა გასცდეს, სრულიად ლოგიკურია, აბუჩად აგდება? არა! მოყვარეს პირში ვუზრახავ, საკუთარ შვილებს აბუჩად ნუ იგდებენ და თუ ასე რთულია, გონება დაიხმაროთ და ასეთი მცირე მოცულობის ტექსტი სწორად გაიგოთ, თქვენგან ჩემი მოცუცქნული ბლოგის კრიტიკას ვერ და არ მივიღებ.

      წარმატებას გისურვებთ…

      1. მცირერიცხოვან მკითხველში მეგობრების და ნათესავების ვიწრო წრე იგულისხმება ალბათ. ამ წრეს საკუთარ შეფასებებში სუბიექტურობის მომენტი უდავოდ აქვს, ისევე, როგორც შენ – მათ მიმართ. თუ შენი ბლოგის შესახებ ობიექტური აზრი გაინტერესებს, იმის მიხედვით უნდა გასაჯო, თუ რა კომენტარებს გიწერენ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები და საერთოდ, გყავს თუ არა ასეთი მკითხველი.

        პასუხის გაცემისთვის თავს ნუ მოიცდენ, 1500 საქმე გქონია მოსასწრები, უბრალოდ, ჩემი რჩევაა, მომავალში გაითვალისწინო, რომ თუ ვინმეს კრიტიკას აპირებ, ჯერ თავად უნდა მოიპოვო სათანადო ავტორიტეტი და რეპუტაცია.

      2. ახლობლებს და ნათესავებს პირადად ვეტყვი ჩემს აზრს. ბლოგს 1000-ზე მეტი “ლაიქერი” ჰყავს, მკითხველის კოეფიციენტი როგორ აითვლება, წესით, კოლეგა ბლოგერმა უნდა იცოდეს 😉

        ბლოგის შექმნის მიზეზზე გამოცდილი (ჩემზე მეტად) ბლოგერი მიხვდება, როგორ უნდა შეიტყოს 🙂 თუ ფიქრობთ, რომ ჩემს პირად ბლოგზე ჩემს პირად აზრს რომ ვწერ, ამისთვის ანგარიში ვინმეს და, მათ შორის, თქვენ უნდა ჩაგაბაროთ, აზრი უკვე მიჩნდება, რამდენად კვალიფიციურად უდგებით საკითხს 🙂

        მე ეს ფოტოსესია სრული უგემოვნობა მგონია, კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ეს ჩემი პირადი აზრია. დაწერეთ, შემოგვთავაზეთ და გავეცნობი, არ მიჭირს. მე რა სტილითაც მოგახსენეთ, ისე დავინახე და ამაში გასაკვირი არაფერია 🙂 ავტორიტეტი თქვენს თვალში? იყოს 😉 რეპუტაციაზე ნუ გააგრძელებთ 🙂 ჩემს სფეროში თქვენ აშკარად არ გესაქმებათ, თორემ ამას არ იტოდით, ამიტომ ბლოგს მიხედეთ, გამოჩნდით და შევფასდეთ 🙂

        პ.ს. არის მოთხოვნა-არის მიწოდება 😉

  16. თიკა ჯაბანაშვილზე ვერ მივხვდი ?! ისე დამიჯერეთ, საოცარი ფოტოებია აქ. ეს გოგონები ბევრად უკეთესები არიან და ვისაც ვიცნობ, იმსახურებდნენ მანდ ყოფნას და მით უმეტეს უკეთეს ფოტოს :)) ისე სხვა ფოტოებიც დაიდო და შეგიძლიათ ნახოთ :)))

    1. ვერავინ ვერაფერს ხვდებით 😀
      კითხვა ხომ იცით? ჰოდა, კარგად წაიკითხეთ: ეს პოსტი ჩემი რეაქციაა ამ ფოტოების ნახვის შემდგომ. მე ნუ მიხსნით, ვინც ასე წარმოაჩინა, მას მოსთხოვეთ პასუხი, მე ზუსტად ეს გავაკეთე.

      ისე, ჯაბანაშვილზე რატომ ვერ მიხვდით, მიკვირს…

      პერმალინკი ჰქვია მაგას, ნარინჯისფრად რაც ჩანს და უნდა დაუწკაპუნოთ…

      1. რატომ და იმიტომ, რომ სულაც არაა ხუმრობა, ჩემი აზრით. ხომ გამოხატეთ თქვენი რეაქცია ფოტოების ნახვის შემდეგ, მე კომენტარების ნახვის შემდეგ გამოვხატე ჩემი რეაქცია და აზრი. ასე რომ ყველა თავისთვის ყველაფერს ხვდება ;))

      2. ეს გასაგებია, მაგრამ პოსტის არსზე ვსაუბრობ და მაინც ვერ მიხვდით…

        არაფერია, მაინც მაქვს იმედი ❤

  17. auuu ra magrad vicine 😀 😀 😀 😀 sagol mio sagoool! tkve chemis gadangreulebo tkven ufro magrad ar gadaobt magatze? dasinis ara chei fexebi, dzaan magaria da vafshe iumorshi magrad chedavt 😀 magaria mio!!!!!!!!!!!!!!!!!!!! vxoxav imena :DDDDDDDDDDDdd

  18. ძაან მაგარი პოსტია და კაია რო ვიღაცამ მაინც თქვა სიმართლე! მაგარიაააააააააააა! ეროსას ნაშა ჩამოაგდეთ სკამიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: