როცა წერილსა სწერ და გეწუნწკლება მელაააანიიიიი, ანუ, რატომ არ უნდა ჩაიცვათ შავი


womanკაი გამარჯობა თქვენი 😉

ეეეხა, რა მინდოდა, მეთქვა:

ისე ჩავიახალწლე, თბილისში რა ქენით, დრო როგორ გაატარეთ და ა.შ., არ ვიცოდი. ამიტომ, სრულიად ნეტარი სახით ახალი წლის ტელეპროგრამის გადახედვა გადავწყვიტე და, რა გასაკვირია, პირველ რიგში, საახალწლო კონცერტის სანახავად myvideo.ge-ზე გადახვევა ვცადე.

თქვენ არ მომიკვდეთ! 31 დეკემბერს ვერ გაჩვენებო, ამეთვისტომ, მხოლოდ 1 იანვრის 00:00-დან შემომანათა…

კარგად მახსოვს… ლელა იყო… წურწუმია… შავი ეცვა დედა დედოფალს… თვალი დამებინდა…

ტაკ! გამოვფხიზლდით!

ძალიან დიდ პატივს ვცემ ლელა წურწუმიას და არ დამიწყოთ ახლა, რომ ფანოღი, იგი! ესტრადა ქვეყანაში გვაქვს ისეთი, როგორც გვჭირდება მისი განვითარება. არ ვავითარებთ? ჩვენი ბრალია. თუმცა, ლელას, როგორც ქალს, მომღერალს, ხელოვანს, ზოგადად, პერსონას ვერაფერს დაუწუნებ. მაინც ვიფიქრე, ვიფიქრე და ღრმა წარსულიდან წამოსულ არაერთხელ ნაფიქრს გვირგვინიც დავადგი და რადგან სხვათა (დაპუსწიმ, ჩვენი რა მიდის, მათ შორის, კუწურიეთა) შეგონებამ არ გაჭრა (ნუ, ახლა, კუწურიეცაა და კუწურიეც), პირდაპირ უნდა მოგმართოთ, სხვა გზას არ მიტოვებთ!

  • ქორწილში
  • დაბადების დღეზე
  • წვეულებაზე (თუ სხვა გზა გაგაჩნიათ)
  • კონცერტზე (თუ სცენაზე დგეხართ და თუ არა – მითუმეტეს)
  • საქმიან შეხვედრაზე (ვინც გასწავლათ, თალხში შესამოსი და ფეხებით ჩამოსაკიდებელია)
  • სამსახურში (ყოველდღე)

შავი არ ჩაიცმევა! ქიხია!

და საერთოდ, შავი ვიცი მე “ტირილში”, ბიჭოს!

რამ დაგამწარათ? კარგი, ლ(ელა)წურწუმია, როგორც “ფეშენმაზერები”  უწოდებენ (სამართლიანად, კონცეპტუალურად), ბლანკოს ქვრივია. თქვენ რაღა დაგემართათ? მუცელი გეტყობათ? ა, ბატონო, გითხარით მე თქვენ გამოსავალზე:

ჰოდა, ეს მამაცხო(ვ)ნებული, თუ გგონიათ, რომ რადგან შავი ფერი გამხდარს გაჩენთ (და ნაწილობრივ ასეცაა), სულ თალხით უნდა იაროთ, გარშემოყოფებისთვის უარესს რომ შვრებით, ვერ ამჩნევთ?

აჰ, თქვენ გრძნობთ თავს კომფორტულად? ისე რა გითხარით თქვენ, რასაც ქვეყნის ბურძგლს და მატყლს ზედ იკრავთ სულ!
ვისაც ეხება, საკუთარ თავზე მან მიიღოს, დანარჩენზე კი ყველაზე მარტივად რომ გითხრათ:
  • ქორწილში

ადამიანს მისთვის ასეთ მნიშნელოვან დღეს (საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობ) თალხით რომ მიადგები და ულოცავ, გგონია, უხარია?

ტეხავს!

  • დაბადების დღეზე

“ფრივიეს” განმარტება წაიკითხე კარგად + დაიბადა, კი არ გარდაცვლილა, მიულოცე, ოღონდ თალხ(ამ)ით არა!

ტეხავს!

  • წვეულებაზე (თუ სხვა გზა გაგაჩნია, მაგრამ მაინც შავში ჩაეტენე)

თუ გეთალხ(ავ)ება და სახე ჩამოგტირის, წვეულებაზე რას აკეთებ, გაფიცებ ყველაფერს?

ტეხავს!

  • კონცერტზე 

პარტერში შენი კომპლექსის საფუძვლებს მაინც ვერავინ არჩევს/ამჩნევს, დაიკიდე და ისიამოვნე, რა! ნუ, თუ წურწუმიას ან ჩხეიძის კონცერტზე ხარ, ყურსასმენი იქონიე და ისე ისიამოვნე. “სერიოზნად” კი, ადამიანის განწყობა ტანსაცმლით რომ გამოიცნობა, შენნაირმა განათლებულმა ადამიანმა კი უნდა იცოდეს და თუ ჩათალხდი, რა გეკონცერტება?

ტეხავს! 
  • საქმიან შეხვედრაზე 

აზრი, რომ რადგან შავი აკადემიურია, საქმიან შეხვედრაზე მისწრებაა, მცდარია! ნებისმიერ ფსიქოლოგს ჰკითხე, ლურჯია ეგ და არა შავი, ნდობას რომ იწვევს და შენს უნარ-ჩვევებში რწმუნდებიან. არაა ეგ მაჰმუდი, არა! ნუ, არც შავი…

ტეხავს!

  • სამსახურში (ყოველდღე)

მოკლედ გეტყვი: ჩემმა მტერმა უყურა ყოველდღე კომპლექსისგან ბოლომოღებულ თალხოსანს!

ცუდად თუ არ გინდა, გამოიყურებოდე, ადექი (აქა-იქ მაინც, ზოგჯერ), გაიძრე ეგ თალხი, გაფერადდი და ხასიათიც გამოიკეთე! შავი!
ტეხავს!
და საერთოდ, ქართულ რეალობაში სადღესასწაულო სუფრაზე, შეხვედრაზე შავოსანს რომ ვხედავ გული მიწუხდება, მუხლი მეკვეთება, გული მიმდის, აი, ახლაც, წერილსა ვწერ და მელანი იწუნწკლება, რას მერჩი ან მე, ან – გარშემომყოფებს, ან – საკუთარ მამაკაცს (რატომ აყურებინებ შენს ცოდვას? იქნებ, მართლა ხედავს შენში ქალს და არა შავოსანს?)?
celianiდაგვინდე!
შავოსანი კაცი ვიცი მე ცელიანი და არ ხართ არცერთი ის!
ჩემები რომ ხართ, სიმონ, მიტო გეუბნებით!
პირადად მე ორი ერთეული შავი კაბა მაქვს, ერთი კოქტეილის, მეორე – თბილი და ღუნღულა ვერცხლისფერი ბრჭყვიალ-ბზრიალებით, მაგრამ სულ ამით არ დავდივარ, რაღა დაგიმალოთ. 🙂
ჰოდა, ასე სიყვარულით თქვენი მიო, ჩემი დაიკოები ❤

 ჰო, წერილის წერის დროს მელნის წუნწკლას რაც შეეხება და დათალხულ სიარულს გაეშვით 😉

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: