ნამდვილი „ბოჰემა“


1481130_563703473717713_484957434_nმოვედი ^_^

სუუულ ცოტა დაგვიანებით (სულ რაღაც ერთი დღის), მაგრამ მაინც ერთი სასიამოვნო შემთხვევის შესახებ უნდა გითხრათ: საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის „არქიტექტურული პრემია 2013-ს“ ნომინაცია „საზოგადოებრივ ინტერიერში“ რესტორანი „ბოჰემა“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა! 

ცნობისთვის, საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო არქიტექტორები და დიზაინერები იღებენ. რესტორან „ბოჰემას“ ინტერიერის დიზაინი „დიზაინ ბიუროს“ ეკუთვნის. დიზაინერებს – ნია მგალობლიშვილს, სოფო შევარდნაძესა და ია ლიპარტელიანს სასწაულად უმუშავიათ, მისულს ისეთი სასიამოვნო ინტერიერი დამხვდა.

მოკლედ, MClab-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნატა მჭედლიშვილმა ამ ფაქტის აღსანიშნავად გამართულ „გლინტვეინ ფართიზე“ დამპატიჟა და ძალიანაც გამახარა. აი, როგორ დავმალო! ^_^

ნატას შესაძლებლობებზე არაფერს ვიტყვი, რადგან საქართველოში (მათ შორის, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით საზღვრებს გარეთაც) თუ რამე კარგი „გაფხაჭუნებულა“, 100%-დან 30%-ში მაინც მისი პროფესიონალიზმი ურევია. ეს კი, ბაზარს თუ გადავხედავთ, მსუბუქად რომ ვთქვა, ერთი ადამიანის უნარების შესაფასებლად ცოტა სულაც არაა! 😉

ახლაც ნატა სათავეში MC Lab-ის მარკეტინგს უდგას, რომელიც მენეჯმენტ კომპანიაა და რომლის მართვაშიც 7 ყველაზე პრესტიჟული რესტორანია. მაინც გეტყვით: 😉

Bohema (გრილ ბარი), Loft (ამერიკული რესტორანი), Mandari (თანამედროვე ქართული სამზარეულო), Sakura (იაპონური რესტორანი), Buffet (იტალიური რესტორანი), Vong (აზიური სამზარეულოს ნაზავი), El Paso (მექსიკური რესტორანი).

სწორედ ერთ-ერთ მათგანში არაჩვეულებრივი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნების საშუალება მქონდა და ძალიან მოვიხიბლე (ვაღიარებ). 🙂

მუსიკოსზე უნდა გითხრათ, გემრიელი ხმა რომ აქვს და ისეთ მშვიდ, მაგრამ ამაღლებულ განწყობაზე გაყენებს, დამღლელი დღეების შემდეგ ყველაზე მეტად რომ გჭირდება. ალა ბერიძე “ბოჰემაში” ყოველ პარასკევს მარტო მღერის, შაბათობით კი – დათო მაზანაშვილის ბენდის თანხლებით. 😉


ყველაფერთან ერთად, კონკურსშიც ჩავერთე, რომელსაც MClab მართავს, და საუკეთესო ფოტოს ავტორს საააკმაოდ სასიამოვნო საჩუქარს გადასცემს! 😉

მოკლედ, მე საღამოს კადრებსა და  MusicBox-ის სიუჟეტს დაგიტოვებთ, თქვენ კი „ბოჰემაში“ ახალი წლის ასე სასიამოვნოდ გატარებაზე იფიქრეთ და სამოყვარულო დონეზე გადაღებული ჩემი ფოტო მოიწონეთ, რომელიც სიმბოლურად, რაღაცნაირად, ორი სამყაროს სამ ნაპირად აღვიქვი. 🙂

https://www.facebook.com/photo.php?fbid=778527455497463&set=a.775749962441879.1073741864.569400709743473&type=1&theater

1479758_563703480384379_796753072_n

1503716_563703490384378_1438353498_n

აქაურობა ზაფხულში წარმოვიდგინე და სუნთქვა შემეკრა, უკვე ვიცი, ზაფხულის ცხელ დღეებს სადაც დავაღამებ! 😉

1481275_563703483717712_476070410_n

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

2 thoughts on “ნამდვილი „ბოჰემა“

Add yours

  1. Обязательно посещу это удивительное место! ❤ ^_^ Столько раз хотела пойти, все не получалось! Но сейчас, в новогодние дни, грех не сходить! ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: