წინასაახალწლო მზადება “ბლონდების” სავანეში


fp-treeდარწმუნებული ვარ, წლის ეს დრო თითოეული თქვენგანისთვის ძალიან სასიამოვნოა – ახალი წელს ველოდებით! 😉

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩემთვის წინასაახალწლოდ მზადების პროცესს აქვს, სულ სადღესასწაულო განწყობაზე ვარ და იშვიათად, რამემ ხასიათი გამიფუჭოს.

ახალი წლის მოლოდინთან ერთად, კიდევ ერთი მიზეზი მაქვს – 1 იანვარს დაბადების დღესაც აღვნიშნავ. თუმცა, ახალი წელი მაინც პირველ ადგილზე რჩება, რადგან, როგორც სულ ვხუმრობ, მოსული სტუმრები იღლიაში “ბამბანერკაამოჩრილები” მოდიან ტექსტით: “ახალ წელს გილოცაააავ! უი, მიო, შენ დღეს დაბადების დღეც გაქვს, ხოო?”

გასულ წელს გამოვაცხადე: გადასარევად იცით, რომ 1 იანვარს დაბადების დღე მაქვს, მოლოცვა თუ გინდათ, იოლად გამოსვლას ნუ შეეცდებით, თუ მოდიხართ, საჩუქრით მოდით, ან საერთოდ ნურაფერს მაჩუქებთ, ოღონდ ეგ თქვენი “ბამბანერკა” არ დამანახოთ მეთქი. ნაწილობრივ გაჭრა! 😀 არა და, რომ ჰკითხოთ, ჩემი მომზადებული კერძები უყვართ და ჩემთან მოსვლა უხარიათ. ჰოდა, ერთი წელი მეც დამითმეთ მეთქი.

მოკლედ, ეს მაიმუნობა.

ახლა, რაზე მინდოდა, მეთქვა: კალენდარზე დეკემბერი დაფიქსირდა თუ არა, სასწრაფო წესით ნაძვის ხის მორთვაზე დავიწყე ფიქრი. მაინც სულ რაღაცას ვაკეთებ, როგორც დედაჩემი ამბობს, ვჩხლართავ, ავდექი და ნაძვის ხის სათამაშოების კეთება დავიწყე, ძალიან შევყევი და გადავწყვიტე, თქვენც გაჩვენოთ, ბევრი თქვენგანი, ალბათ, თავადაც ქსოვს, კერავს, ან სულაც ადრე აკეთებდა ამას და შემიძლია, უბრალოდ გავახსენო. 😉ab1

ერთი სიტყვით, მე ნიმუშები შევარჩიე, ჯერი თქვენზეა, როგორი ნაძვის ხე გექნებათ.

მე, მაგალითად, უკვე ტრადიცია მაქვს: ყოველი ახალი წლისთვის ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის წინდებს ვქსოვ. აი, ასე, ბებიასავით ჩავუჯდები და ვქსოვ. ^_^

ნაქსოვ ფაქტურას რაც შეეხება:

1. უსაფრთხოა და ბავშვები თუ გყავთ, გატეხვისა და თითუნების გაჭრის საშიშროება არ გექნებათ;

2. მომავალ წლამდე ადვილად შეინახავთ;

3. ლამაზია;

4. თქვენი შექმნილია;

5. კარგია, თუ შექმნის პროცესში ბავშვებსაც “შეიამხანაგებთ” და აჩვენებთ, რომ ასეც შეიძლება, რა იცით, იქნებ, რა ხელოვანი გეზრდებათ? 😉

6. ახალი წლისთვის შექმნილ ბევრ სათამაშოს ზოგადადაც გამოიყენებს.

ფიგურებს, რომლებიც შევარჩიე, მარტივად შეგიძლიათ, საკიდი გაუკეთოთ, დიდი ზომის ნამუშევრებს ქვემოდან შემოუწყობთ, ნაძვის ხეებით კი ოთახის კუთხეებს გაალამაზებთ და საახალწლო–საშობაო განწყობას გაიძლიერებთ.

ნუ, თუ თავად არ ქსოვთ, მითხარით, არაა პრობლემა, მე მოგიქსოვთ. 😉

ამ ეტაპზე BMW-ს ლოგოანი კედების შექმნით ვარ დაკავებული.

ნუ, აქ ვიკიმ ვერ იცნო და გარშემო ტრიალებდა. 🙂

20131201_115624[1]

Mobile 1

knitted-santa-toys-Womans-Weekly-shop-300x300

knitted-dolls

3

nativity.angel1b_1.re_-500x767

gn1rav

21040323229170818BbZenW0Nc

il_fullxfull.490429698_vluk

აი, ასე! საახალწლო განწყობით, ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: