საახალწლო ტკბილეული თიკა ლუკასისგან ❤ (ექსკლუზივი)


1466136_10202511525171329_782665486_nნაძვის ხე ნაწილობრივ მოვრთეთ და ამავე თემაზე გავაგრძელოთ. 😉

ჩვენმა მეგობარმა, ბუნებრივად “ბლონდმა” თიკა ლუკასმა ბრიტანეთიდან მიოს ბლოგს ძალიან გემრიელი რეცეპტი გამოუგზავნა, რომელსაც ახალ წელს, ტრადიციის თანახმად, თვითონვე ამზადებს.

თანაც, გარდა იმისა, რომ ტკბილეულის მზადება მისი საყვარელი საქმიანობაა, თიკას განსაკუთრებული მიზეზი აქვს: ტყუპი გოგონების ძალიან, ძალიან საყვარელი დედიკოა. ❤

ისე რომ, თიკა თავის პატარა ბრილიანტებთან ერთად საახალწლოდ უკვე განსაკუთრებულად ემზადება, ტკბილეულსაც დიდი მონდომებით ამზადებს და თავისი ექსლუზიური რეცეპტით ჩვენც დაგვასაჩუქრა.

ჯინჯერის ორცხობილა თიკა ლუკასისგან:

მასალა:

ჯინჯერი – 1,5 ჩ,კ

შაქარი – 100 გრამი,

თაფლი – 165 გრამი,

ფქვილი – 525 გრამი,

კარაქი ან მარგარინი – 125 გრამი,

კვერცხი – 1 ცალი,

სოდა – 2 ჩ.კ.,

დარიჩინი – 1ჩ.კ.,

გლაზურისთვის: კვერცხის ცილა და 150 გრამი შაქრის ფხვნილი.

ვამზადებთ ორცხობილას: შაქარი, თაფლი, ჯინჯერი და დარიჩინი კარგად ავურიოთ და ცეცხლზე დავდგათ, მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ, დავუმატოთ სოდა, კუბიკებად დავაჭრათ კარაქი და ვურიოთ მანამ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. დავუმატოთ კვერცხი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი. გამოვჭრათ სასურველ ფორმებად. გამოცხობამდე უნდა გაუკეთოთ ნახვრეტები, შემდგომში ნაძვის ხეზე რომ დავკიდოთ.

დაახლოებით, 12-14 წუთით 170 გრადუსზე ვაცხობთ. ცოტა რომ მოიბრაწება, ნიშნავს, რომ მზად არის. გამოვიღებთ და გავაგრილებთ.

თიკა გვირჩევს: “მოსართავად შეგიძლიათ, მზა ტუბებში იყიდოთ გლაზური და მორთოთ, როგორც მე გავაკეთე, ან თქვენ თვითონ დაამზადოთ და პატარა კანფეტები დააჭრათ. თქვენზეა დამოკიდებული. მე სახელები დავაწერე. 🙂 გლაზურისთვის კი ცილა ძალიან კარგად გათქვიფეთ, ნელ-ნელა შაქრის ფხვნილი შეურიეთ და ერთიანი მას გახდება. საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და მორთეთ.”

მე კი ტრადიციულად სიყვარულით დროებით დაგემშვიდობებით და თიკას ნახელავს დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ! 😉

kolaji

Advertisements

2 thoughts on “საახალწლო ტკბილეული თიკა ლუკასისგან ❤ (ექსკლუზივი)

Add yours

  1. Мне понравился Ваш блог,но если не трудно сделайте для него переводчик так,как Вас читает не только грузинская аудитоия,если он фигурирует на Янднксе.Здоровья и удачи Вам в Новом Году!Ирина. P.S.Я тоже из Тбилиси,сейчас живу в Питере

    1. Ирина, спасибо большое ❤ И вас тоже поздравляю с новым годом!
      К сожалению, целевая аудитория блога расчитана на Грузию, а у сайта нет функции перевода, “гугл транслейт” тоже не переводит качественно. как только сайт внедрит функцию перевода текста, я ее имплементирую в блог ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: