კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრისგან


1კარგი ამბავი უნდა გითხრათ 😉

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ეროვნული კინოცენტრი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად ერთობლივ კონკურსს აცხადებენ.

აღნიშნული ერთობლივი კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც 25 ნოემბერს მთელს მსოფლიოში დაიწყო. „შეღებე სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში“! – ასეთია წელს გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE) მთავარი გზავნილი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ამ კამპანიის ფარგლებში  სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, რომლებიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.  

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE)  მიზანს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღკვეთა წარმოადგენს. კამპანია 2008 წელს დაიწყო და მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ქალთა ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, კერძო სექტორს, მედიასა და მთლიანად გაეროს სისტემას მოუწოდებს, გაერთიანდნენ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ. შესაბამის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ეროვნული კინოცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციას სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესში ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს, ხელი დღეს მოეწერა. მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ გააფორმეს.2

ერიკა კვაპილოვას განცხადებით, კინო ადამიანებს ამ გლობალურ პრობლემასთან კიდევ უფრო დააახლოებს: „ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დოკუმენტურ კინოს უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნავს ერიკა კვაპილოვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კინოდოკუმენტალისტებმა საკუთარი ფილმის სინოფსისი კინოცენტრში 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ. წარდგენილი სინოფსისების მიხედვით შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებსაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 10,11,12 იანვარს ტრენინგები ჩაუტარდებათ. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა 2014 წლის 3 თებერვალს დასრულდება.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: