პელმენი – ძალიან მარტივი და გემრიელი


pelmeniმოვედი 😉

გადავწყვიტე, კულინარიული თემაც შემოვიტანო და ხაბიზგინას შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთ ძალიან გემრიელ ბლუდასაც შემოგთავაზებთ.

“პელმენი ციმბირულად” – თბილისში, ძირითადად, რამდენიმე ადგილზე გავსინჯე და მენიუში ასეთი ფორმულირებით შემხვდა.

არ ვიცი, რამდენად სამართლიანია, ასე თუ ვუწოდებ, რადგან არც ციმბირში ვყოფილვარ და არც იქაურის მომზადებული გამისინჯავს, თუმცა, კისლოვოდკსში ბავშვობაში გასინჯული პელმენის გემო არ მავიწყდება 😀 მოკლედ, მე ჩემსას შემოგთავაზებთ. 😉

ხორცის პელმენის სახლის პირობებში მომზადების პრობლემა თუ გაქვთ, საქმეს მარტივად გადაწყვეტთ და უკვე ნახევრად მზას შეიძენთ. ამასთან, დაგჭირდებათ დაფასოებული, დაჭრილი ქამა სოკო, არაჟანი და ყველი. ჩემ მიერ დაგემოვნებული ბლუდებიდან გამომდინარე, ზომიერად მარილიანი იმერული ყველი შევარჩიე, წინასწარ ადუღებულ წყალში, ჩვეულებისამებრ, პელმენი და სოკო ჩავყარე და ერთად მოვხარშე. წყალი არსებული რაოდენობის მეოთხედამდე, დაახლოებით მთლიანი მასის (სოკოსა და პელმენის) სიმაღლის ნახევრამდე, რომ დააშრა, არაჟანი დავამატე, წინასწარ გახეხილი ყველი მოვაყარე და 5 წუთით ისევ ვათუხთუხე. ამასობაში, არაჟანი წყალში გაიხსნა და სითხეც ბლანტი გახდა.

ზოგადად, რამდენადაც მსმენია, მსგავსი ბლუდები, ძირითადად, ქოთნებში და თავდახურული სახით მზადდება. თუმცა, თუ რესტორან “ხუტოროკში” ე.წ. “პელმენის ზაპეკანკა” ქოთანში თავდაუხურავი აქვთ (ჩემგან პირველი ადგილი მას), ACID BAR-ში (შესაბამისად, დამსახურებული მეორე ადგილი) ყველის ქუდითაც ამზადებენ.

მე “ხუტოროკის” მსგავსად მოვამზადე და იმის მიუხედავად, რომ ცუდად არასდროს არაფერი გამომდის (თუმცა, ვაღიარებ, რომ შევყვები, რეცეპტებიდან გადახვევა მიყვარს), ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როცა გავსინჯე და პროტოტიპსაც ჰგავდა და ძალიან გემრიელიც იყო. (✿◠‿◠)

მოკლედ, გასაკეთებლად მარტივია და შედეგით ძალიან ისიამოვნებთ.

მოამზადეთ და მერე იდეები გავცვალოთ 😉

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: