მოზრდილი მუცელი ხელს გიშლით? მაშინ, ეს უნდა ნახოთ ;)


9e6e50108cbe537545ee60344e68f8dcმოვედი 😉

კვლავ სილამაზეზე მინდა, გითხრათ.

რამდენჯერ შემიმჩნევია ქალი, რომელიც ოდნავ შემოზრდილ მუცელს ხელით წარუმატებლად იფარავს. არადა, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

ახლავე გეტყვით, რატომ:

არ აქვს მნიშვნელობა, მუცელი ორსულობის შემდეგ რჩება, თუ ის ზომაში ჯერ კიდევ მანამდე უბრალოდ გაუვარჯიშებლობისგან იმატებს, მთავარი აქ ერთი რამაა. კერძოდ, ის, რომ თავად უნდა გრძნობდეთ თავს კარგად, სასიამოვნოდ და, თუნდაც, სულ ცოტა წამოზრდილი მუცელი თავისუფლად მოძრაობაში პრობლემას არ უნდა ქმნიდეს.

და რამდენადაც, მთავარი თქვენი სურვილია, გამოიყურებოდეთ კარგად, თუნდაც, მანამდე, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, ან დაიწყებთ და სასურველ შედეგამდე მიხვალთ, გაჩვენებთ, როგორ მოიქცეთ, რომ მუცელი, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ თქვენთვის იყოს თვალშისაცემი, როგორ „შევფუთოთ“ ისე, რომ თავი შებოჭილად არ იგრძნოთ. 😉

ვირჩევთ კაბებს, რომლებსაც ნაკერი, სალტე უშუალოდ წელზე აქვს, სიგრძე კი ან მუხლზე მაღლა, ან მაქსიმალურად გრძელი უნდა იყოს. ეს უფრო მაღალსაც გამოგაჩენთ და მუცელიც დაიფარება

1450228_10151902728726696_1508150815_n

1454996_10151902807351696_665426791_n

644349_10151902273996696_1498303392_n

538000_10151902812271696_1141122717_n

1375075_10151902785436696_114704412_n

1394046_10151903408486696_1074999786_n

1452480_10151902728186696_1366737173_n

ამავე პრინციპით, ვირჩევთ პიჯაკებს, რომლებსაც ნაკერი, ასევე, წელზე აქვთ, მის ქვეშ კი მარტივად შეგიძლიათ, როგორც თავისუფალი, ისე – მომდგარი ბლუზების, მაისურების ჩაცმა

1382862_10151902744846696_51375040_n

ვირჩევთ თავისუფალ ბლუზებს, სვიტრებს, რომლებთან ერთადაც მომდგარ შარვალს, ე.წ. ელასტიკს ვიცვამთ. ეს ნიშნავს, რომ ფეხი გამხდარი გაქვთ, ე.ი. ზემოთაც „ყველაფერი თავის ადგილას“ გაქვთ. ეს ასეცაა, უბრალოდ, თქვენ იცით, რომ ვარჯიშობთ და ეს მხოლოდ თქვენი სასურველი შედეგის მიღწევამდეა საჭირო 😉 კიდევ ერთი დეტალი: პრინტით დატვირთული ჭრელი ზედატანი კიდევ უფრო მეტ ეფექტს მოგცემთ

560860_10151901865426696_505789008_n

1425622_10151902302221696_338915786_n

1450133_10151903235156696_150703764_n

1441363_10151902745001696_1709005454_n

მოკლედ, ვიმოსებით, მუცლიდან ხელებს ვიღებთ და თავისუფლად ვმოძრაობთ. 😉

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: