მსხვერპლშეწირვა – ცოდვა გამხელილი ჯობს…


lomisoba

უკვე რა ხანია, თემა, რომელზეც დღეს მინდა, გითხრათ, ჩემ გარშემო განსახილველთა შორის „საპატიო“ ათეულშია.

რელიგიური რიტუალების დროს მსხვერპლშეწირვაზე ვსაუბრობ.

რა თემაზე არ მისაუბრია, მიკამათია, მაგრამ, ვერ დავმალავ, გულწრფელად მეწყინა, როდესაც ჩემი აზრის გამოთქმისას ქართული, კერძოდ, მთის ტრადიციების უპატივისმცემლობაში დამდეს ბრალი, თანაც ჩემთვის საკმაოდ პატივსაცემმა ადამიანმა. მაინც, როგორც ვიცი ხოლმე, მინდა, ჩემი აზრი გითხრათ.

სათავე:

მსხვერპლშეწირვა რომ თავად აღთქმაშიც გვხვდება, ეს მართლმადიდებლების ნაწილისთვის გასამართლებელი საბუთია, მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ეს იესოს ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით შეწირვამდე იყო, რის შემდეგაც აღნიშნული ფაქტი, თავად იესოს მიწიერი სახით გამოჩენიდან გამომდინარე, საფუძველს სრულიად კარგავს.

ტრადიცია:

იცით, რომ, როგორც ვამბობთ ხოლმე, მამით ოსი ვარ. ეს ნიშნავს, რომ მთიულური წარმოშობაც მაქვს (ოსები, ძირითადად მეჯოგეები იყვნენ და, აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩამოსვლისას მთიან ადგილებში დაბინავდნენ), მეც მყავს ახლო ნათესავები, რომლებიც ქართველებთან ერთად (სულ გათქვეფილია სანათესავო, ვინ ქართველია, ვინ – ოსი, ვერ გაიგებ 🙂 ) ე.წ. ხატობას აღნიშნავენ.

მშვენივრად მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან: ტაძრის/ნიშის ეზოში პირუტყვს არავინ კლავდა. ყველა სოფელს თავისი უხუცესი და პატივდებული პირი ჰყავს. სწორედ ეს ადამიანი, სასულიერო პირი და რამდენიმე მამაკაცი ტაძრისგან მოშრებით, ბუჩქნარში, ან ტყეში გადიოდნენ, კლავდნენ პირუტყვს, აკურთხებდნენ და ისე მოჰქონდათ. ასევე, ტაძრისგან მოშორებით (ეზოს გარეთ) ატყავებდნენ, იქვე ამზადებდნენ და აკურატულად, კულტურულად აღნიშნავდნენ დღესასწაულს.

პრობლემა:

მოკლედ გეტყვით: ტრადიციების შესახებ ინფორმაციის არქონა, კიდევ უფრო მოკლედ – უცოდინრობა.

მხოლოდ მინდა, გითხრათ: თუ შეთქმული გყავთ და ეს ნორმად მიგაჩნიათ, სანამ შეუთქვამთ, კარგად დაუკვირდით, უფალს, წმ. გიორგის თუ სხვა წმინდანებს რას ჰპირდებით, შენ შემოგწირავო, თუ მე ამოვიყორავ მუცელსო.

ზოგადად, რომ იცოდეთ, ასეთი რამ იმ შემთხვევაში იყო გამართლებული, თუ იმ საკლავს ქვრივ–ობლებს, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებდით, კეთილ საქმეს მოახმარდით. თქვენ რას აკეთებთ? სისხლით რწყავთ ტაძრის ეზოებს და საკუთარ მუცლებს ჰყვებით. შემდგომში უკვე კონდიციას გადაჭარბებული სიმთვრალე იმ „მთავარ“ მოვლენას განაპირობებს – ერთი ჩხუბი რომ აუცილებლად უნდა მოხდეს. არ დამიწყოთ ახლა, ჩვენ შემთხვევაში ასე არ ხდებაო! მე არ შევსწრებივარ, კულტურულ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ხატობიდან დაბრუნებული დალილავებული ხალხი საკუთარი თვალით მყავს ნანახი!

ამ პოსტის დაწერა განსაკუთრებულად იმან გადამაწყვეტინა, რომ „ჰელოვინთან“ დაკავშირებით ისევ ბევრი აზრი მოვისმინე.

იცით, რას გეტყვით? არც მეჰელოვინება და დიდად არც ეს მომწონს, ჩემთვის „ჰელოვინი“ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნას ნიშნავს, მათთან ერთად კი სახლში სახეზე რამეს წავითხუპნი თუ გარეთ მიკი მაუსის ფორმით გავალ, სულ არაა პრობლემა და, მითუმეტეს, რელიგიური ექსტრემიზმის საფუძველი. არც რამის პირდაპირი კოპირება მიყვარს. აა, თუ ის ჯობს, საკლავის სისხლში გავიწუწო? უფრო მომიხდება, თქვენი აზრით, ალბათ…

უკაცრავად, მაგრამ უფალს თქვენთვის საზრდო არ ენანება და საცოდავი პირუტყვის განწირულ ბღავილს, ტაძრების სისხლით მორწყულ ეზოებს, ნათესავ–მეგობრების ნახვის მიზნით, ჯაჭვებით სირბილსა და უფლის სახელით გაძღომას თუ ნორმად მიიჩნევთ, ეს, როგორც მინიმუმ, ფარისევლობაა!

მაინც, პირში გიზრახავთ, მათ, ვინც იცით, მოყვარეს როგორ უნდა მოექცეთ, თორემ „ყველაზე ტრადეცეულებეეე“ ამას მაინც ვერ გაიგებენ 🙂

მაინც, ცოდვა გამხელილი ჯობს…

ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

Advertisements

One thought on “მსხვერპლშეწირვა – ცოდვა გამხელილი ჯობს…

Add yours

  1. გეთანხმები 100 კი არა 1000% .საკლავი თუ რაღაც რაცაა მოკლედ იმდენად ამაზრზენია ჩემთვის ..14წლის ვიყავი პირველად რომ მოვხვდი სოფელში თან დღესასწაულზე ,,სამთხო,, ესე ქვია ხატს. მოკლედ დაკლეს ღორი .. არ მინახავს მაგრამ საოცრად განწირული ხმა მესმოდა…ეტყობა არ ეყოთ და მეორე დღეს ქათამს წააგდებინეს თავი ესე პირველად ვნახე თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა შოკი მივიღე და როგორც აღმოჩნდა იმხელა სტრესი რომ დღემდე ხორცს ვერ ვჭამ იმ საცოდავი ღორის ხმა და ქათმის სისხლით მოთხვრილი კუნძი და აქეთ იქით რომ დახტოდა ეს უბედური ქათამი ის მიდგება თვალწინ და ისე აღვიქვავ როგორც გვამებს:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: